bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 34
Isaiah 34
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 33
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 35 →
1
მოდექით, ხალხებო, რომ მოისმინოთ! და, ტომებო, ყურად იღეთ! მოისმენს ქვეყანა და მისი სისავსე, ქვეყნიერება და ყოველივე აღმონაცენი.
2
რადგან რისხვა უფლისა ყველა ხალხზეა და გულისწყრომა – მთელ მათ მხედრობაზე. დაარისხა ისინი, გაწირა დასაკლავად.
3
მათი დახოცილნი გადაიყრებიან, მათ მძორებს აუვა სიმყრალე, მთები დაიშლება მათი სისხლისაგან;
4
და დალპება ცის მთელი მხედრობა, და დაიგრაგნება ცა წიგნის გრაგნილივით, და მთელი მისი მხედრობა დაჭკნება, როგორც ფოთოლი ჭკნება ვაზზე და როგორც დამჭკნარი ფოთოლი ცვივა ლეღვიდან.
5
რადგან დათვრა ცაში ჩემი მახვილი; ნახეთ, ედომზე დაეშვება და ერზე, რომელიც სასჯელისთვის დავარისხე.
6
უფლის მახვილი სავსეა სისხლით, გათქვირებულია ქონით, კრავებისა და ვაცების სისხლით, ვერძთა თირკმელების ქონით, რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს უფალს ბოცრაში და დიდი ხოცვა ედომის ქვეყანაში.
7
და დაეშვებიან მათთან მარტორქანი და მოზვერნი ძლიერებთან ერთად; და დაითვრება ქვეყანა სისხლისაგან, და მათი მტვერი ქონისაგან გათქვირდება.
8
რადგან შურისძიების დღე აქვს უფალს, საზღაურის წელი სიონის საქმეზე.
9
და იქცევა მისი ღელეები ფისად და მისი მტვერი – გოგირდად, და იქნება მისი მიწა აგიზგიზებული ფისი.
10
არც ღამით, არც დღისით არ ჩაქრება, საუკუნოდ იდენს მისი კვამლი, თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება, უკუნითიდან უკუნისამდე არავინ გაივლის მასში.
11
და დაიმკვიდრებენ მას ვარხვი და ზღარბი, ბუ და ყორანი დაიბუდებენ მასში; და ის გაიწვდენს მასზე უდაბურების საზომს და უკაცრიელობის შვეულს.
12
დიდებულთაგან არავინ ეყოლებათ იქ, რომ სამეფო გამოაცხადონ, და ყველა მისი მთავარი არარაობა იქნება.
13
მის სასახლეებში ეკლები აღმოცენდება, ციხე-სიმაგრეებში – ჭინჭარი და ნარშავი; და იქნება ის ტურების ბუნაგი, სირაქლემათა ეზო.
14
და შეხვდებიან იქ უდაბნოს მხეცები აფთრებს, ჭინკები ერთმანეთს გასძახებენ. იქ მოიკალათებს ალი და ჰპოვებს თავისთვის სავანეს.
15
იქ დაიბუდებს მფრინავი გველი, და დადებს კვერცხებს და გამოჩეკავს, და შემოიკრებს თავის ჩრდილში. იქ შეგროვდებიან ძერანი ერთიმეორესთან.
16
მოძებნეთ უფლის წიგნში და წაიკითხეთ: არც-ერთი მათგანი არ დააკლდება, არ მოისაკლისებენ ერთმანეთს, რადგან მისმა ბაგეებმა ბრძანეს და მისმა სუნთქვამ შეკრიბა ისინი.
17
მან თავად უყარა მათ წილი და მისმა ხელმა გაუნაწილა მათ საზომით; უკუნისამდე დაიმკვიდრებენ მას, თაობიდან თაობაში იქ იცხოვრებენ.
← Chapter 33
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 35 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66