bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 36
Isaiah 36
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 35
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 37 →
1
და იყო, მეფე ხიზკიაჰუს მეთოთხმეტე წელს გამოვიდა აშურის მეფე სანხერიბი იუდას ყველა გამაგრებული ქალაქის წინააღმდეგ და ხელში ჩაიგდო ისინი.
2
და გაგზავნა აშურის მეფემ რაბშაკე ლაქიშიდან იერუსალიმში მეფე ხიზკიაჰუსთან დიდი ლაშქრით და გაჩერდა ის ზემო აუზის არხთან, მრეცხავის ველის გზაზე.
3
და გამოვიდნენ მასთან ელიაკიმი, ხილკიაჰუს ძე, სასახლის მმართველი, შებნა მწერალი და იოახი, ასაფის ძე – მემატიანე.
4
და უთხრა მათ რაბშაკემ: „აბა, უთხარით ხიზკიაჰუს: ‘ასე თქვა დიდმა მეფემ, აშურის მეფემ: ეს რა იმედია, რისი იმედიც გაქვს?’
5
მე ვთქვი: ‘ეს მხოლოდ სიტყვაა, საომრად კი რჩევა და ძალაა საჭირო. ახლა რისი იმედი გაქვს, რომ ამიჯანყდი მე?
6
აი, შენ გადატეხილი ლერწმის საყრდენი გეიმედება, ეგვიპტე, თუ კაცი დაეყრდნო მას, შეერჭობა ხელის მტევანში და გაუხვრეტს; ასეა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველა მისი მოიმედისათვის.
7
და თუ მეტყვი მე: ‘ჩვენი უფალი ღმერთის იმედი გვაქვსო!’ ეს ხომ ის არის, რომლის გორაკები და სამსხვერპლოები მოაშორა ხიზკიაჰუმ და უთხრა იუდასა და იერუსალიმს: ‘მხოლოდ ამ სამსხვერპლოს წინაშე ეცით თაყვანი!’
8
ახლა, აბა, შეუთანხმდი ჩემს ბატონს, აშურის მეფეს, და მე მოგცემ შენ ათას ცხენს, თუ შესხამ მათზე მხედრებს?
9
მაშ როგორღა გააბრუნებ ერთ მთავარს მცირეთაგან ჩემი ბატონის მონათა შორის? შენ კი ეგვიპტის იმედი გაქვს ეტლებისა და მხედრების გამო.
10
და ახლა განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ქვეყანას ასაოხრებლად? უფალმა მითხრა მე: ‘გაილაშქრე ამ ქვეყანაზე და ააოხრე იგი.’“
11
და უთხრეს ელიაკიმმა, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: „ელაპარაკე შენს მონებს არამეულად, რადგან გვესმის, და ნუ დაგველაპარაკები ებრაულად იმ ხალხის გასაგონად, რომელიც გალავანზეა.“
12
მაგრამ უთხრა მათ რაბშაკემ: „განა შენს ბატონთან და შენთან გამომაგზავნა ჩემმა ბატონმა, რომ ვილაპარაკო ეს სიტყვები, და არა გალავანზე მსხდომ ხალხთან, რათა თქვენთან ერთად ჭამონ თავიანთი განავალი და სვან თავიანთი შარდი?“
13
და ადგა რაბშაკე და ხმამაღლა დაიყვირა ებრაულად და თქვა: „ისმინეთ სიტყვები დიდი მეფისა, აშურის მეფისა!
14
ასე ბრძანა მეფემ: ‘ნუ გაცდუნებთ თქვენ ხიზკიაჰუ, რადგან არ შეუძლია მას თქვენი ხსნა.’
15
ნუ დაგაიმედებთ უფლით ხიზკიაჰუ, რომ გეუბნებათ: ‘გვიხსნის ჩვენ უფალი, არ დაეცემა ეს ქალაქი აშურის მეფის ხელით!’
16
ნუ მოუსმენთ ხიზკიაჰუს, რადგან ასე ბრძანა აშურის მეფემ: ‘დამნებდით მე და გამოდით ჩემთან, და ჭამოს თითოეულმა ნაყოფი თავისი ვაზისა და თავისი ლეღვისა, და სვას თითოეულმა წყალი თავისი ჭისა,
17
სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდე თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში, ხორბლისა და მაჭრის ქვეყანაში, პურისა და ვენახების ქვეყანაში.’
18
ნუ გაქეზებთ თქვენ ხიზკიაჰუ: ‘უფალი გვიხსნის ჩვენ!’ განა იხსნეს ხალხების ღმერთებმა – თითოეულმა თავისი ქვეყანა აშურის მეფის ხელიდან?
19
სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის ღმერთები? როდის უხსნიათ მათ სამარია ჩემი ხელიდან?
20
ამ ქვეყნების ღმერთებს შორის რომელმა იხსნა თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?“
21
დადუმდნენ და არ უპასუხეს არაფერი, რადგან ასეთი იყო მეფის ბრძანება: „არ უპასუხოთ!“
22
მივიდნენ ელიაკიმი, ხილკიაჰუს ძე, რომელიც სასახლეზე იყო დადგენილი, შებნა, მწერალი და იოახი, ასაფის ძე, მემატიანე, ხიზკიაჰუსთან შემოგლეჯილი ტანსაცმლით და გადასცეს მას რაბშაკეს სიტყვები.
← Chapter 35
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 37 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66