bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 60
Isaiah 60
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 59
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 61 →
1
„ადექი, განათდი, იერუსალიმო, რადგან მოვიდა შენი ნათელი და უფლის დიდება შენზე გაბრწყინდა.
2
რადგან აჰა, ბნელი დაფარავს დედამიწას და ბურუსი – ხალხებს; შენზე კი გაბრწყინდება უფალი და მისი დიდება შენზე გამოჩნდება.
3
და ივლიან ხალხები შენს სინათლეზე და მეფენი – შენი ამობრწყინების ნათელზე.
4
აღაპყარ შენი თვალნი ირგვლივ და დაინახე: ყველანი იკრიბებიან, მოდიან შენთან, შენი ძენი შორიდან მოდიან და შენი ასულნი ხელით მოჰყავთ.
5
მაშინ დაინახავ და განათდები, ათრთოლდება და გაფართოვდება შენი გული, რადგან შენსკენ მოიქცევა ზღვის სიმდიდრე, ხალხთა დოვლათი შენთან წამოვა.
6
აქლემთა სიმრავლე დაგფარავს შენ, მიდიანისა და ყეფას კოზაკნი. ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოიტანენ და უფლის დიდებას აუწყებენ.
7
კედარის მთელი ცხვარი შეიკრიბება შენთან, ვერძნი ნებაიოთისა და გემსახურებიან შენ, სასურველ მსხვერპლად ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე, და ჩემი დიდების სახლს განვადიდებ.
8
ვინ არიან ესენი, რომ დაფრინავენ ღრუბელივით და, როგორც მტრედები, თავიანთი სამტრედის სარკმელებთან?
9
დიახ, კუნძულები დამელოდებიან მე და სავაჭრო ხომალდნი პირველნი მოვლენ, რათა მოიყვანონ შენი ძენი შორიდან თავიანთი ვერცხლითა და ოქროთი – შენი უფალი ღმერთისა და ისრაელის წმიდის სასახელოდ, რადგან მან განგადიდა შენ.
10
უცხოტომელთა ძენი აგიშენებენ გალავნებს და მათი მეფენი დაგემსახურებიან, რადგან ჩემს რისხვაში გსჯიდი, ჩემს სიყვარულში გიბრალებდი.
11
და ღია იქნება მუდამ შენი კარიბჭე, არც დილით და არც ღამით არ დაიკეტება, რათა მოიტანონ შენთან ხალხთა დოვლათი და მოიყვანონ მათი მეფეები.
12
რადგან ხალხი და სამეფო, და ხალხები აოხრდებიან.
13
ლიბანის დიდება შენთან მოვა: კვიპაროსი, ნეკერჩხალი და წიფელი ერთად, რათა დამიმშვენონ საწმიდრის ადგილი; და ჩემს ფერხთა ადგილს განვადიდებ.
14
მოგივლენ ქედმოხრით ძენი შენს შემაჭირვებელთა, და თაყვანს სცემენ შენს ფერხთა მტვერს ყველა შენი მოძულენი, და გიწოდებენ შენ უფლის ქალაქს, ისრაელის წმიდის სიონს.
15
იმის წილ, რომ მიტოვებული და მოძულებული და არავინ იყო ჩამვლელი, მე გაგხდი შენ საუკუნო სიამაყედ, სიხარულად თაობიდან თაობაში.
16
და შენ მოსწოვ ხალხების რძეს და მეფეთა ძუძუს მოსწოვ; და გაიგებ, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.
17
სპილენძის ნაცვლად მოვიტან ოქროს და რკინის ნაცვლად მოვიტან ვერცხლს, ხეების ნაცვლად – სპილენძს და ქვების ნაცვლად – რკინას; გავაბატონებ შენზე მშვიდობას და შენს ზედამხედველად – სიმართლეს.
18
აღარ იქნება ძალადობა შენს ქვეყანაში, ძარცვა და ნგრევა – შენს საზღვრებში. და უწოდებ ხსნას შენს გალავნებს და შენს კარიბჭეს – ქება-დიდებას.
19
აღარ გექნება შენ მზე დღის სინათლედ და მთვარის ნათება არ გაგინათებს, არამედ უფალი გეყოლება საუკუნო სინათლედ და შენი ღმერთი – შენს დიდებად.
20
აღარ ჩავა მეტად შენი მზე და შენი მთვარე არ დაცხრება, რადგან უფალი გეყოლება საუკუნო სინათლედ, და დღენი შენი გლოვისა დასრულდება.
21
და შენი ერი ერთიანად მართალი იქნება; საუკუნოდ დაიმკვიდრებს ქვეყანას, ყლორტს ჩემი ნერგისას, ჩემი ხელის ქმნილებას, სადიდებლად.
22
მცირე იქცევა ათასად და უმცროსი – ძლიერ ხალხად. მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას!“
← Chapter 59
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 61 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66