bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 32
2 Chronicles 32
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 31
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 33 →
1
ამ პატიოსან საქმეთა შემდეგ მოვიდა სენახერიბი, აშურის მეფე, შემოიჭრა იუდაში და ალყა შემოარტყა ციხე-ქალაქებს. მათ გატეხას ფიქრობდა.
2
როცა დაინახა ხიზკიამ, რომ მოვიდა სენახერიბი და იერუსალიმზე ლაშქრობას აპირებს,
3
გადაწყვიტა თავის მთავრებთან და თავის მებრძოლებთან ერთად, ამოევსოთ წყლის სათავეები, რომლებიც ქალაქგარეთ იყო, და ისინიც მიეხმარნენ.
4
შეიყარა უამრავი ხალხი და დაწყვიტეს ყველა სათავე და ნაკადული, რაც კი დიოდა იმ მიწაზე, რადგან თქვეს: „რატომ უნდა ნახონო მოსულმა აშურის მეფეებმა ბევრი წყალი?“
5
მოიცა ძალი და ამოაშენა ყველა დანგრეული კედელი, აამაღლა გოდლები და გარედან კიდევ სხვა კედელი შემოაშენა. გაამაგრა მილო დავითის ქალაქში, დაამზადა დიდძალი საჭურველი და ფარები.
6
მხედართმთავრები დაუყენა ხალხს, შემოიკრიბა ისინი ქალაქის კარიბჭის მოედანზე და გაამხნევა:
7
„განმტკიცდით და გაძლიერდით! ნუ შიშობთ და ნუ თრთით აშურის მეფისა და იმ ურდოს წინაშე, თან რომ ახლავს, რადგან ჩვენთან უფრო დიდი ძალაა, ვიდრე მასთან.
8
მასთან ხორციელი ძალაა, ჩვენთან კი უფალი, ჩვენი ღმერთი, რათა შეგვეწიოს და იომოს ჩვენს ბრძოლებში.“ და გამხნევდა ხალხი ხიზკიას, იუდას მეფის, სიტყვებზე.
9
ამის შემდეგ სენახერიბმა, აშურის მეფემ, რომელიც მთელი თავისი ძალებით ლაქიშის წინ იდგა, გაუგზავნა თავისი მსახურნი იერუსალიმში ხიზკიას, იუდას მეფეს, და მთელ იუდას, იერუსალიმში მყოფს, რომ ეთქვათ:
10
„ასე ამბობს სენახერიბი, აშურის მეფე: რისი იმედი გაქვთ, იერუსალიმის ციხესიმაგრეში რომ ჩამსხდარხართო?
11
განა ხიზკია არ გაცდუნებთ, რომ შიმშილითა და წყურვილით ამოგხადოთ სული, როცა გეუბნებათ: ‘უფალი, ჩვენი ღმერთი, გვიხსნისო აშურის მეფის ხელიდან?’
12
განა მაგ ხიზკიამ არ დაანგრია მისი გორაკები და სამსხვერპლოები? განა ასე არ უთხრა იუდასა და იერუსალიმს: ‘ერთი სამსხვერპლოს წინაშე უნდა სცეთ თაყვანი, და მასზე უნდა აკმიოთ საკმეველი?’
13
განა არ იცით, რა დღე დავაწიეთ მე და ჩემმა მამებმა ქვეყნის ყველა ხალხებს? განა შეძლეს ქვეყნის ხალხების ღმერთებმა, რომ ჩემი ხელიდან ეხსნათ მათი ქვეყნები?
14
რომელი იყო ჩემი მამებისგან განადგურებულ ამ ხალხების ღმერთთაგან ისეთი, თავისი ხალხი რომ ეხსნა ჩემი ხელიდან, რომ ახლა თქვენმა ღმერთმა გიხსნათ ჩემი ხელიდან?“
15
ახლა არ მოგატყუოთ ხიზკიამ და არ გაცდუნოთ ამგვარად. არ დაუჯეროთ მას, რაკი ვერცერთი ხალხის და სამეფოს ვერცერთმა ღმერთმა ვერ შეძლო თავისი ხალხის ხსნა ჩემი და ჩემი მამების ხელიდან, ვერც თქვენი ღმერთი ვერ გიხსნითო ჩემი ხელიდან.
16
კიდევ ელაპარაკნენ მისი მსახურნი უფლის, მათი ღმერთის, წინააღმდეგ და მისი მსახურის, ხიზკიას, წინააღმდეგ.
17
უფლის, ისრაელის ღმერთის, სალანძღავ წერილებს წერდა იგი და ასეთ სიტყვებს ამბობდა მასზე: „როგორც ქვეყნიერების ხალხების ღმერთებმა ვერ იხსნეს თავისი ხალხი ჩემი ხელიდან, ასევე ვერც ხიზკიას ღმერთი იხსნის თავის ხალხს ჩემი ხელიდან.“
18
ხმამაღლა უყვიროდნენ ებრაულად იერუსალიმელთ, გალავანზე მყოფთ, რომ შეეშინებინათ და თავზარი დაეცათ, და აეღოთ ქალაქი.
19
ისე ლაპარაკობდნენ იერუსალიმის ღმერთზე, როგორც ქვეყნიერების ხალხთა ღმერთებზე, ადამიანის ხელით შექმნილებზე.
20
ამის გამო ილოცეს მეფე ხიზკიამ და წინასწარმეტყველმა ესაია ამოცის ძემ, და ცას შეჰღაღადეს.
21
მოავლინა უფალმა ანგელოზი და ამოწყვიტა აშურის მეფის ბანაკში ყველა მაგარი ვაჟკაცი, წინამძღოლი და მეთაური. შერცხვენილი გაბრუნდა იგი თავის ქვეყანაში და, როცა თავისი ღმერთის სახლში შევიდა, მისი საზარდულიდან გამოსულმა შვილებმა მახვილით განგმირეს იქ.
22
იხსნა უფალმა ხიზკია და იერუსალიმის მკვიდრნი აშურის მეფის – სენახერიბის – და ყველას ხელიდან, და დაიფარა ყოველი მხრივ.
23
მრავალს მოჰქონდა იერუსალიმში ძღვენი უფლისათვის და რჩეული საჩუქრები იუდას მეფე ხიზკიასთვის. მას შემდეგ ამაღლდა იგი ყველა ხალხების თვალში.
24
იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკია და შეევედრა უფალს. ელაპარაკა უფალი და მისცა ნიშანი.
25
მაგრამ არ მიაგო ხიზკიამ სანაცვლო, მის მიმართ გამოჩენილი სიკეთისთვის, რადგან გამედიდურდა. და იყო ღვთის რისხვა მასზე, იუდასა და იერუსალიმზე.
26
და, როცა დაიცხრო ხიზკიამ მედიდურება – თვითონ და მასთან ერთად იერუსალიმის ყველა მკვიდრმა – აღარ დასტყდომიათ თავს ღვთის რისხვა ხიზკიას დღეებში.
27
დიდზე დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა ხიზკიას. საგანძურები მოიწყო ვერცხლისთვის, ოქროსთვის, პატიოსანი ქვებისთვის, ნელსაცხებლებისთვის, ფარებისათვის და ყოველგვარი ძვირფასი ნივთისათვის;
28
ბეღელ-მარნები აიშენა მიწის ნაყოფისთვის: პურისთვის, ღვინისთვის და ზეთისთვის; ბაკები – ყოველგვარი პირუტყვისთვის, და ფარეხები – ცხვრის ფარებისთვის;
29
ქალაქებიც ააშენა თავისთვის; ცხვარ-ძროხა მრავლად ჰყავდა, რადგან ღმერთი მას დიდძალ დოვლათს აძლევდა.
30
მანვე გადაკეტა გიხონის ზემო წყაროების სათავეები და ქვემოთ ჩამოიყვანა წყალი, დავითის ქალაქის დასავლეთ მხარეს; წარმატება ჰქონდა ხიზკიას ყველა საქმეებში.
31
ხოლო როცა ბაბილონის მთავრები აგზავნიდნენ მასთან მოციქულებს, რათა გამოეძიებინათ მისგან მის ქვეყანაში მომხდარი სასწაულები, მიუშვა იგი ღმერთმა, რომ გამოეცადა და სცოდნოდა ყოველი მისი გულისნადები.
32
ხიზკიას დანარჩენი საქმენი და მისი სიკეთენი აღწერილია წინასწარმეტყველ ესაიას, ამოცის ძის, ხილვაში, და იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნში.
33
და განისვენა ხიზკიამ თავის მამებთან და დამარხეს იგი დავითიანთა სამარხების გვერდით. პატივი მიაგეს მას სიკვდილის შემდეგ მთელმა იუდამ და იერუსალიმის მკვიდრებმა. და გამეფდა მის ნაცვლად მისი ძე, მანაშე.
← Chapter 31
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 33 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36