bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 3
Isaiah 3
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 4 →
1
რადგან აჰა, უფალი ცაბაოთი აცლის იერუსალიმსა და იუდას საყრდენს და დასაყრდენს, ყოველგვარ პურის საყრდენსა და ყოველგვარ წყლის საყრდენს,
2
მამაცსა და მებრძოლს, მსაჯულსა და ჯადოსანსა და უხუცესს,
3
ერგასისთავსა და წარჩინებულს, მრჩეველსა და დახელოვნებულ ხუროთმოძღვარს, და გამოცდილ ჯადოქარს.
4
და დავაყენებ ყმაწვილთ მათ მთავრებად და ჩვილნი იმთავრებენ მათზე.
5
და შეავიწროებს ხალხი ერთმანეთს, და თითოეული თავის მოყვასს. გაუთავხედდება ყმაწვილი მოხუცს და მდაბალი – პატივცემულს.
6
როცა ჩაეჭიდება კაცი თავის ძმას „სამოსელი გაქვს, გახდი ჩვენი უფროსი და იყოს ეს ნგრევა შენს ხელქვეშ!“
7
უპასუხებს ის იმ დღეს ასე: „არ ვიქნები მე უფროსი, როცა ჩემს სახლში არც პურია და არც სამოსელი, ნუ დამაყენებთ მე ხალხის უფროსად!“
8
რადგან წაბორძიკდა იერუსალიმი და დაეცა იუდა, რადგან მათი ენა და მათი მოქმედება უფლის წინააღმდეგაა, რომ განარისხონ თვალნი მისი დიდებისა.
9
მათი სახის გამომეტყველება მოწმობს მათ წინააღმდეგ და თავიანთ ცოდვებს ამჟღავნებენ სოდომივით; არც ფარავენ; ვაი მათ სულებს! რადგან თავიანთ თავთ უზღავენ ბოროტს.
10
აქებდეთ მართალს, რადგან კარგია, რადგან ნაყოფს თავიანთი მოქმედებისას შეჭამენ ისინი.
11
ვაი ბიწიერ ბოროტმოქმედს, რადგან მიეზღვება მას მისი ხელების ნამოქმედარის მიხედვით.
12
ჩემი ხალხია მისი შემავიწროვებელი, ჩვილნი და ქალნი მთავრობენ მასზე; ჩემო ხალხო, შენი წინამძღვარნი გაცთუნებენ შენ და ამრუდებენ ბილიკებს შენი გზისა.
13
დგება უფალი შესაბრძოლებლად და დადგება ხალხთა განსასჯელად.
14
უფალი სამსჯავროზე მოვა მისი ხალხის „თქვენ ააოხრეთ ვენახი და ღარიბების ნაძარცვი თქვენს სახლებშია.
15
რატომ ავიწროებთ ჩემს ხალხსა და აჭირვებთ ღარიბ-ღატაკთ?“ სიტყვა უფლისა, უფალ ცაბაოთისა.
16
და თქვა უფალმა: და დადიან ყელმოღერებულნი და თვალთა თამაშით, გამოდიან ცუნცულით და თავიანთ ფეხთა მოსართავთა ჟღარუნით,
17
გაუქაჩლებს თხემს უფალი სიონის ასულთ; და გამოაჩენს უფალი მათ სიშიშვლეს.“
18
იმ დღეს შემოაცლის უფალი ფეხის მოსართავთა ბრწყინვალებას და თმის ბადეებს და ნახევარმთვარეებს,
19
საყურეებს, სამაჯურებსა და საბურველებს,
20
თავსაბურავებს და კოჭის ძეწკვებს, დასტანგებს და ბაფთებს, სურნელის კოლოფებს და თილისმებს,
21
ბეჭდებსა და ცხვირის რგოლებს,
22
მოხდენილ ტანსაცმელსა და ფარდაგებს, ხელმანდილებსა და ქისებს,
23
გამჭვირვალეებს და ძვირფას ქსოვილებს, დოლბანდებსა და თხელ მოსასხამებს;
24
და იქნება სუნამოს ნაცვლად ხრწნა, სარტყლის ნაცვლად – წყლული, ვარცხნის ნაცვლად – თავის სიქაჩლე, კოხტა სარტყლის ნაცვლად – ძაძის სარტყელი, სილამაზის ნაცვლად – დაღი.
25
შენი ვაჟკაცნი მახვილით დაეცემიან და შენი მამაცები – ბრძოლაში.
26
და იქვითინებენ და იგლოვებენ მისი ბჭენი; და გამოცარიელებული დაჯდება მიწაზე.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66