bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 48
Isaiah 48
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 47
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 49 →
1
„ისმინეთ ეს, იაკობის სახლო, ისრაელის სახელით წოდებულნო და იუდას წყლებიდან გამოსულნო, დამფიცებელნო უფლის სახელით, და ისრაელის ღმერთის მხსენებელნო, მაგრამ არც ჭეშმარიტებითა და არც სიმართლით;
2
რადგან წმიდა ქალაქიდან წარმოშობილს უწოდებენ ისინი თავიანთ თავს და ისრაელის ღმერთზე არიან დანდობილნი. უფალი ცაბაოთია მისი სახელი!
3
პირვანდელნი დიდი ხნით ადრე გამოვაცხადე, და ჩემი პირიდან გამოვიდა და ვაუწყებდი მათ, და უცბად ვიქმოდი და სრულდებოდა.
4
რადგან ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ და რკინის ძარღვისაა შენი ქედი, შენი შუბლი კი – სპილენძისა.
5
გამოგიცხადე დიდი ხნით ადრე, სანამ ეს მოხდებოდა, გაუწყე, რომ არ გეთქვა: ‘ჩემმა ქანდაკმა გააკეთა ეს და ჩემმა ჩამოსხმულმა კერპმა მიბრძანა ეს!’
6
შენ გაგონილი გაქვს, იხილე ეს ყველაფერი. ნუთუ არ აღიარებ? მე გაუწყე შენ ახალნი და დაფარულნიც კი, რაც არ იცოდი.
7
ახლა გაჩნდა ისინი და არა დიდი ხნის წინ; და დღემდე არ გსმენია შენ მათზე. რომ არ თქვა: ‘აჰა, ვიცოდი ეს!’
8
არც გსმენია და არც იცოდი, და არც უწინდლიდან არ იყო გახსნილი შენი ყური, რადგან ვიცოდი, რომ მიღალატებდი, და დედის მუცლიდან განმდგარი გიწოდეს.
9
ჩემი სახელის გულისათვის დავაცხრობ ჩემს რისხვას, და ჩემი დიდების გულისათვის ვიოკებ თავს, რომ არ მოგკვეთო შენ.
10
აჰა, მე გამოგადნე, მაგრამ არა როგორც ვერცხლი, წამების ბრძმედში გამოგცადე.
11
ჩემი გულისათვის, ჩემი გულისათვის ვმოქმედებ, რადგან როგორ უნდა გარიოშდეს ჩემი სახელი? ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ.
12
მისმინე მე, იაკობ და ისრაელ, მე იგივე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც!
13
ჩემმა ხელმა დააფუძნა დედამიწა, და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ზეცა; მე მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.
14
შეგროვდით ყველანი და ისმინეთ! მათგან ვინ გამოაცხადა ეს? უფალმა შეიყვარა იგი, შეასრულებს მის ნებას ბაბილონზე, და მისი მკლავი ქალდეველებზე აღიმართება.
15
მე, მე ვთქვი და მოვუხმე მას, მე მოვიყვანე ის და წარმატებული იქნება მისი გზა.
16
მომიახლოვდით მე, ისმინეთ ეს: თავიდან ფარულად არ მილაპარაკია, იმ დროიდან, როცა ეს მოხდა, იქ ვიყავი. ახლა კი უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა მომავლინა მე.“
17
ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელიც გასწავლის სარგებლობას, რომელიც მიგიძღვის იმ გზაზე, რომელზეც უნდა დადიოდე.
18
ყურად რომ გეღო ჩემი მცნებები, მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა, და შენი სიმართლე – ზღვის ტალღებივით.
19
ქვიშასავით მრავალი იქნებოდა შენი თესლი, და შენი წიაღის ნაშიერნი – ქვიშის მარცვლებივით. არ მოიკვეთებოდა და არ წაიშლებოდა მისი სახელი ჩემს წინაშე.“
20
გამოდით ბაბილონიდან, გაიქეცით ქალდეველთაგან, მხიარული ხმით გამოაცხადეთ, აუწყეთ ეს, გაავრცელეთ ქვეყნის კიდემდე, თქვით: „გამოისყიდა უფალმა თავისი მსახური იაკობი!“
21
მათ არ სწყუროდათ უდაბნოებში, როცა მიჰყავდა ისინი: კლდიდან წყალი უდინა მათ და გააპო კლდე და გადმოჩქეფა წყალმა.
22
„არ არის მშვიდობა, – ამბობს უფალი, – ბოროტეულთათვის!“.
← Chapter 47
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 49 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66