bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 65
Isaiah 65
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 64
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 66 →
1
„გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა, მიპოვნეს მათ, ვინც არ მეძებდა. და ვუთხარი: ‘აქა ვარ, აქა ვარ!’ ხალხს, რომელიც არ იყო ჩემი სახელით წოდებული.
2
გაწვდილი მქონდა მათკენ ხელები დღენიადაგ, ხალხისკენ, უკეთური გზით რომ დადიან თავიანთი ზრახვების კვალზე,
3
ხალხისკენ, მუდამ რომ მაჯავრებენ პირში! ბაღებში მსხვერპლს სწირავენ და აგურებზე აკმევენ,
4
საფლავებს შორის სხედან და იდუმალ ადგილებში ღამეს ათევენ, ღორის ხორცს ჭამენ, საზიზღარი წვენი აქვთ თავიანთ ჭურჭლებში.
5
ამბობენ: ‘გამეცალე, ნუ მომიახლოვდები, რადგან მე შენზე წმიდა ვარ’; ესენი კვამლია ჩემს ნესტოებში, ცეცხლივით ანთია მთელ დღეს.
6
აჰა, დაწერილია ეს ჩემს წინაშე; არ გავჩუმდები, სანამ არ მივუზღავ, და მივუზღავ მათ უბეში
7
თქვენი ურჯულოების და თქვენი მამების ურჯულოების გამო, რომლებიც უკმევდნენ მთებზე და ბორცვებზე შეურაცხმყოფდნენ მე!“ – ამბობს უფალი; – „და გავზომავ წინდაწინ მათ ნამოქმედარს მათ უბეში!“
8
ასე ამბობს უფალი: „როცა ყურძნის ‘ნუ დაღუპავ მას, რადგან კურთხევაა მასში!’ ასე მოვიქცევი ჩემს მსახურთათვის, რათა არ დავღუპო ყველანი.
9
გამოვიყვან იაკობიდან თესლს და იუდადან – მემკვიდრეს ჩემი მთებისა, და დაიმკვიდრებენ მას ჩემი რჩეულნი და ჩემი მსახურნი დასახლდებიან იქ.
10
იქნება შარონი ცხვრის საძოვარი და ყაქორის ხეობა – ნახირის წამოსაწოლი ჩემი ერისათვის, რომელმაც მომძებნა მე.
11
თქვენ კი, უფლის მიმტოვებელნო, დამვიწყებელნო ჩემი წმიდა მთისა, გამამზადებელნო გადისთვის სუფრისა და შემავსებელნო მენისთვის სასმელებისა, –
12
მე გადაგცემთ თქვენ მახვილს და ყველანი დასაკლავად იქნებით მუხლმოყრილნი, რადგან მე ვხმობდი და არ გამომეხმიანეთ, მე ვლაპარაკობდი და თქვენ არ ისმინეთ, და ბოროტს სჩადიოდით ჩემს თვალში და, რაც არ მსურდა, ის აირჩიეთ.“
13
ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „აი, ჩემი მსახურნი შეჭამენ და თქვენ დაიმშევით, ჩემი მსახურნი შესვამ და თქვენ წყურვილი შეგიპყრობთ, და ჩემი მსახურნი გაიხარებენ და თქვენ შერცხვებით;
14
ჩემი მსახურნი იმღერებენ გულის სიამით და თქვენ იყვირებთ გულის ტკივილით, და სულის გატეხისაგან აქვითინდებით.
15
დაუტოვებთ თქვენს სახელს საწყევრად ჩემს რჩეულთ, და დაგხოცავთ თქვენ უფალი ღმერთი. და თავის მსახურთ უწოდებს სხვა სახელს.
16
ვინც კურთხეულია ქვეყანაზე, იკურთხება ჭეშმარიტი ღმერთით; და დამფიცებელი ქვეყანაზე, დაიფიცებს ჭეშმარიტ ღმერთს, რადგან დავიწყებულია უწინდელი უბედურებანი და მიეფარა ჩემს თვალებს.
17
რადგან, აჰა, მე შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას. და არ გაიხსენება წინანდელნი და არ ამოვა გულთან.
18
მაგრამ გაიხარებთ და ილხენთ უკუნისამდე იმით, რასაც მე შევქმნი, რადგან მე ვქმნი იერუსალიმს ლხინად და მის ერს – სიხარულად.
19
და მე მოვილხენ იერუსალიმში და გავიხარებ ჩემს ერში; და მეტად აღარ გაისმება მასში ტირილის ხმა და კივილის ხმა.
20
მეტად აღარ იქნება იქ მცირეწლოვანი და მოხუცი, რომელიც ვერ ასრულებს თავის დღეებს, რადგან ყმაწვილი ასი წლისა მოკვდება და ცოდვილი, თუნდაც ასი წლისა, დაიწყევლება.
21
ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, დარგავენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს.
22
არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, და არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ხის დღეებივით იქნება ჩემი ერის დღეები და თავიანთი ხელის ნაკეთებს გაცვეთენ ჩემი რჩეულნი.
23
არ დაიქანცებიან ამაოდ და არ შობენ შფოთისათვის, რადგან უფლის კურთხეული თესლია ისინი და მათი შთამომავლობა მათთან ერთად.
24
და იქნება, სანამ მომიხმობენ, პასუხს გავცემ, ჯერ ლაპარაკში იქნებიან, რომ მე გავიგონებ.
25
მგელი და კრავი ერთად დაიმწყესებიან და ლომი, როგორც ხარი, შეჭამს თივას, გველი კი – მტვერი იქნება მისი საჭმელი: არ იბოროტებენ და არც ავნებენ რასმე მთელს ჩემს წმიდა მთაზე!“ – ამბობს უფალი.
← Chapter 64
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 66 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66