bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 19
Isaiah 19
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 20 →
1
წარმონათქვამი ეგვიპტეზე: ნახეთ, უფალი ზის სწრაფ ღრუბელზე და მიდის ეგვიპტეში, და შეიძრებიან ეგვიპტის კერპნი მის წინაშე, და ეგვიპტელთა გულები დადნება მის წიაღში.
2
„მე წავაქეზებ ეგვიპტელებს ეგვიპტელთა წინააღმდეგ; და შეებრძოლებიან ისინი – ძმა ძმას და მოყვასი მოყვასს, ქალაქი ქალაქს, სამეფო სამეფოს.
3
და ეგვიპტის სული დაილევა მის წიაღში; და ჩავშლი მის განზრახვას. გამოჰკითხავენ ისინი კერპებს, წამჩურჩულებელთ, მესულთანეთ და მკითხავთ;
4
და გადავცემ ეგვიპტელებს სასტიკ ბატონთა ხელთ, და მძლავრი მეფე იმბრძანებლებს,“ სიტყვა უფალ ცაბაოთისა.
5
და ამოშრება წყალი ზღვაში, მდინარე გავერანდება და დაშრება.
6
და ამყრალდებიან მდინარეები, დაიწრიტება და დაშრება ეგვიპტის არხები, ლერწამი და ლაქაში დაჭკნება.
7
გაშიშვლდება მინდვრები მდინარესთან, მდინარის მთელი ნაპირი და მთელი ნათესი გახმება, გაიხვეტება და აღარ იქნება.
8
ატირდებიან მეთევზენი და იგლოვებს მდინარეში ანკესის ყველა გადამგდები, და წყალზე ბადის გამფენელს ქანცი გაუწყდება.
9
შერცხვებიან სელის მჩეჩავნი და თეთრი ტილოს მქსოველნი.
10
დაილეწება მისი სვეტები, და ყველა მოქირავნეს სული შეუღონდება.
11
მაგრამ სულელნი არიან ცოყანის მთავარნი: ფარაონის ბრძენ მრჩეველთა რჩევა გაცუდდა! როგორ ეტყვით თქვენ ფარაონს: „ბრძენთა ძე ვარ, მე ვარ ძე უწინდელ მეფეთა?“
12
თუ ასეა, სად არიან შენი ბრძენნი? გითხრან და შეიტყონ, რა გადაუწყვიტა უფალმა ცაბაოთმა ეგვიპტეს!
13
სულელურად მოიქცნენ ცოყანის მთავარნი, მოტყუვდნენ ნოფის მთავარნი; გზაკვალი აურიეს ეგვიპტეს მისი ტომების წინამძღოლებმა.
14
უფალმა ჩაუღვარა წიაღში უკუღმართი სული და მათ გზაკვალი აურიეს ეგვიპტეს მის ყველა საქმეში, მთვრალივით ბარბაცებს თავის ნარწყევში.
15
და არ იქნება ეგვიპტეში საქმე, რასაც გააკეთებს თავი და კუდი, პალმის ფოთოლი და ლელქაში.
16
იმ დღეს ეგვიპტელები ქალებს დაემსგავსებია და დაფრთხებიან და შეეშინდებათ უფალ ცაბაოთის ხელის მოქნევისა, როცა ხელს მოიქნევს მათზე.
17
და იქნება იუდას მიწა შიშისზარი ეგვიპტისათვის; ყოველი, ვინც მას გაიხსენებს, აკანკალდება უფალ ცაბაოთის განაჩენის გამო, რაც მან განაჩინა მასზე.
18
იმ დღეს ეგვიპტის ქვეყანაში ხუთი ქალაქი ილაპარაკებს ქანაანის ენაზე და დაიფიცებს უფალ ცაბაოთს. ირჰერესს უწოდებენ ერთ ქალაქს.
19
იმ დღეს უფლის სამსხვერპლო ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში იქნება და უფლის სვეტი – მის საზღვართან.
20
და იქნება ეს ნიშნად და მოწმობად უფალ ცაბაოთისა ეგვიპტის ქვეყანაში: როდესაც შეჰღაღადებენ ისინი უფალს შემჭირვებელთა გამო, ის გამოუგზავნის მათ მხსნელს და ქომაგს და უშველის მათ.
21
და ცნობილი გახდება უფალი ეგვიპტეში და ეგვიპტელნი შეიცნობენ უფალს იმ დღეს, და მოიტანენ შესაწირავსა და ძღვენს, და აღთქმას აღუთქვამენ უფალს და აღასრულებენ.
22
და წყლულით დააწყლულებს უფალი ეგვიპტეს და განკურნავს და მოიქცევიან ისინი უფლისაკენ, შეისმენს მათ ვედრებას და განკურნავს მათ.
23
იმ დღეს გზა იქნება ეგვიპტიდან აშურში და მოვლენ აშურელნი ეგვიპტეში და ეგვიპტელნი აშურში, და ეგვიპტელნი აშურთან ერთად თაყვანს სცემენ უფალს.
24
იმ დღეს ისრაელი მესამე მოკავშირე იქნება ეგვიპტისა და აშურისა. კურთხევად იქნებიან ისინი ქვეყნის შუაგულში.
25
რადგან აკურთხა ის უფალმა ცაბაოთმა ასე: „კურთხეულ იყოს ჩემი ხალხი – ეგვიპტელნი, ჩემი ხელის ნაკეთები – აშური და ჩემი წილხვედრილი – ისრაელი.“
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66