bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 13
Isaiah 13
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 14 →
1
წარმონათქვამი ბაბილონზე, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ:
2
შიშველ მთაზე აღმართეთ დროშა, ხმამაღლა გასძახეთ, ხელი დაუქნიეთ, რომ შევიდნენ მთავართა კარიბჭით.
3
მე ვუბრძანე ჩემს განკუთვნილთ, მოვუხმე კიდეც ჩემს მამაცებს ჩემი რისხვის აღსასრულებლად, ჩემი სიამაყით მოზეიმეთ.
4
ბრბოს ხმაა მთებში, მსგავსად მრვალრიცხოვანი ხალხისა, ხმაურის ხმაა ერთად შეკრებილთა, ერთა და სამეფოთა, უფალი ცაბაოთი ათვალიერებს საბრძოლო ლაშქარს.
5
მოდიან შორეულ ქვეყნიდან, ცის კიდიდან უფალი და მისი რისხვის იარაღები მთელი ქვეყნის გასანადგურებლად.
6
იქვითინეთ, რადგან მოახლოებულია უფლის დღე, მოვა როგორც განადგურება ყოვლადძლიერისგან.
7
ამიტომ ყველა ხელი დაუძლურდება და ყოველი ადამიანის გული დადნება.
8
და შეძრწუნდებიან, ტკივილები და ტანჯვა შეიპყრობს მათ, მშობიარესავით გაწამდებიან, გაკვირვებულნი შეხედავენ ერთიმეორეს, აალდება მათი სახეები.
9
აი, მოდის უფლის დღე – სასტიკი, წყრომა და მძვინვარე რისხვა, რათა უდაბნოდ აქციოს ქვეყანა და მისი შემცოდენი აღხოცოს მისგან.
10
რადგან ცის ვარსკვლავები და მათი თანავარსკვლავედნი არ გამოსცემენ თავიანთ სინათლეს, მზე დაბნელდება მისი ამოსვლისას და მთვარე არ მოაფენს თავის ნათელს.
11
და მე დავსჯი ქვეყნიერებას ბოროტების გამო და უკეთურთ მათი ურჯულოების გამო, და ბოლოს მოვუღებ ბოროტმზრახველთა ზვიადობას, და მტარვალთა ამპარტავნებას დავამცირებ.
12
კაცს ბაჯაღლოზე ძვირფასად ვაქცევ და ადამიანს – ოფირის ოქროზე.
13
ამის გამო შევძრავ მე ცას, და დედამიწა შეზანზარდება თავისი ადგილიდან უფალი ცაბაოთის წყრომის გამო, მისი მძვინვარე რისხვის დღეს.
14
და იქნება, როგორც დევნილი ქურციკი, და როგორც დაფანტული ცხვარი შემგროვებლის გარეშე; თითოეული თავის ხალხს მიმართავს და თითოეული თავის ქვეყანაში გაიქცევა.
15
ყოველი, ვისაც ნახავენ, განიგმირება, და ყოველი, ვისაც დაიჭერენ, მახვილით დაეცემა.
16
და მათი ჩვილნი მათ თვალწინ დანაკუწდებიან, მათი სახლები გაიძარცვება და მათ ცოლებს პატივი აეყრებათ.
17
აი, მე აღვძრავ მათზე მიდიელთ, რომელნიც ვერცხლს არ აფასებენ და ოქრო არ სურთ.
18
და მათი მშვილდები ყმაწვილთ გააპობენ, და მუცლის ნაყოფს არ შეიბრალებენ. ბავშვებს არ დაზოგავს მათი თვალი.
19
და იქნება ბაბილონი, სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა სიამაყის შარავანდი – ღმერთის მიერ დამხობილი ვითარცა სოდომი და გომორა.
20
აღარარასოდეს დასახლდება იგი არაბი არ გაშლის იქ კარავს, და მწყემსები არ დაყრიან იქ თავიანთ ფარებს.
21
დაწვებიან იქ უდაბნოს ცხოველნი, მათი სახლები ჭოტებით გაივსება, სირაქლემები დასახლდებიან და ჭინკები იხტუნავებენ იქ.
22
აფთარნი იჩხავლებენ მის სასახლეებში, და ტურები – სალხინო პალატებში, მალე დადგება მისი ჟამი და მისი დღეები არ გაგრძელდება.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66