bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 7
Isaiah 7
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 8 →
1
და იყო, იუდას მეფის ახაზის, ყუზიაჰუს ძის, იოთამის ძის დღეებში, აღდგნენ რეცინი, არამელთა მეფე და ფეკახი, ისრაელის მეფე რემალიაჰუს ძე, იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ვერ შეძლეს მისი დაპყრობა.
2
და ეუწყა დავითის სახლს ასე: „არამი და ეფრემი მოკავშირენი გახდნენ.“ და შეირხა მისი გული და გული მისი ხალხისა, როგორც ხეები ირხევიან ტყეში ქარისაგან.
3
და უთხრა უფალმა ესაიას: „გადი ახაზის შესახვედრად, შენ და შენი ძე შეარ-იაშუბი, ზემო აუზის არხთან, რომელიც მრეცხავთა ველის ბილიკზეა.
4
და უთხარი მას: ‘შეინარჩუნე სიმშვიდე და ნუ დაფრთხება შენი გული ამ ორი აბოლებული მუგუზლის კუდისაგან – რეცინის და არამის და რემალიაჰუს ძის ანთებული რისხვისაგან.
5
იმის გამო, რომ ბოროტი განიზრახა შენზე არამმა, ეფრემმა და რემალიაჰუს ძემ, როცა თქვეს:
6
„ავიდეთ იუდაში და შევაშინოთ ის და გავანგრიოთ ჩვენთვის, და გავამეფოთ მასში მეფედ ტაბეალის ძე.“
7
ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „არ შესრულდება და არ იქნება.
8
რადგან არამის თავი დამასკოა და დამასკოს თავი – რეცინი, და სამოცდახუთი წლის შემდეგ ეფრემი დაილეწება და აღარ იქნება ხალხი.
9
ეფრემის თავი სამარიაა და სამარიის თავი – რემალიაჰუს ძე. თუ თქვენ არ გწამთ, იმიტომ, რომ ურწმუნონი ხართ.’“
10
და გააგრძელა უფალმა ახაზთან ლაპარაკი:
11
„მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს ნიშანი: ქვესკნელის სიღრმიდან ან მაღლა ციდან.“
12
და თქვა ახაზმა: „არ ვკითხავ და არ გამოვცდი უფალს.“
13
და თქვა ესაიამ: „ისმინეთ, დავითის სახლო, ცოტაა თქვენთვის ადამიანებს რომ აწუხებთ, ჩემი ღმერთის შეწუხებაც გინდათ?
14
ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებს მას სახელად ემანუელს (ჩვენთანაა ღმერთი)!
15
ერბოს და თაფლს შეჭამს, სანამ ისწავლიდეს ბოროტის უარყოფას და კეთილის არჩევას.
16
რადგან, ვიდრე ისწავლიდეს ყმაწვილი ბოროტის უარყოფას და კეთილის არჩევას, მიტოვებული იქნება ის მიწა, რომლის ორი მეფისაც შენ გეშინია.
17
მოაწევს უფალი შენზე და შენს ხალხზე და შენი მამის სახლზე ისეთ დღეებს, როგორიც არ მოსულა იუდასგან ეფრემის განდგომის შემდეგ – მოაწევს აშურის მეფეს.“
18
და იქნება იმ დღეს: სტვენით მოუხმობს უფალი ბუზს, რომელიც ეგვიპტის მდინარეების შესართავთანაა, და ფუტკარს, რომელიც აშურის ქვეყანაშია,
19
და მოვლენ და დაიბუდებენ ყველანი ციცაბო ხევებში და კლდეთა ნაპრალებში და ყოველ ეკლიან ბუჩქზე და ყოველ ღელეზე.
20
იმ დღეს გაპარსავს უფალი მდინარის გაღმიდან დაქირავებული სამართებლით – აშურის მეფის თავს და ფეხის ბალანს და წვერსაც მოაცილებს.
21
და იქნება იმ დღეს: გამოკვებავს კაცი ერთ დეკეულს და ორ ცხვარს.
22
და იქნება: რძის სიჭარბისაგან შეჭამს ერბოს, რადგან ერბოსა და თაფლს შეჭამს ყველა ამ ქვეყანაზე დარჩენილი.
23
და იქნება იმ დღეს: ყოველი ადგილი, სადაც ათასი ვაზი ათას ვერცხლად რომ ფასობდა, ნარი და ეკლიანი ბუჩქი იქნება.
24
ისრით და მშვილდით მოვლენ იქ, რადგან ნარი და ეკლიანი ბუჩქი იქნება მთელი ქვეყანა.
25
და არც ერთ მთაზე არ წახვალ, რადგან შეგეშინდება ნარის და ეკლიანი ბუჩქის; საძოვრად გაიყვანენ იქ ხარებს და წვრილფეხა საქონელი გათელავს მას.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66