bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 29
Isaiah 29
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 30 →
1
ვაი, არიელ, არიელ, დავითის სადგომო ქალაქო! მოუმატეთ წელს წელი, იბრუნონ დღესასწაულებმა.
2
და მე შევაჭირვებ არიელს, და იქნება ურვა და ტირილი და მეყოლება არიელივით.
3
და დავბანაკდები შენს ირგვლივ, გარს შემოგარტყამ სანგარს და წინ აღგიმართავ გოდლებს.
4
დამცირდები, მიწიდან ილაპარაკებ და მტვრიდან ყრუდ გამოვა შენი ნათქვამი, და როგორც ხმა მუცლითმეზღაპრისა, მიწიდან იქნება შენი ხმა და მტვრიდან იჩურჩულებს შენი ნათქვამი.
5
მტვერ-ბუქივით იქნება სიმრავლე შენი მტრებისა და ანიავებული ბზესავით – სიმრავლე სასტიკთა; და უცებ მოხდება, წამისყოფაში.
6
მოგინახულებს ცაბაოთ უფალი ქარიშხლით, გრიგალითა და შემჭმელი ცეცხლის ალით.
7
იქნება სიზმარივით, ღამის მოჩვენებასავით ყველა მის წინააღმდეგ გალაშქრებული, მის სიმაგრეთა წინააღმდეგ, და მისი შემაწუხებელნი,
8
იქნება, როგორც მშიერს ესიზმრება – აჰა, ჭამს იგი; გამოიღვიძებს და ცარიელია მისი კუჭი. და როგორც მწყურვალს ესიზმრება – აჰა, სვამს იგი, გამოიღვიძებს და დაქანცულია და სულს სწყურია ისევ; ასე მოუვა ყველა ხალხს, გალაშქრებულს სიონის მთის წინააღმდეგ.
9
შეყოვნდით და გაოცდით, მოაჩვენეთ მთვრალნი არიან და არა ღვინისაგან, ირწევიან და არა სასმელისაგან.
10
რადგან მოგაღვარათ უფალმა ძილქუშის სული და დახუჭა თქვენი თვალები – წინასწარმეტყველნი, თქვენი წინამძღოლნი – მხილველნი დააბნელა.
11
და იქნება თქვენთვის მთელი ეს ხილვა, როგორც სიტყვები დაბეჭდილი წიგნისა, რომელსაც აძლევენ წიგნის მცოდნეს, ეუბნებიან: „წაიკითხე ეს.“ მაგრამ ის ამბობს: „არ შემიძლია, რადგან დაბეჭდილია.“
12
და აძლევენ წიგნს იმას, რომელმაც არ იცის წიგნი, და ეუბნებიან: „წაიკითხე ეს.“ მაგრამ ის პასუხობს: „არ ვიცი წიგნი“.
13
და თქვა უფალმა: „იმის გამო, რომ მომიახლოვდა ეს ხალხი თავისი პირით და თავისი ბაგით პატივს მცემს მე, მისი გული კი შორს არის ჩემგან, – მათი მოშიშობა ჩემს წინაშე ადამიანთა ნასწავლ მცნებად იქცა,
14
ამიტომ, აჰა, კვლავ გავაოცებ ამ ხალხს გასაოცარი საოცრებებით; და დაიკარგება მის ბრძენთა სიბრძნე, და მის გონიერთა გონება დაიმალება.“
15
ვაი მათ, რომელნიც უფლისაგან და ბნელშია მათი საქმენი და ამბობენ: „ვინ გვხედავს ჩვენ?“ და: „ვინ გვიცნობს ჩვენ?“
16
ოი, თქვენი უკუღმართობა! განა მექოთნე და თიხა ერთია? რომ ნაკეთობამ თქვას თავის გამკეთებელზე, და ქმნილებამ თქვას თავის შემქმნელზე: „არაფერი გაეგებაო?“
17
სულ ცოტაც და განა ლიბანი ნაყოფიერ მინდვრად არ იქცევა? და ნაყოფიერი მინდორი ტყედ არ ჩაითვლება?
18
ყრუები მოისმენენ იმ დღეს წიგნის სიტყვებს და წყვდიადიდან და სიბნელიდან ბრმების თვალები იხილავენ.
19
წამებულნი უფრო მეტ სიხარულს ჰპოვებენ უფალში, და ღატაკი ხალხი ისრაელის წმიდაში გაიხარებს.
20
რადგან არარად იქცევა დაუნდობელი, და მოისპობა ყველა დამცველი ურჯულოებისა,
21
სიტყვით რომ აცთუნებენ ადამიანს და კარიბჭესთან მამხილებელს მახეს უგებენ, მართალს უგზოუკვლოდ ახეტიალებენ.
22
ამიტომ ასე თქვა უფალმა, იაკობის სახლის ღმერთმა, რომელმაც გამოისყიდა აბრაამი: „ამიერიდან არ იქნება იაკობი შერცხვენილი
23
რადგან როდესაც დაინახავს თავის შვილებს, წმიდად ჰყოფენ ჩემს სახელს; და განწმედენ იაკობის წმიდას, და ისრაელის ღმერთის შეეშინდებათ.
24
სულით ცთომილნი გონს მოეგებიან და მდრტვინავნი ჭკუას ისწავლიან.“
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 30 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66