bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 24
Isaiah 24
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 25 →
1
აჰა, უფალი აუკაცრიელებს ქვეყანას და აოხრებს მას, ასხვაფერებს მის სახეს და ფანტავს მის მცხოვრებთ.
2
და ერთი იქნება ერი და მღვდელი, მონა და მისი ბატონი, მხევალი და მისი ქალბატონი, მყიდველი და გამყიდველი, გამსესხებელი და მსესხებელი, მევახშე და მოვალე.
3
გაუკაცრიელდება ქვეყანა და გაიძარცვება, რადგან უფალმა წარმოთქვა ეს სიტყვა.
4
გლოვობს, მიილია ქვეყანა, სასოწარკვეთილებაში მიილია ქვეყანა, დაუძლურდნენ დიდებულნი ქვეყნის ერისა.
5
ქვეყანა შეიბილწა მისი მცხოვრებლების მიერ, რადგან გადავიდნენ რჯულს, შეცვალეს წესი, დაარღვიეს საუკუნო აღთქმა.
6
ამის გამო წყევლამ შეჭამა ქვეყანა და დაისაჯნენ მისი მცხოვრებნი; ამის გამო გადაიბუგნენ ქვეყნის მცხოვრებნი და სულ ცოტა დარჩა ხალხი.
7
მაჭარი გლოვობს, გახმა ვაზი, ოხრავს ყველა გულით მხიარული,
8
შეწყდა დაფდაფების ლხინი, მიწყდა მოლხინეთა ჟრიამული, შეწყდა ქნარის სიხარული.
9
სიმღერით აღარ შესვამ ღვინოს, გაუმწარდებათ სასმელი მის მსმელებს.
10
დაილეწა უკაცური ქალაქი, დაიკეტა ყველა სახლის მისასვლელი.
11
ღრიალია ქუჩებში ღვინის გამო, ჩაჟამდა ყველა მხიარულება, განიდევნა ქვეყნიდან სიხარული.
12
უდაბურება დარჩა ქალაქში და ნანგრევებად იქცა კარიბჭე.
13
რადგან ასე მოხდება ქვეყნის შუაგულში, ხალხებს შორის, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყვისას, როგორც დაკრეფის შემდეგ, როდესაც დამთავრდა მოსავლის აღება.
14
ისინი აამაღლებენ თავიანთ ხმას, ხმამაღლა იყვირებენ ზღვიდან.
15
ამის გამო აღმოსავლეთში ადიდეთ უფალი, ზღვის კუნძულებზე – სახელი უფლისა, ისრაელის ღმერთისა.
16
ქვეყნის კიდიდან ვისმინეთ ჩვენ სიმღერა: „დიდება მართალს!“ და ვთქვი მე: ვაი მე, ვაი მე, ვაგლახ მე! მოღალატენი ღალატობენ, და ღალატით ღალატობენ მოღალატენი.“
17
შიში, ორმო და მახეა შენთვის, ქვეყნის მკვიდრო!
18
და იქნება: რადგან ცის სიმაღლიდან გაიხსნა სარკმლები და ქვეყნის საფუძვლები შეირყა.
19
დალეწვით დაილეწა ქვეყანა, მსხვრევით დაიმსხვრა ქვეყანა, რყევით შეირყა ქვეყანა.
20
რხევით ირხევა ქვეყანა, როგორც მთვრალი, და როგორც კარავი, ისე ირწევა, დაამძიმებს მას მისი დანაშაული და დაეცემა და ვეღარ აღდგება.
21
და იქნება იმ დღეს: დასჯის უფალი ზეცის მხედრობას ზეცაში და მიწის მეფეებს მიწაზე.
22
და შეიყრებიან ისინი ერთად, როგორც პატიმარნი დილეგში; და ჩაკეტილნი იქნებიან კლიტულში, და მრავალი დღის შემდეგ გაიხსენებენ მათ.
23
გაწბილდება მთვარე რადგან უფალი ცაბაოთი გამეფდება სიონის მთაზე და იერუსალიმში. და დიდება იქნება მის უხუცესთა წინაშე.
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 25 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66