bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 22
Isaiah 22
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 23 →
1
წარმონათქვამი ხილვათა ხეობაზე. რა მოგივიდა შენ, რომ მთლიანად ახვედი ერდოებზე?
2
მღელვარებით სავსე, ხმაურიანო ქალაქო, შენი დახოცილნი მახვილით არ დახოცილან და არც ბრძოლაში დაღუპულან.
3
ყველა შენი წინამძღოლი ერთად გაიქცა, უმშვილდოდ იქნენ შეპყრობილნი; ყველა, ვინც შენგან დარჩა, ერთად არიან შეპყრობილნი, თუმცა შორს გარბოდნენ ისინი.
4
ამიტომ ვთქვი მე: ნუ ეცდებით ჩემს ნუგეშისცემას, ჩემი ერის ასულის უბედურების გამო.“
5
რადგან უფალ ცაბაოთისაგან აურზაურისა და მარცხის ხილვათა ხეობაში. კედლებს ანგრევენ და მთისაკენ გაჰყვირიან.
6
და ყელამს მიაქვს კაპარჭი მეეტლეებითა და მხედრებით, ხოლო კირი ფარს აშიშვლებს.
7
შენი ნარჩევი ხეობები ეტლებით ივსება და მხედარნი კარიბჭის პირდაპირ დაეწყვნენ.
8
ახდილია იუდას საფარველი, და შენ შეხედე იმ დღეს მაღნარის სასახლის საჭურველს.
9
და იხილეთ თქვენ, რომ გამრავლდა ბზარები დავითის ქალაქში. და აგროვებდით წყალს ქვემო აუზისა,
10
და ითვლიდით იერუსალიმის სახლებს და ანგრევდით იმ სახლებს გალავნის გასამაგრებლად,
11
და მოაწყვეთ საცავი ძველი აუზისათვის. არ შეხედეთ მის გამკეთებელს, და ძველთაგან მისი დამსახველი არ დაინახეთ.
12
მოუხმობს უფალი ცაბაოთი თმების დასაგლეჯად და ძაძების შესამოსად.
13
მაგრამ აი, ლხინი და მხიარულება! კლავენ ძროხას და ყელს ჭრიან ცხვარს, ჭამენ ხორცსა და სვამენ ღვინოს: „ჭამეთ და სვით, რადგან ხვალ დაიხოცებით“.
14
და ყურში გამიმხილა უფალმა ცაბაოთმა: „არ მიგეტევებათ თქვენ ეს ურჯულოება, მანამ არ დაიხოცებით“, თქვა უფალმა ცაბაოთმა.
15
ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „წადი, მიდი ამ სამეფო კარის მოხელესთან, შებნასთან, რომელიც სახლზეა დადგენილი:
16
რა გაქვს აქ და ვინა გყავს აქ, რომ ამოგიკვეთავს აქ შენთვის სამარხი? ის კვეთს თავის სამარხს მაღალზე და კლდეში ჭრის სავანეს თავისთვის.
17
‘აი, უფალი მოგისვრის შენ ძლიერი მოსროლით და დაკეცვით დაგკეცავს შენ.
18
დაგგორგლავს გორგლად, ბურთივით მოგისვრის ვრცელ მიწაზე; იქ მოკვდები და იქ დარჩება შენი დიდების ეტლები, სირცხვილო შენი ბატონის სახლისა!’
19
გადაგაყენებ შენი ადგილიდან და შენი მდგომარეობიდან დაგამხობ.
20
და იქნება იმ დღეს: მოვიხმობ ჩემს მსახურს ელიაკიმს, ხილკიაჰუს ძეს,
21
და ჩავაცმევ შენს კვართს და შენს ქამარს შემოვარტყამ წელზე, და შენს ხელმწიფებას გადავცემ მის ხელთ და იქნება ის იერუსალიმის მცხოვრებთა და იუდას სახლის მამად.
22
დავადებ მხარზე დავითის სახლის გასაღებს, დაკეტავს და არავინ იქნება გამღები, გააღებს და არავინ იქნება დამკეტი.
23
პალოსავით ჩავარჭობ მას მყარ ადგილზე, და იქნება ის დიდების ტახტად თავისი მამის სახლისათვის.
24
და ჩამოჰკიდებენ მას მამამისის სახლის მთელ დიდებას – შთამომავალსა და ნაშიერს, ყველა მცირე ჭურჭელს – ტაშტეულობიდან ყოველ დოქამდე.
25
„იმ დღეს, – ამბობს უფალი ცაბაოთი, – მოირყევა მყარ ადგილში ჩარჭობილი პალო, გადატყდება და დაეცემა, და მოწყდება ტვირთი, რომელიც მასზეა, რადგან უფალმა თქვა.“
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66