bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 1
Isaiah 1
Georgian GEO02 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 2 →
1
ხილვა ესაიასი, ამოცის ძისა, რომელიც იხილა იუდასა და იერუსალიმის შესახებ, იუდას მეფეების – ყუზიაჰუს, იოთამის, ახაზის, ხიზკიაჰუს მეფობის დღეებში:
2
ისმინეთ ცანო და ყური დაუგდე, ქვეყანავ, „ძენი გავზარდე მე და აღვამაღლე, მათ კი მიმუხთლეს მე.
3
ხარი იცნობს თავის მფლობელს და ვირი – ბაგას თავისი პატრონისას, ისრაელი კი არ მიცნობს მე, ჩემს ხალხს გაგება არა აქვს.
4
ოი, შემცოდავო ერო, ხალხო დამძიმებულო ურჯულოებით, თესლო ბოროტმოქმედთა, დამღუპველო ძენო! დატოვეს უფალი, შეიძულეს ისრაელის წმიდა, უკან განდგნენ.
5
რისთვის უნდა იცემოთ მეტად? უმატებთ განდგომას! თავი მთლიანად სნეულია და გული მთლიანად მტკივანი.
6
ფეხის გულიდან თავამდე არაფერია მასში უვნებელი; ჭრილობა არ გამოწურულან ისინი, და არ შეხვეულა და არ დაამებულა მალამოთი.
7
აოხრებულია თქვენი ქვეყანა, ცეცხლითაა გადამწვარი თქვენი ქალაქები, თქვენი მიწა – თქვენი თანდასწრებით უცხონი ჭამენ მის ნაყოფს და აოხრებულია, როგორც უცხოთა მიერ დამხობისას.
8
და დარჩა სიონის ასული, როგორც კარავი ვენახში, როგორც ქოხი ბოსტანში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი.
9
უფალ ცაბაოთს რომ მცირე ნატამალი არ დაეტოვებინა ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით, გომორას დავემსგავსებოდით.“
10
ისმინეთ უფლის სიტყვა, სოდომის მთავარნო, ყური დაუგდეთ რჯულს ჩვენი ღმერთისას, გომორას ხალხო.
11
„რად მინდა მე თქვენი მრავალი შესაწირავი?“ – ამბობს უფალი. – „გავძეხი მე სრულადდასაწველი ვერძებით და ქონით მსუქანი საქონლისა; და სისხლი მოზვერთა, ცხვრებისა და ვაცებისა არ მსურს მე.
12
როდესაც მოდიხართ ჩემს წინაშე წარსადგომად, ვინ გთხოვთ ჩემი ეზოების გათელვას?
13
არ მომიტანოთ მეტად ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი – სისაძაგლეა ის ჩემთვის, ახალმთვარობას და შაბათს, სადღესასწაულო შეკრებას ვერ ვიტან: ურჯულოება და დღესასწაული?
14
თქვენი ახალმთვარობები ტვირთად მექცა ისინი, დავიღალე მათი ზიდვით.
15
და როცა თქვენ გაიწვდენთ ხელებს, მე აგარიდებთ თვალს, და რამდენიც არ უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ. თქვენი ხელები სავსეა სისხლით.
16
განიბანეთ, განიწმიდეთ, მოაშორეთ შეწყვიტეთ ბოროტება.
17
ისწავლეთ სიკეთის ქმნა, ეძებეთ სამართალი; გაამაგრეთ ჩაგრული, სამართლიანად გაასამართლეთ ობოლი, გამოესარჩლეთ ქვრივს.
18
„მოდით და ვიკამათოთ,“ – ამბობს უფალი. – „ყირმიზივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება, და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გადაიქცევა.
19
თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ,
20
მაგრამ თუ უარს იტყვით და ურჩობას გასწევთ, მახვილით მოისპობით!“ – რადგან უფლის პირმა წარმოთქვა ეს.
21
როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი? სავსე იყო სამართლიანობით, სიმართლე განისვენებდა იქ, ახლა კი მკვლელები არიან!
22
შენი ვერცხლი წიდად იქცა, შენი ღვინო წყალგარეულია.
23
შენი მთავარნი განდგომილნი და ქურდთა მეგობარნი არიან; მათ ყველას ქრთამი უყვართ და საზღაურს ედევნებიან, ობოლს არ ასამართლებენ სამართლიანად და ქვრივის საქმე არ აღწევს მათთან.
24
ამიტომაც არის სიტყვა უფალი ცაბაოთისა, ისრაელის ძლიერისა: „მე მოვისვენებ ჩემი დუშმანებისაგან და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე.
25
და მოვაბრუნებ ჩემს ხელს შენსკენ და როგორც ნაცარტუტით, გავწმენდ შენს წიდას და მოვაცილებ მთელ შენს კალას.
26
და დავაბრუნებ შენს მსაჯულებს, და შენს მრჩეველთ, როგორც დასაწყისში იყო! ამის შემდეგ გეწოდება შენ სამართლიანობის ქალაქი, სარწმუნო დედაქალაქი.“
27
სიონი სამართლიანობით იქნება გამოსყიდული, ხოლო მისი მოქცეულნი – სიმართლით.
28
და შემუსრვა ბოროტმოქმედთა და უფლის მიმტოვებელნი მოისპობიან.
29
რადგან შერცხვებიან მუხნარების გამო, და შეგრცხვებათ ბაღებისა, რომლებიც თქვენ ამოირჩიეთ.
30
რადგან იქნებით ფოთოლშემჭკნარ მუხასავით და ბაღივით, რომელშიც არაა წყალი.
31
და ძლიერი ძენძად იქცევა, და მისი ნაკეთობა – ნაპერწკლად, და ორივე ერთად დაიწვება, და არავინ იქნება ჩამქრობი.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66