bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 38
Isaiah 38
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 37
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 39 →
1
იმ დღეებში ავად გახდა ხიზკიაჰუ და მივიდა მასთან ესაია, ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა მას: „ასე თქვა უფალმა: ანდერძი დაწერე შენი სახლისათვის, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩები!“
2
და მიატრიალა ხიზკიაჰუმ პირი კედლისაკენ და შეევედრა უფალს;
3
ამბობდა: „გთხოვ, უფალო! გაიხსენე, რომ დავდიოდი შენს წინაშე ჭეშმარიტებით და მთელი გულით, და რაც კეთილია შენს თვალში, იმას ვაკეთებდი.“ და მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ.
4
იყო სიტყვა უფლისა ესაიასადმი:
5
„წადი და უთხარი ხიზკიაჰუს: ასე თქვა უფალმა, დავითის, შენი მამის, ღმერთმა: ‘ვისმინე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლები. აჰა, მე ვუმატებ შენს დღეებს თხუთმეტ წელს.
6
გიხსნით შენ და ამ ქალაქს აშურის მეფის ხელიდან.’
7
ეს იყოს შენთვის ნიშნად უფლისაგან, რომ შეასრულებს უფალი იმ სიტყვას, რომელიც მან წარმოსთქვა:
8
‘ავაბრუნებ საფეხურებზე ჩრდილს, რომელიც ახაზის საფეხურებზე ჩავიდა მზესთან ერთად, ათი საფეხურით უკან.’ და მართლაც დაბრუნდა მზე ათი საფეხურით, რომლითაც ის ჩავიდა.
9
წერილი ხიზკიაჰუსი, იუდას მეფისა, როდესაც ავად იყო და განიკურნა თავისი ავადმყოფობისაგან.
10
მე ვთქვი: „ჩემი დღეების შუაძალში გავივლი შავეთის კარიბჭეს, მომაკლდება დანარჩენი წლები.“
11
ვთქვი: „ვერ ვიხილავ უფალს, უფალს ცოცხალთა ქვეყანაში, ვეღარ დავინახავ ადამიანს ქვეყნიერების მცხოვრებთა შორის.
12
ჩემი წუთისოფელი აყრილია და წაღებულია ჩემგან, მქსოველივით ვახვევდი ჩემს ცხოვრებას; და დგიმის ძირშივე მომკვეთა მე. დღიდან ღამემდე ბოლოს მიღებდა.
13
დილამდე ვიმხნევებდი თავს, მაგრამ ლომივით დილიდან ღამემდე ბოლოს მიღებდა.
14
ვჟიოდი მერცხალივით, წეროსავით ვყიოდი, როგორც მტრედი, ვკვნესოდი, ცისკენ იყო მიპყრობილი ჩემი თვალები. უფალო, გამიჭირდა, შემეშველე!
15
რა შემიძლია ვთქვა? მან მითხრა და მანვე აღასრულა. ვიხეტიალებ მთელი წლები ჩემი სულის სიმწარეში.
16
უფალო! ამით ცოცხლობენ, და ყოველივე ამაშია ჩემი სულის სიცოცხლე. შენ განმკურნავ და გამაცოცხლებ მე.
17
აჰა, სიმრთელისთვის მქონდა მე დიდი სიმწარე, და შენ მოინებე ჩემი სული წარსაწყმედელიდან, რადგან შენს ზურგს უკან გადაყარე ყველა ჩემი ცოდვა.
18
რადგან შავეთი არ გაქებს შენ, სიკვდილი არ შეგასხამს ხოტბას, საფლავად ჩამავალნი არ დაენდობიან შენს ჭეშმარიტებას.
19
ცოცხალი! ცოცხალი – ის შეგაქებს შენ, მამა შვილებს აუწყებს შენს ჭეშმარიტებას.
20
უფალია ჩემს სახსნელად, და ჩემს სიმღერებს ვიმღერებთ მთელი ჩვენი სიცოცხლე უფლის სახლში.“
21
და თქვა ესაიამ: „მოუტანონ ლეღვის კვერი და წააცხონ წყლულზე და გადარჩება.“
22
თქვა ხიზკიაჰუმ: „რა სასწაულია, რომ ავალ უფლის სახლში?“
← Chapter 37
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 39 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66