bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 45
Isaiah 45
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 44
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 46 →
1
„ასე ეუბნება უფალი თავის ცხებულს, კიროსს: რომლის მარჯვენაც მე მიჭირავს, რომ დამორჩილდნენ ხალხები შენს წინაშე; და მე სარტყელს შევხსნი მეფეებს წელზე, რათა გავაღო შენს წინაშე კარები და ჭიშკრები აღარ დაიკეტოს.
2
მე შენს წინ წავალ და ოღრო-ჩოღროებს გავასწორებ, სპილენძის კარებს შევლეწავ და რკინის ურდულებს დავამტვრევ.
3
და მოგცემ შენ სიბნელის საუნჯეთ და დაფარულ საგანძურებს, რათა იცოდე, რომ მე ვარ უფალი, შენთვის სახელის მწოდებელი, ისრაელის ღმერთი.
4
ჩემი მსახურის, იაკობის და ისრაელის, ჩემი რჩეულის გულისათვის მოგიხმე შენ შენი სახელით, პატივი დაგდე, თუმცა არ მიცნობდი.
5
მე ვარ უფალი და სხვა არავინ, ჩემს გარდა არ არის სხვა ღმერთი; მე შემოგარტყამ შენ სარტყელს, თუმცა არ მიცნობდი მე,
6
რათა იცოდნენ მზის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, რომ არავინ არის ჩემს გარდა; მე ვარ უფალი და სხვა არავინ.
7
მე, სინათლის გამომსახველი და სიბნელის შემქმნელი, მშვიდობის მყოფელი და უბედურების გამჩენი, მე, უფალი, ვიქმ ყოველივე ამას.
8
ჩამოაპკურეთ, ცანო, მაღლიდან და ღრუბლებმა სიმართლე ჩამოასხურონ, გაიღოს დედამიწა და გამოიღოს ხსნის ნაყოფი, სამართლიანობა ერთბაშად აღმოცენდება. მე, უფალმა, შევქმენი ეს.
9
ვაი, თავის გამომსახველთან მოშუღლარს, ნატეხს მიწის ნატეხთაგან. განა ეტყვის თიხა თავის გამომსახველს: ‘რას აკეთებ შენ?’ ან შენი ნაკეთები იტყვის: ‘არა აქვსო მას ხელები?’
10
ვაი მთქმელს თავის მამისადმი: ‘რას შობ შენ?’ და ქალისადმი: ‘რისთვის ეწამები მშობიარობით?’“
11
ასე თქვა უფალმა, ისრაელის წმიდამ და მისმა გამომსახველმა: „მომავალზე მეკითხებით? ჩემს ძეებზე და ჩემი ხელის ნაკეთებზე მიბრძანებთ მე?
12
მე შევქმენი დედამიწა და გავაჩინე ადამიანი მასზე; მე, ჩემმა ხელებმა, გადაფინეს ზეცანი და მთელ მათ მხედრობას მივეცი წესი.
13
მე გამოვაღვიძე სამართლიანობაში და მის ყველა გზას მე მოვასწორებ. ის ააშენებს ჩემს ქალაქს და ჩემს დევნილებს ის გაუშვებს, მაგრამ არც ფასით და არც ქრთამით!“ – თქვა უფალმა ცაბაოთმა.
14
ასე თქვა უფალმა: „ეგვიპტის ჭირნახული, ქუშის ვაჭრობა და შებელნი, ტანადი ხალხი, შენთან გადმოვლენ და შენი იქნებიან, შენს უკან ივლიან, ბორკილებით გაივლიან და შენ გცემენ თაყვანს, შენ შეგევედრებიან: ‘მხოლოდ შენშია ღმერთი და სხვა ღმერთი არ არის.’“
15
შენა ხარ დაფარული ღმერთი, ისრაელის ღმერთი, მხსნელი.
16
შერცხვენილნი და გაწბილებულნიც არიან ყველანი. ერთად ჩაცვივიან სირცხვილში კერპთა მკეთებელნი.
17
ისრაელი უფლის მიერ არის ხსნილი საუკუნო ხსნით, არ შერცხვებით და არც გაწბილდებით უკუნითი უკუნისამდე.“
18
რადგან ასე თქვა უფალმა, ზეცის გამჩენმა, ის არის ღმერთი, დედამიწის გამომსახველი და მისი შემქმნელი: მან დაამყარა იგი, სიცარიელედ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა: „მე ვარ უფალი და სხვა არ არის.
19
ფარულად არ მილაპარაკია დედამიწის ბნელ ადგილზე, არ მითქვამს მე იაკობის თესლისთვის: ‘სიცარიელეში მეძებეთ მე!’ მე ვარ უფალი, სიმართლის მთქმელი, სისწორის გამომცხადებელი.
20
შეიკრიბეთ და მოდით, ერთად შეგროვდით, ხალხებიდან გადარჩენილნო! არაფერი იციან მათ, თავიანთ ხის კერპს რომ ატარებენ და ევედრებიან ღმერთს, რომელიც ვერ იხსნის.
21
გამოაცხადეთ და წარმოადგინეთ, ერთად ითათბირეთ. ვინ ასმინა ეს ძველთაგან, წინდაწინ ვინ გამოაცხადა ეს? განა მე არა, უფალმა? და არ არის სხვა ღმერთი ჩემს გარდა, მართალი და მხსნელი ღმერთი არაა ჩემს მეტი.
22
მოიქეცით ჩემკენ და ხსნილნი იქნებით, რადგან მე ვარ ღმერთი და არ არის სხვა.
23
ჩემი თავი დავიფიცე მე! ჩემი პირიდან სიმართლე გამოვიდა, შეუცვლელი სიტყვა, რომ ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და დამიფიცებს ყოველი ენა.
24
იტყვიან ჩემზე: ‘მხოლოდ უფალშია სიმართლე და ძალა.’ მასთან მოვლენ და შერცხვებიან ყველანი, მასზე გაგულისებულნი.
25
უფალში გამართლდება და განდიდდება ისრაელის მთელი მოდგმა.“
← Chapter 44
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 46 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66