bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 9
Isaiah 9
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 10 →
1
რადგან აღარ არის ბნელი მისთვის, ვინც შევიწროებულია. როგორც წინა დროებამ დაამცირა ზებულუნის ქვეყანა და ნაფთალის ქვეყანა, ისე უკანასკნელმა განადიდა ზღვის გზა იორდანეს გაღმა, წარმართთა გალილეა.
2
ბნელში მოარულმა ხალხმა იხილა დიდი ნათელი; სიკვდილის აჩრდილის ქვეყნის მცხოვრებლებზე გაბრწყინდა იგი.
3
შენ გაამრავლე ერი, გაუძლიერე მას მხიარულება, ისინი მხიარულებდნენ შენს წინაშე, როგორც მხირულობენ მოსავლის აღებისას, როგორც ილხენენ ნადავლის გაყოფისას.
4
რადგან უღელი მისი ტანჯვისა, არგანი მისი მხრებისა და შოლტი მისი მჩაგვრელისა შენ შემუსრე, როგორც მიდიანის დღეს.
5
რადგან ყოველი ხმაურის გამომწვევი ფეხსაცმელი მეომრისა და სისხლში ამოსვრილი სამოსელი დასაწვავად იქნება გადაცემული, ცეცხლის შესაჭმელად.
6
რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ, ძე მოგვეცა; და იქნება მთავრობა მის მხრებზე; და უწოდებენ მას სახელად: საკვირველს, მრჩეველს, ძლიერ ღმერთს, საუკუნო მამას, მთავარს მშვიდობისა.
7
რათა იზარდოს მთავრობამ და მშვიდობამ დაუსრულებლად, დავითის ტახტზე და მის სამეფოზე, რათა გაამყაროს და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან და უკუნისამდე. უფალ ცაბაოთის შური იქმს ამას.
8
სიტყვა გაგზავნა უფალმა იაკობთან და ისრაელში ჩავარდა!
9
და გაიგებს მთელი ხალხი, ეფრემი და სამარიის მცხოვრები, სიამაყითა და დიდგულობით რომ ამბობენ:
10
„აგურები დაცვივდა, მაგრამ გათლილი ქვით ავაშენებთ. ნეკერჩხალი აიჩეხა და კედრებით შევცვლით მათ“.
11
და გააძლიერებს უფალი მის წინააღმდეგ და მის მტრებს წააქეზებს:
12
არამელთ აღმოსავლეთიდან და ფილისტიმელთ დასავლეთიდან, და შეჭამენ ისინი ისრაელს სიხარბით, მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა, და მისი ხელი კვლავ მოღერებულია.
13
ხალხი არ შებრუნდა მისი მცემელისაკენ, და უფალი ცაბაოთი არ მოიძია.
14
წააცლის უფალი ერთ დღეს ისრაელს თავსა და კუდს, პალმის ფოთოლსა და ლელქაშს.
15
უხუცესი და ღირსეული თავია და წინასწარმეტყველი, ცრუ მოძღვარი – კუდი.
16
წინამძღოლნი ამ ხალხისა მაცთუნებელნი იქნებიან, და მათგან წაძღოლილნი დაიღუპებიან.
17
ამის გამო მის ჭაბუკებზე არ გაიხარებს უფალი, და მის ობლებსა და მის ქვრივებს არ შეიწყალებს; რადგან ყველა პირფერი და ბოროტმოქმედია, და ყოველი ბაგე უწმაწურად მოლაპარაკეა; მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა, და მისი ხელი კვლავ მოღერებულია.
18
რადგან ცეცხლივით გიზგიზებს ბიწიერება, ნარ-ეკალს, კვრინჩხსა და მჩხვლეტავ ბუჩქნარსა ჭამს იგი, და ცეცხლს უკიდებს უღრან ტყეს და ამოდის კვამლის სვეტები.
19
უფალ ცაბაოთის წყრომისაგან დაბნელდა ქვეყანა და ხალხი ცეცხლის შესაჭმელად იქცა. ადამიანები არ დაინდობენ ერთმანეთს.
20
და მოჭრის მარჯვნივ და მშიერი იქნება, შეჭამს მარცხნივ და ვერ გაძღება. ყოველი თავის მკლავის ხორცს შეჭამს –
21
მენაშე ეფრემს და ეფრემი მენაშეს, ორივე ერთად – იუდას წინააღმდეგ. მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა და მისი ხელი კვლავ მოღერებულია.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66