bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 33
Isaiah 33
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 34 →
1
ვაი შენ, ჰოი მძარცველო, თუმცა არ გაძარცულხარ და, მოღალატევ, თუმცა შენთვის არ უღალატიათ! როგორც კი დაამთავრებ ძარცვას, შენ გაგძარცვავენ, როგორც კი შეწყვეტ ღალატს, შენ გიღალატებენ.
2
უფალო, შეგვიწყალე ჩვენ, იყავი მათი მკლავი ყოველ დილით, და ჩვენი მხსნელი გაჭირვების ჟამს.
3
გრიალის ხმაზე გაიქცნენ ერები, შენს შემართვაზე განიბნენ ხალხები.
4
და შეიკრიბება თქვენი ნადავლი, კალიის მდევნელივით დაედევნებიან.
5
ამაღლებულია უფალი, მან გაავსო სიონი სამართლითა და სიმართლით.
6
და იქნება იგი სიმტკიცე შენი დროებისა, ხსნის უხვება, სიბრძნე და ცოდნა, ღვთის მოშიშება მისი განძია.
7
აჰა, მათი ძლიერნი ყვირიან ქუჩებში. მშვიდობის მაცნენი მწარედ ტირიან.
8
გაუდაბურდა გზები, აღარ არის მგზავრი; დაარღვია აღთქმა, შეიზიზღა ქალაქები, არაფრად ჩათვალა ადამიანი,
9
გლოვობს, გატიალდა ქვეყანა, შერცხვა ლიბანი, დაჭკნა; შარონი ტრამალს დაემსგავსა, და გაშიშვლდნენ ბაშანი და ქარმელი.
10
„ახლა ავდგები,“ – ამბობს უფალი, – „ახლა ავმაღლდები, ახლა აღვზევდები.
11
თივით დაფეხმძიმდებით, ჩალას შობთ, თქვენი სუნთქვა ცეცხლია, შეგჭამთ.
12
და გახდებიან ხალხები საკირეში დასაწვავად, მოჭრილი ეკლებივით ცეცხლში დაიწვებიან.
13
ისმინეთ, შორეულნო, რაც მოვიმოქმედე, და შეიტყვეთ, ახლობელნო, ჩემი ძალა.“
14
სიონზე შეშინდნენ ცოდვილები, კანკალმა შეიპყრო პირფერნი; „რომელი ჩვენგანი დაუდგება შემჭმელ ცეცხლს? რომელი ჩვენგანი დაუდგება საუკუნო ხანძარს?“
15
ვინც სიმართლით დადის ეზიზღება ძარცვით მონაპოვარი; ვინც ხელს იფერთხავს ქრთამისაგან, იცობს ყურს, რათა არ ესმოდეს სისხლიანი ამბები, და თვალს ხუჭავს, რათა არ ხედავდეს ბოროტებას,
16
ის სიმაღლეებში დაივანებს; კლდეთა სიმაგრენი მისი საყრდენია; თავისი პური მიეცემა მას, თავისი წყალი არ შეუწყდება.
17
მეფეს თავის მშვენებაში იხილავენ; შენი თვალები, შორეულ ქვეყანას დაინახავენ.
18
შენი გული გაიხსენებს საშინელებას: „სადაა დამთვლელი? სადაა ამწონი? სადაა კოშკების დამთვლელი“.
19
კადნიერ ხალხს არ იხილავ, ხალხს ბაგებნელს, გაურკვეველს, ენაბორძიკას, გაუგებელს.
20
შეხედე სიონს, ჩვენი შეკრების ქალაქს! შენი თვალები იხილავენ იერუსალიმს, მშვიდ სავანეს, შეუძვრელ კარავს, მისი პალოები არ მოირყევა არასოდეს და მისი არც ერთი საბელი არ გაწყდება.
21
რადგან იქ იქნება უფალი ძალა ჩვენთვის, ფართო მდინარეთა და ტბათა ადგილი, სადაც ნიჩბიანი ხომალდი არ შევა და დიდი გემი არ გაივლის მასში.
22
რადგან უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი, უფალია ჩვენი მეფე, ის გვიხსნის.
23
მოეშვა შენი საბელები, ვერ აკავებენ თავიანთი ანძის საყრდენს, აფრას ვერ ჭიმავენ. მაშინ განაწილდება დიდი ნადავლი, ხეიბარნიც დაიწყებენ ძარცვას.
24
და არ იტყვის მკვიდრი: „ავადა ვარ.“ ხალხს, მასში მცხოვრებს, მიეტევება ცოდვა.
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 34 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66