bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 40
Isaiah 40
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 39
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 41 →
1
„ანუგეშეთ ჩემი ერი,“ – ამბობს თქვენი ღმერთი. –
2
„ელაპარაკეთ იერუსალიმის გულს და აუწყეთ მას, რომ გამოსყიდულია მისი შეცოდება, რადგან ორმაგად მიეგო უფლის ხელიდან ყველა მისი ცოდვების წილ.“
3
ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: „განუმზადეთ გზა უფალს, მოუსწორეთ ტრამალზე ბილიკი ჩვენს ღმერთს.“
4
ყველა ხევი ამაღლდება და ყველა მთა და ბორცვი დადაბლდება, და ციცაბო ვაკედ იქცევა და მთაგრეხილი – დაბლობად.
5
გამოჩნდება უფლის დიდება და იხილავს მას ყველა ხორციელი ერთიანად, რადგან უფლის ბაგემ წარმოთქვა.
6
ხმა ამბობს: „დაიძახე!“ და უპასუხა: „რა დავიძახო? ყველა ხორციელი ბალახია და ყოველი მისი მადლი მინდვრის ყვავილივითაა.
7
ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, როდესაც უფლის სული დაუბერავს მას. ასეა, ბალახია ხალხი.
8
ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას.“
9
მაღალ მთაზე ადი, სიონო, მახარობელო! ძლიერად აიმაღლე ხმა, იერუსალიმო, მახარობელო! აამაღლე, ნუ გეშინია, უთხარი იუდას ქალაქებს: „აჰა, თქვენი ღმერთი!“
10
აჰა, უფალი ღმერთი ძლიერებით მოვა, და მისი მკლავი იხელმწიფებს; აჰა, მისი საზღაური მასთანაა და მისი გასამრჯელო მის წინაშეა.
11
ვით მწყემსი დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს, წარუძღვება მეძუძურთ.
12
ვინ არწყა წყალი მუჭით და გადაზომა ცა მტკაველით, და დაატია საწყაოში ქვეყნის მტვერი და სასწორით აწონა მთები, ბორცვები – პინებით?
13
ვინ შეიცნო უფლის სული? და ვინ დამოძღვრა იგი თავისი რჩევით?
14
ვისთან ბჭობდა ის და ვინ განაბრძნო იგი? და ასწავლა მას სამართლის გზა, ასწავლა მას ცოდნა, და გონიერების გზა აცოდინა?
15
აჰა, ხალხები, როგორც წვეთი კარდალიდან; და სასწორის პინაზე მტვრად ჩანან ისინი. აჰა, კუნძულებს, როგორც კორიანტელს, აღგვის.
16
ლიბანი საკმარისი არ არის დასაწველად და მისი ცხოველნი საკმარისი არ არიან სრულადდასაწველისათვის.
17
ყოველი ხალხი არაფერია მის წინაშე, არარაობაზე მცირედ და სიცარიელედ უჩანს მას.
18
ვის მიამსგავსებთ თქვენ ღმერთს? რა მსგავსებას გაუტოლებთ მას?
19
ძეგლს ხომ ხელოსანი ჩამოასხამს, ოქრომჭედელი კი ოქროთი ავარაყებს და ვერცხლის ძეწკვებს უკეთებს მას.
20
ვინც ვერ გასწვდება ასეთ შესაწირავს, ირჩევს ულპობელ ხეს, გამოცდილ ხელოსანს ეძებს, რომ ურყევად დაადგმევინოს კერპი.
21
განა არ იცით? განა არ გსმენიათ? განა არ გეუწყათ დასაბამიდან? განა არ გაგიგიათ დედამიწის საფუძვლები?
22
ის არის, ვინც დედამიწის წრეზე ზის და მისი მცხოვრებნი კალიასავით არიან მის წინაშე. მან გადაჭიმა ცა ფარდასავით და გაშალა საცხოვრებლად, როგორც კარავი.
23
ის არის, ვინც მთავართ არაფრად აქცევს და ქვეყნის მსაჯულთ არარაობად ხდის.
24
დარგულიც არ იყვნენ, დათესილიც არ იყვნენ, მიწაშიც არ გაედგა ფესვი მათ ღეროს და, როგორც კი დაუბერა მათ, გახმენ და ქარიშხალმა ჩალასავით წაიღო ისინი.
25
„ვის მიმამსგავსებთ მე, რომ გავეტოლო?“ – ამბობს წმიდა.
26
მაღლა აღაპყრეთ თვალები და ნახეთ: ის, ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ჯარი, ყველას თავისი სახელით მოუხმობს. მის დიდ ძალას და ძლევამოსილებას არავინ დააკლდება.
27
რატომ ამბობ, იაკობ, და ლაპარაკობ, ისრაელ: „დაფარულია ჩემი გზა უფლისაგან და ჩემი სამართალი უსხლტება ჩემს ღმერთს?“
28
განა არ იცი და არ გსმენია? მარადიული ღმერთი უფალი, შემქმნელი ქვეყნის კიდეებისა, არ იღლება და არ იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება.
29
აძლევს ძალას დაღლილს და უძლურს სიმტკიცეს უმატებს.
30
და დაიღლებიან ყმაწვილნი და დაიქანცებიან, ჭაბუკნი კი წაბორძიკებით წაბორძიკდებიან,
31
ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ; ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები, გაიქცევიან და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან.
← Chapter 39
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 41 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66