bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 59
Isaiah 59
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 58
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 60 →
1
აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი, რომ იხსნას; და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ისმინოს!
2
რადგან თქვენმა ურჯულოებამ გაგმიჯნათ და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან, რომ არ ესმინა!
3
რადგან თქვენი ხელები გასვრილია სისხლში და თქვენი თითები – ურჯულოებაში; თქვენი ბაგენი სიცრუეს ლაპარაკობენ და თქვენი ენა უსამართლობას წარმოთქვამს.
4
არავინ ჩივის სამართლიანად, იმედოვნებენ ამაოზე და ცრუობენ, ფეხმძიმდებიან უბედურებით და შობენ უსამართლობას.
5
ასპიტის კვერცხებს ჩეკენ მათი კვერცხის მჭამელი მოკვდება, და გაჭყლეტილისაგან იქედნე გამოიჩეკება.
6
მათი ქსელი გამოუსადეგარია შესამოსლად, და თავიანთი ნაკეთობით დაიფარავენ თავს. მათი საქმეები უსამართლო საქმეებია, და ძალმომრეობაა მათ ხელებში.
7
ფეხები ბოროტისაკენ გაურბით, და უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად ისწრაფიან. მათი ზრახვები უკეთური ზრახვებია, ნგრევა და პარტახია მათ გზაზე.
8
მშვიდობის გზა არ იციან მათ და სამართალი არაა მათ ნაკვალევზე. ბილიკები გაიმრუდეს, მათზე გამვლელმა არ იცის მშვიდობა.
9
ამის გამო გაგვშორდა ჩვენ სამართალი და სიმართლე ვერ გვეწვევა ჩვენ. სინათლის იმედი გვაქვს, მაგრამ ბნელში ვართ, ველით გამობრწყინებას, მაგრამ წყვდიადში დავდივართ.
10
ბრმებივით ხელით ვსინჯავთ კედელს, და, როგორც უთვალისჩინონი, ხელის ცეცებით დავდივართ. ვბორძიკობთ შუადღისას, როგორც ბინდში, უკუნეთში – როგორც მკვდრები.
11
დათვებივით ვღრიალებთ ყველანი და ვოხრავთ მტრედებივით. ველით სამართალს და არ ჩანს, გადარჩენას – და შორსაა ჩვენგან.
12
რადგან გამრავლდა ჩვენი დანაშაული შენს წინაშე, და ჩვენი ცოდვები გვემოწმებიან ჩვენს წინააღმდეგ, რადგან ჩვენი დანაშაული ჩვენთანაა და ჩვენი ურჯულოება ჩვენ ვიცით:
13
დანაშაული და თვალთმაქცობა უფლის წინაშე და განდგომა ჩვენი ღმერთისაგან, ლაპარაკი ჯანყზე და ღალატზე, ჩასახვა და გულიდან წარმოთქმა ცრუ სიტყვებისა.
14
უკან დაიხია სამართალმა და შორს განდგა სიმართლე, რადგან წაბორძიკდა სიმართლე მოედანზე, და პატიოსნება ვეღარ შემოდის.
15
აღარ არის ჭეშმარიტება და ბოროტისაგან გამდგარი წარტყვევნილია. დაინახა უფალმა და არ მოეწონა, არ იყო სამართალი.
16
დაინახა, რომ არ იყო კაცი, და გაოცდა, რომ არ იყო დამცველი. და მიეშველა მას მისი მკლავი და მისი სიმართლე შეუდგა საყრდენად.
17
და შეიმოსა სიმართლე, როგორც ჯავშანი, და ხსნის მუზარადი იყო მის თავზე. და შეიმოსა შურისგების სამოსელი ტანსაცმლად და მოისხა მოსასხამივით შურისგება.
18
საზღაურის მიხედვით გადაუხდის იგი: გულისწყრომით – თავის შემჭირვებელთ, შურისგებით – თავის მტრებს, კუნძულებს სამაგიეროს მიუზღავს.
19
და შეეშინდებათ დასავლეთიდან უფლის სახელისა და მზის აღმოსავლეთიდან – მისი დიდებისა, და მოვა გასაჭირი, როგორც მდინარე, უფლის სულით მოდენილი.
20
„და მოვა მხსნელი სიონისათვის და დანაშაულისაგან უკუქცეულთათვის იაკობში!“ – ამბობს უფალი. –
21
„და მე კი, აჰა, ჩემი აღთქმა მათთან!“ – ამბობს უფალი. – „ჩემი სული, რომელიც შენზეა, და ჩემი სიტყვები, რომლებიც ჩაგიდე ბაგეში, არ განდგებიან შენი ბაგიდან, არც შენი თესლის ბაგიდან, არც შენს თესლთა თესლის ბაგიდან, ამიერიდან და უკუნისამდე!“ – ამბობს უფალი.
← Chapter 58
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 60 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66