bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 42
Isaiah 42
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 41
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 43 →
1
„აი ჩემი მორჩილი, რომელიც მიჭირავს მე, ჩემი რჩეული, რომელიც სურს ჩემს გულს. დავდე მე მასზე ჩემი სული, სამართალს გაუჩენს იგი ხალხებს.
2
არ იყვირებს და არ აღიმაღლებს, თავის ხმას ქუჩაში არ ასმენინებს.
3
გაჟეჟილ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ჭეშმარიტებით გამოიტანს განაჩენს.
4
სასოს არ წარიკვეთს და არც გატყდება, სანამ არ დაამყარებს ქვეყნად სამართალს. მის რჯულს კუნძულები დაელოდებიან.“
5
ასე თქვა უფალმა ღმერთმა, რომელმაც შექმნა ცანი და გადაჭიმა ისინი, დააგო დედამიწა მისი აღმონაცენითურთ, მისცა სუნთქვა ხალხს, მასზე მოარულს.
6
„მე, უფალმა მოგიწოდე სიმართლეში და ხელს ჩაგჭიდებ და შეგინახავ, გაქცევ შენ ბრმათათვის თვალის ასახილად, აღთქმად, ხალხების სინათლედ,
7
რათა აახილო ბრმა თვალები, პატიმართა გამოსაყვანად სატუსაღოდან, საპატიმროდან – ბნელეთში მსხდომთა.“
8
„მე უფალი ვარ, ეს არის ჩემი სახელი. არ მივცემ ჩემს დიდებას სხვას და ჩემს ქებას – კერპებს.
9
პირვანდელნი, აჰა, ახდა, ახალთ მე გაგიცხადებთ, სანამ აღმოცენდება, გაუწყებთ.“
10
უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, ქება შეასხით მას ქვეყნის კიდიდან, ზღვაში ჩასულებმა და მისმა სისავსემ, კუნძულებმა და მათმა მცხოვრებლებმა.
11
აღავლინონ ხმა უდაბნომ და მისმა ქალაქებმა, სოფლებმა, სადაც კედარი მკვიდრობს, იგალობონ კლდის მცხოვრებთა, და მთის მწვერვალიდან იკიჟინონ.
12
დიდება მიაგებონ უფალს და მისი ქება კუნძულებზე აუწყონ.
13
უფალი ბუმბერაზივით გამოვა, ბრძოლის კაცივით აღძრავს შურს, შემოსძახებს და დასცემს საბრძოლო ყიჟინას, თავის მტრებს დასძლევს.
14
„დიდხანს ვდუმდი, ჩუმად ვიყავ, ვითმენდი; ახლა მშობიარესავით ვიკივლებ, ამოვისუნთქავ და ჩავისუნთქავ ერთბაშად.
15
გავატიალებ მთებსა და ბორცვებს და მთელ ბალახს გავახმობ, მდინარეებს კუნძულებად ვაქცევ, ტბებს კი ამოვაშრობ.
16
ვატარებ ბრმებს გზით, რომელიც არ იცოდნენ, მათთვის უცნობი ბილიკებით წავიყვან, მათ წინაშე სიბნელეს სინათლედ ვაქცევ და ოღრო-ჩოღროებს – ვაკეებად. ეს არის საქმენი, რომელთაც გავაკეთებ და არ მივატოვებ.“
17
უკან დაიხევენ, სირცხვილით შერცხვებიან ქანდაკებაზე დაიმედებულნი, რომელნიც ეუბნებიან ჩამოსხმულ კერპს: „თქვენა ხართ ჩვენი ღმერთები.“
18
ყრუებო, ისმინეთ! და ბრმებო, შეხედეთ, რომ დაინახოთ.
19
ვინ არის ბრმა, თუ არა ჩემი მორჩილი, და ყრუ – ჩემს მაცნესავით, რომელსაც მე ვგზავნი? ვინ არის ბრმა სრულყოფილივით, და ბრმა უფლის მორჩილივით?
20
შენ ბევრი გინახავს, მაგრამ არ შეგინახავს, ღია გაქვს ყურნი, მაგრამ ვერ ისმენ.
21
უფალმა ინება თავისი სიმართლისათვის განედიდებინა და დიდებულეყო რჯული;
22
მაგრამ ეს გაძარცული და გაქურდული ხალხია, ყველანი ქვაბულებში არიან შეკრულნი და ხაროებში დამალულნი; გაძარცვულნი იყვნენ და არ იყო მშველელი, გაქურდული იყვნენ და არავინ იყო მთქმელი: ‘დაუბრუნეთ!’
23
თქვენგან ვინ დაუგდებს ყურს ამას, ვინ შეისმენს და გაიგონებს მომავალზე?
24
ვინ მისცა იაკობი გასაქურდად, განა უფალმა არა, რომელსაც შევცოდეთ? და არ ისურვეს მისი გზით სიარული, და მისი მოძღვრება არ ისმინეს?
25
და გადმოღვარა მასზე და ომის სასტიკება, და ცეცხლი შემოუნთო ირგვლივ. მაგრამ ვერ მიხვდა და სწვავდა მას, გულისხმაში ვერ ჩავარდნილიყო.
← Chapter 41
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 43 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66