bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 14
Isaiah 14
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 15 →
1
როდესაც შეიწყნარებს უფალი იაკობს და ისევ აირჩევს ისრაელს, და დაასახლებს მათ თავიანთ მიწაზე, მაშინ მიეთვლებიან მათ მწირნი და შეუერთდებიან იაკობის სახლს.
2
აიყვანენ მათ ხალხები და მოიყვანენ თავიანთ ადგილას, და დაიმკვიდრებს მათ ისრაელის სახლი უფლის მიწაზე მონებად და მხევლებად, დაატყვევებენ ისინი თავიანთ დამტყვევებელთ და იმთავრებენ თავიანთ მჩაგვრელებზე.
3
და იქნება იმ დღეს, რომ დაგასვენებს უფალი ტანჯვისა და წამებისაგან და მძიმე ჯაფისაგან, რომლითაც დამონებული იყავით,
4
მაშინ წარმოსთქვამ შენ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: „როგორ დაცხრა მჩაგვრელი, როგორ დაცხრა ზვიადობა!
5
გატეხა უფალმა ბოროტეულთა არგანი, მბრძანებელთა კვერთხი,
6
წყრომით მცემელი ხალხებისა, ერთა რისხვით დამსჯელი, შეუწყვეტლივ მდევნელი.
7
ისვენებს, მშვიდადაა მთელი ქვეყანა, დაიწყეს სიმღერა.
8
კვიპაროსებიც შეგხარიან შენ, ლიბანის კედრები: ‘მას შემდეგ, რაც შენ დაწექი, არ ამოსულა ჩვენთან ხის მჭრელი.’
9
შავეთი დაბლა შეიძრება შენს გამო, შენთვის გამოაღვიძა მკვდარნი, ქვეყნის ყველა წინამძღოლი; თავიანთი ტახტებიდან წამოაყენა ხალხების ყველა მეფე.
10
ყველანი მოგიგებენ და გეტყვიან: ‘შენც დაუძლურდი ჩვენსავით, ჩვენ დაგვემსგავსე.
11
შავეთში ჩაეშვა შენი დიდებულება ქვეშ დაგეფინება მატლი და ჭია დაგფარავს შენ.’
12
როგორ ჩამოვარდი ციდან, მთიებო, განთიადის ძევ, მიწას დაენარცხე! ხალხთა მძლეველო.
13
შენ კი ამბობდი შენს გულში: ‘ცაში ავალ, ღმერთის ვარსკვლავებს, ზემოთ, მაღლა ავწევ ჩემს ტახტს, და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილოეთის კიდეებზე.
14
ავალ ღრუბლის გორაკებზე, დავემსგავსები უზენაესს!’
15
მაგრამ შავეთში იქნები ჩაგდებული, უფსკრულის კიდეებზე.
16
შენი დამნახველნი შემოგაცქერდებიან, დაგაკვირდებიან: ‘სამეფოთა შემძვრელი,
17
ქვეყნიერება რომ უდაბნოდ აქცია და ანგრევდა მის ქალაქებს, მის პატიმრებს რომ არ უშვებდა სახლში?’
18
ხალხების ყველა მეფე, ყველანი წვანან დიდებაში, თითოეული თავის სახლში.
19
შენ კი გადაგდებული იყავი შენი საფლავიდან, როგორც საძაგელი ტოტი, სამოსელი მოკლულთა, მახვილით განგმირულთა, რომლებსაც ქვის ორმოში უშვებენ, როგორც გასრესილ გვამს.
20
შენ არ შეუერთდები მათ დამარხვისას, რადგან შენ ააოხრე შენი ქვეყანა, დახოცე შენი ხალხი, თესლი ბოროტმოქმედთა არ მოიხსენება საუკუნოდ.
21
გაუმართეთ ჟლეტა მის ძეთ მათი მამების ურჯულოების გამო, რათა არ აღდგნენ და არ დაიპყრონ ქვეყანა, არ გაავსონ ქვეყნიერების ზედაპირი ქალაქებით.“
22
„და მე აღვდგები მათზე!“ სიტყვა უფალ ცაბაოთისა, „და მოვუსპობ ბაბილონს სახელს და ნარჩენს, და შვილს და შვილთაშვილს!“ სიტყვა უფლისა.
23
„და ვაქცევ მათ ზღარბთა სამკვიდრებლად და ჭაობებად, და განადგურების ცოცხით გამოვხვეტავ მათ!“ – სიტყვა უფალ ცაბაოთისა.
24
დაიფიცა უფალმა ცაბაოთმა ასე: „როგორც მე ჩავიფიქრე, ისე იქნება, და როგორც მე განვიზრახე, ისე აღსრულდება.
25
რომ დავლეწავ აშურს ჩემს ქვეყანაში და გავთელავ მას ჩემს მთებზე; და გადაგდებული იქნება მათგან მისი უღელი და მისი ტვირთი მათ მხრებს ჩამოეხსნება.“
26
ესაა განაჩენი, გადაწყვეტილი მთელი ქვეყნის მიმართ და ესაა ხელი, მოღერებული ყველა ხალხზე.
27
რადგან უფალმა ცაბაოთმა გადაწყვიტა და ვინ დაარღვევს, და მისი ხელია მოღერებული და ვინ ააცილებს მას?
28
მეფე ახაზის სიკვდილის წელს იყო ეს წარმონათქვამი:
29
„ნუ გიხარიათ, ფილისტიმელნო, რომ დაიმსხვრა თქვენი მცემელი კვერთხი; რადგან გველის ფესვიდან გამოვა ასპიტი და მისი ნაყოფი ფრთოსანი გველი იქნება.
30
დაიმწყემსებიან ღატაკთა პირმშონი, და ღარიბნი უსაფრთხოდ წამოწვებიან; მოვაკვდინებ შენს ფესვს შიმშილით, და შენს ნატამალს დახოცავს იგი.
31
იქვითინე, ჭიშკარო! იღაღადე, ქალაქო! დაიშლები მთლიანად, ფილისტიმელთა ქვეყანავ, რადგან ჩრდილოეთიდან კვამლი მოდის და არავინ ჩამორჩება მის ურდოებს.
32
რას უპასუხებს ის ხალხთა წარგზავნილთ? რომ უფალმა სიონი დააფუძნა და მასში ჰპოვებენ თავშესაფარს მისი ერის ჩაგრულნი.“
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66