bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 5
Isaiah 5
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 6 →
1
ვუმღერებ ჩემს შეყვარებულს ჩემი სიყვარულის სიმღერას მის ვენახზე. ვენახი ჰქონდა ჩემს შეყვარებულს ნაყოფიერ გორაკზე.
2
და მოხნა იგი და გაასუფთავა ქვებისაგან, და ჩაყარა რჩეული ვაზი, და ააგო კოშკი მის შუაგულში, და საწნახელიც ამოკვეთა მასში, და ესავდა, რომ ყურძენს მოისხამდა, მაგრამ მოისხა მან ველური ნაყოფი.
3
„და ახლა, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას კაცნო, გთხოვთ განმსაჯოთ მე:
4
რა უნდა გამეკეთებინა მეტი რატომ ვესავდი, რომ ყურძენს მოისხამდა იგი,
5
და ახლა კი გაუწყებთ თქვენ, შემოვაცლი მას კაწანს და იქნება საძოვრად, შემოვაცლი მას ღობეს და იქნება გასათელად.
6
და უკაცრიელად ვაქცევ მას, და არ გაისხლება და არ გაიმარგლება; და გაიზრდება ის ნარ-ეკლად და ღრუბლებს ვუბრძანებ არ აწვიმონ მასზე წვიმა.“
7
რადგან უფალ ცაბაოთის ვენახი ისრაელის სახლია, და იუდას კაცი ნერგია მისი სიამისა; და ესავდა ის სამართალს და აჰა – ძალადობა! ესავდა სიმართლეს და აჰა – ღაღადი!
8
ვაი სახლზე სახლის მიმმატებელს ისე, რომ საწყალს არ რჩება ადგილი და მარტო თქვენ იცხოვრებთ დედამიწის ზურგზე.
9
ჩემს გასაგონად თქვა უფალმა ცაბაოთმა: „მართლაც ბევრი სახლი გაუდაბურდება, დიდები და კარგები – მცხოვრებთა გარეშე.
10
„რადგან ათუღელის ვენახი და ხომერი თესლი ეფას გამოიღებს.“
11
ვაი დილაადრიან ამდგართ, რომელნიც სასმელს მისდევენ და გვიან ღამემდე უსხედან – ღვინო აღაგზნებს მათ.
12
და ქნარი და ებანი, დაფი და სტვირი, და უფლის საქმეს არ უყურებენ, და მის ხელთა ქმნილებას ვერ ხედავენ.
13
ამიტომ განიდევნება ჩემი ხალხი უგონობის გამო და მისი ღირსეულნი შიმშილით დაიხოცებიან, და მისი ბრბო კი – წყურვილით.
14
ამიტომ გააფართოვა შავეთმა თავისი ყელი და იქ ჩავა მისი ბრწყინვალება და მისი ხმაურიანი და ხალისიანი ბრბო.
15
და დამდაბლდება ადამიანი და ქედმაღალთა თვალები დაიხრება.
16
და განდიდდება უფალი ცაბაოთი სამართლით, და წმიდა ღმერთი განიწმიდება სიმართლით.
17
და დაიმწყემსება ცხვარი, როგორც თავის საძოვარზე, და მდიდართა ნარჩენებს მწირნი შეჭამენ.
18
ვაი, ურმის ღვედებივით, ურჯულოებისა და ცოდვის მიმზიდველთ,
19
რომელნიც ამბობენ: და მოახლოვდეს, და მოვიდეს რჩევა ისრაელის წმიდისა და გვეცოდინება!“
20
ვაი მათ, რომელნიც ავს კარგს უწოდებენ სიბნელეს სინათლედ თვლიან და სინათლეს – სიბნელედ, მწარეს ტკბილად თვლიან და ტკბილს – მწარედ.
21
ვაი მათ, რომელნიც ბრძენნი არიან საკუთარ თვალში და გონიერნი – თავის წინაშე.
22
ვაი ღვინის სმაში ვაჟკაცთ და მის ჩამოსხმაში მამაცთ;
23
ქრთამით დამნაშავის გამმართლებელთ და მართალთაგან მისი სიმართლის წამრთმევთ.
24
ამიტომ, როგორც ბზეს შეჭამს ცეცხლის ენა და თივა დაიფერფლება ალში, მათი ფესვი ხრწნასავით იქცევა და მათი ყვავილი მტვერივით აიყრება, რადგან უკუაგდეს უფალ ცაბაოთის რჯული და ისრაელის წმიდის ნათქვამი მოიძულეს.
25
ამის გამო აენთება უფლის რისხვა მის ხალხზე, და გაიწვდენს ის თავის ხელს მასზე და დასცემს მას. და შედრკებიან მთები; მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა და მისი ხელი ისევ იქნება მოღერებული.
26
და ის ნიშანს აუწევს ერებს შორიდან და დაუსტვენს მას ქვეყნის კიდიდან; და სწრაფად, მსუბუქად მოვა.
27
და არ ეყოლებათ მათ არც დაღლილი და არც დაქანცული, არც ჩასთვლემენ და არც ჩაიძინებენ. და არ გაიხსნება მათი წელზე შემოსარტყმელი, და არ გაწყდება მათი ფეხსაცმლის თასმა.
28
მათი ისრები დალესილია და მათი ყველა მშვილდი დაჭიმულია; მათი ცხენების ფლოქვები კაჟის მსგავსია და მათი ბორბლები გრიგალივითაა.
29
მათი ღრიალი ლომის ღრიალივითაა და დაიღმუვლებენ ისინი და დაიტაცებენ ნადავლს, და წაათრევს და არავინ იქნება გადამრჩენელი.
30
და დაიღმუვლებენ მასზე იმ დღეს ზღვის ღმუილით. და ვინც შეხედავს ქვეყანას, დაინახავს სიბნელეს და უბედურებას; და სინათლეც დაბნელდება მის ბურუსში.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66