bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 6
Isaiah 6
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 7 →
1
მეფე ყუზიაჰუს სიკვდილის წელს ვიხილე მე უფალი, მჯდომარე მაღალ და აღზევებულ ტახტზე და მისი კიდენი ავსებდა ტაძარს.
2
სერაფიმნი იდგნენ მის ზემოთ: ექვსი ფრთა ჰქონდა თითოეულს, ორით იფარავდა თავის სახეს და ორით იფარავდა თავის ფეხებს და ორით დაფრინავდა.
3
და ეძახდა ერთი მეორეს ასე: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ცაბაოთი! სავსეა მთელი ქვეყანა მისი დიდებით.“
4
და შეირხა ზღურბლთა წირთხლები დამძახებლის ხმისაგან და კვამლით აივსო სახლი.
5
და ვთქვი: „ვაიმე! დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ მე და ბაგეუწმიდურ ხალხს შორის ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი იხილეს მეუფე, უფალი ცაბაოთი.“
6
და მოფრინდა ჩემთან ერთი სერაფიმთაგან, მის ხელში კი ნაკვერცხალი იყო, რომელიც მარწუხით აიღო მან სამსხვერპლოდან.
7
და შემახო ბაგეზე და თქვა: „აჰა, შეეხო ეს შენს ბაგეებს და ჩამოგცილდა შენი ურჯულოება, მიგეტევა შენი ცოდვა.“
8
და მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც ამბობდა: „ვინ წარვგზავნო და ვინ წავა ჩვენთვის?“ და ვთქვი: „მე წარმგზავნე!“
9
და თქვა მან: „წადი და უთხარი ამ ხალხს: ‘სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხედვით დაინახავთ და ვერ მიხვდებით!’
10
გაასუქე ამ ხალხის გული და დაამძიმე მისი ყურები, და დაახუჭვინე მისი თვალი, რათა თვალებით ვერ იხილოს და ყურებით ვერ გაიგონოს, და მისმა გულმა ვერ გაიგოს, და არ შემობრუნდეს და არ განვკურნო.“
11
და ვთქვი მე: „როდემდე, უფალო?“ „მანამდე, ვიდრე არ დარჩება ქალაქები მცხოვრებთა გარეშე და სახლები – ადამიანთა გარეშე, და მიწა არ იქცევა უკაცრიელად,
12
და მოაშორებს უფალი ადამიანებს და გამრავლდება ქვეყანაში მიტოვებული ადგილები.
13
კიდევ დარჩება მასში მეათედი, ისევ დასაწვავი შეიქნება, როგორც ტერებინთო და როგორც მუხა, რომლის კუნძი რჩება, როცა მოჭრიან. ხალხის წმიდა თესლი იქნება მისი კუნძი.“
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66