bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 10
Isaiah 10
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 11 →
1
ვაი მათ, რომლებიც უსამართლო კანონებს გამოსცემენ, და შეურაცხმყოფელ გადაწყვეტილებებს წერენ,
2
რათა გაამრუდონ ღატაკთა სამართალი და უფლება წაართვან ჩემი ხალხის ღარიბთ, რათა ქვრივნი მათი ნადავლი გახდნენ და ობოლნი გაძარცვონ.
3
მაგრამ რას გააკეთებთ მოკითხვისა და დაღუპვის დღეს, შორიდან რომ მოვა? ვისთან გაიქცევით შემწეობისათვის და სად დატოვებთ თქვენს ღირსებას?
4
მხოლოდ მუხლს მოიყრიან ტყვეებივით ან დაეცემიან დახოცილთა შორის. მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა და მისი ხელი კვლავ მოღერებულია.
5
ოი, აშურო, კვერთხო ჩემი წყრომისა! არგანი მათ ხელში ჩემი მრისხანებაა!
6
უღმრთო ხალხზე ვაგზავნი მას და ჩემი წყრომის ხალხზე ვუბრძანებ მას, რომ გაძარცვოს და წამოიღოს ნადავლი და დაყაროს გასათელად ქუჩების ტალახივით.
7
მაგრამ ის ასე არ ფიქრობს და მისი გული სხვას იზრახავს, რადგან მის გულშია, გაანადგუროს და მოსპოს მრავალი ხალხი.
8
რადგან ის ამბობს: „განა ყველა ჩემი მთავარი მეფე არ არის?“
9
განა ქარქემიშივით არ არის ქალნო? განა არფადივით არ არის ხამათი? განა დამასკოსავით არ არის სამარია?
10
როგორც მოძებნა ჩემმა ხელმა კერპთა სამეფონი, რომელთაც უფრო მეტი ძეგლები აქვთ, ვიდრე იერუსალიმსა და სამარიაშია,
11
განა, როგორც სამარიასა და მის კერპებს მოვექეცი, ისე არ მოვექცევი იერუსალიმს და მის ძეგლებს?
12
და როდესაც დაასრულებს უფალი მთელ თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, იტყვის: „მე დავსჯი აშურის მეფეს მისი დიდგულების ნაყოფის გამო.“
13
რადგან თქვა მან: „ჩემი ხელის ძალით რადგან გონიერი ვარ მე, წავშლი ხალხთა საზღვრებს, მათ მარაგებს დავიტაცებ და მცხოვრებთ დავამხობ ძლიერივით.
14
იპოვა ჩემმა ხელმა სიმდიდრე ხალხთა, როგორც მიტოვებულ კვერცხებს აგროვებენ, და არავინ იყო ფრთის შემრხევი, პირის გამღები და მოჟღურტულე.“
15
იტრაბახებს ცული მისით მჩეხელზე? ან ხერხი განდიდდება მის ამწევზე? თითქოს კვერთხი შეირხევა მის აღმმართველზე? არგანი თავად აღიმართება, თითქოს ხე არ იყოს?
16
ამიტომ მოავლენს უფალი ცაბაოთი და ალი მოედება მის დიდებას, როგორც ცეცხლის ალი.
17
და იქნება ისრაელის სინათლე ცეცხლად და შეჭამს მის მჩხვლეტავ ბუჩქნარსა და მის ნარ-ეკალს ერთ დღეში.
18
და მოსპობს მისი ტყის დიდებას და დადნება, როგორც ავადმყოფი.
19
მისი ტყეების ნარჩენი იმდენად ცოტა იქნება, რომ ყმაწვილიც კი აღნუსხავს მათ.
20
და იქნება იმ დღეს: ისრაელის ნარჩენი და ნატამალი იაკობის სახლისა აღარ დაეყრდნობა მეტად მის მცემელს და ჭეშმარიტად დაეყრდნობა თავის უფალს, ისრაელის წმიდას.
21
შებრუნდა ნარჩენი, ნარჩენი იაკობის სახლისა ძლიერი ღმერთისაკენ.
22
რადგან შენი ხალხი, ისრაელ, ზღვის ქვიშასავითაც რომ იყოს, ნარჩენი დაბრუნდება მისგან, გადაწყვეტილია განადგურება – წამლეკავი სიმართლე.
23
რადგან უფალმა ცაბაოთმა გადაწყვიტა განადგურება, შეასრულებს მთელი ქვეყნის წიაღში.
24
ამიტომ ასე ამბობს უფალი ცაბაოთი: „ჩემო ხალხო, სიონის მცხოვრებო! ნუ გეშინია აშურისა, რომელიც კვერთხით გცემს და თავის არგანს აღმართავს შენზე ეგვიპტესავით.
25
მაგრამ კიდევ სულ ცოტა ხანიც და გადაივლის წყრომა და ჩემი რისხვა შებრუნდება მათ დასაღუპავად.
26
და აღმართავს მასზე უფალი ცაბაოთი შოლტს, როგორც ყორების კლდესთან მიდიანის დამარცხებისას, და მისი კვერთხი ზღვაზე იქნება და ასწევს მას ეგვიპტესავით.
27
და იქნება იმ დღეს: ჩამოიხსნება მისი ტვირთი შენი მხრებიდან და მისი უღელი შენი ქედიდან და დაილეწება უღელი სიმსუქნის გამო.
28
ის ყაიათზე მიდის, მიგრონს გაივლის, მიქმაშში აყენებს თავის აღალს.
29
გაიარეს მათ გასასვლელი, „გებაყში გავათენებთ ღამეს.“ შეიძრა რამა, გაიქცა საულის გიბყა.
30
ხმამაღლა იყვირე, გალიმის ასულო, მოისმინე, ლაიშავ, და საბრალო ყანათოთო!
31
მადმენა გაიქც-გამოიქცა, გებიმის მცხოვრებნიც შეგროვდნენ დასამალავად.
32
ერთ დღესაც დადგება ნობში, ხელს დაუქნევს სიონის ასულის მთას და იერუსალიმის ბორცვს.
33
აი მეუფე, უფალი ცაბაოთი და ტანმაღალნი მოიჭრებიან, და აღზევებულნი დამცირდებიან.
34
და რკინით გაჩეხავს ტყის უღრანებს და ლიბანი ძლიერისგან დაეცემა.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66