bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 63
Isaiah 63
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 62
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 64 →
1
ეს ვინ არის, ედომიდან რომ მოდის, მეწამული სამოსლით – ბოცრადან? ეს დიდებული თავის სამოსელში, მოხრილი თავისი დიადი ძალით? „ეს მე ვარ, სიმართლით მოლაპარაკე, ხსნის შემძლებელი.“
2
რატომ არის წითელი შენი სამოსელი და შენი ტანსაცმელი საწნახელში მწურავივით?
3
მე ერთმა დავწურე საწნახელში და არ იყო ჩემთან არავინ, და ვწურავდი მათ ჩემს რისხვაში და ვსრესდი მათ ჩემს გულისწყრომაში, და მათი სისხლი შეეშხეფა ჩემს ტანსაცმელს და მთელი ჩემი სამოსელი შევსვარე.
4
რადგან შურისგების დღეა ჩემს გულში და წელი ჩემს გამოსყიდულთა მოვიდა.
5
ვიხედებოდი და არ იყო შემწე, და მიკვირდა, რომ არ იყო მხარდამჭერი; და მიხსნა მე ჩემმა მკლავმა და ჩემმა რისხვამ დამიჭირა მხარი.
6
და დავთრგუნე მე ხალხები ჩემი წყრომით და დავათვრე ისინი ჩემი რისხვით, და მიწაზე დავღვარე მათი სისხლი.
7
უფლის წყალობებს ვახსენებ და უფლის სადიდებელს ყველაფრისთვის, რაც უფალმა მოგვიზღა; დიდი სიკეთისთვის ისრაელის სახლზე, თავისი მოწყალებით და მრავალი წყალობით რომ მიაგო
8
და თქვა: „ისინი მაინც ჩემი ერია, ძენი, რომლებიც არ მიღალატებენ.“ და შეიქნა იგი მათი მხსნელი.
9
მის ყველა სატანჯველში თვითონაც იტანჯებოდა, და მისი პირის ანგელოზი იხსნიდა მათ. თავისი სიყვარულითა და თავისი მოწყალებით გამოისყიდა ისინი და აიყვანა და ატარებდა მათ ძველ დღეებში.
10
მაგრამ ისინი ეურჩნენ და დაამწუხრეს მისი წმიდა სული და ის მტრად ექცა მათ და ებრძოდა მათ.
11
და გაიხსენა მისმა ხალხმა მოსეს ძველი დღეები: სად არის იგი, ვინც ამოიყვანა ისინი ზღვიდან თავისი სამწყსოს მწყემსებთან ერთად? სად არის იგი, ვინც ჩადო მათ წიაღში თავისი წმიდა სული?
12
ვინც წარმართა მოსეს მარჯვენა თავისი დიდებული მკლავით? ვინც გააპო წყლები მათ წინაშე, რათა გაეთქვა თავისი საუკუნო სახელი?
13
ვინც უძღვებოდა მათ უფსკრულებში, როგორც ცხენს მინდორში, და არ წაბორძიკებულან?
14
როგორც ნახირი ჩადის ხეობაში, ისე უფლის სულს მიჰყავდა ისინი დასასვენებლად. ასე ატარებდი შენს ერს, რათა მოგეპოვებინა შენთვის დიდებული სახელი.
15
გადმოიხედე ზეციდან და შეხედე შენი წმიდა და დიადი სავანიდან! სად არის შენი შურისგება და შენი ძლევამოსილება? შენი გულის ძვრა და შენი მოწყალება არ მოვიდა ჩვენამდის.
16
რადგან შენა ხარ ჩვენი მამა, და ისრაელი არ გვაღიარებს. შენა ხარ, უფალო, ჩვენი მამა, ჩვენი მხსნელია უკუნისიდან შენი სახელი.
17
რატომ გვაცდენ ჩვენ, უფალო, შენი გზებიდან, ასასტიკებ ჩვენს გულებს, რათა არ გვეშინოდეს შენი? დაბრუნდი შენი მონების გულისათვის, შენი წილხვედრილის შტოთა გულისათვის.
18
დიდხანს არ დაუმკვიდრებია მიწა შენს წმიდა ერს, ჩვენმა მტრებმა გათელეს შენი საწმიდარი.
19
იმათ დავემსგავსეთ, რომლებზეც არასოდეს გიხელმწიფნია, იმათ, რომლებზეც არ წოდებულა შენი სახელი.
← Chapter 62
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 64 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66