bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 51
Isaiah 51
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 50
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 52 →
1
„მისმინეთ მე, სიმართლის მიმდევარნო, უფლის მაძიებელნო! შეხედეთ კლდეს, საიდანაც ხართ გამოკვეთილნი, და ორმოს სიღრმეს, რომლისგანაც ხართ ამოყვანილნი.
2
შეხედეთ აბრაამს, თქვენს მამას და სარას, თქვენს მშობელს; რადგან იმ ერთს მოვუხმე მე, ის ვაკურთხე და გავამრავლე.“
3
რადგან უფალი ანუგეშებს სიონს, ანუგეშებს მის ყველა ნანგრევს, და ედემივით აქცევს მის უდაბნოს და მის ტრამალს – უფლის წალკოტივით, სიხარული და მხიარულება იქნება მასში, სამადლობელი და სიმღერის ხმა.
4
„მისმინე მე, ჩემო ერო, და ჩემო ხალხო, ყური დამიგდე! რადგან ჩემგან გამოვა რჯული და ჩემს სამართალს ხალხებზე სინათლედ მოვაფენ.
5
ახლოს არის ჩემი სიმართლე, გამოვიდა ჩემი ხსნა, და ჩემი მკლავი ხალხებს განიკითხავს, კუნძულები მე დამენდობიან და ჩემს მკლავს დაეყრდნობიან.
6
ცას მიაპყარით თქვენი თვალები და დახედეთ დედამიწას ქვემოთ, რადგან ცა ბოლივით გაიფანტება და დედამიწა სამოსელივით დაძველდება, და მისი მცხოვრებნი მათ კვალზე დაიხოცებიან, ჩემგან ხსნა კი საუკუნოდ იქნება, და ჩემი სიმართლე არ შეწყდება.
7
მისმინეთ მე, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, ნუ გეშინიათ კაცისგან შეგინებისა და მათი ლანძღვა ნუ დაგაფრთხობთ.
8
რადგან, როგორც ტანსაცმელს, ჩრჩილი შეჭამს მათ, და როგორც მატყლს, მატლი შეჭამს მათ, ჩემი სიმართლე კი საუკუნოდ იქნება, და ჩემი ხსნა – თაობიდან თაობაში.“
9
გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალა უფლის მკლავო! გაიღვიძე, როგორც წინა დღეებში, ძველ თაობებში. განა შენ არ დაანაკუწე რაჰაბი? შენ არ მოჰკალი ურჩხული?
10
განა შენ არ ამოაშრე ზღვა, წყლები დიდი უფსკრულისა? ზღვის სიღრმენი გზად არ აქციე გამოხსნილთა გასავლელად?
11
და უფლის მიერ გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მოვლენ სიონში სიმღერით, და საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე. შვებას და სიხარულს ჰპოვებენ ისინი, დარდი და ოხვრა განქარდება.
12
„თავად მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშისმცემელი. ვინ ხარ შენ, რომ გეშინია კაცისა, რომელიც კვდება? და ადამის ძისა, რომელიც ბალახად არის შერაცხილი?
13
და დაივიწყე უფალი, შენი შემქმნელი, ცის გადამჭიმელი და დედამიწის დამფუძნებელი. და გეშინია მუდამ შემაჭირვებლის რისხვისა, როდესაც ის ემზადება მოსასპობად. მაგრამ სად არის შემაჭირვებლის რისხვა?
14
მალე განთავისუფლდება წელში მოხრილი და ხაროში არ მოკვდება, და არ დააკლდება მას პური.
15
და მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ზღვის ამღელვებელი, და ღრიალებენ მისი ტალღები. უფალი ცაბაოთია მისი სახელი.
16
მე ჩავდე ჩემი სიტყვები შენს პირში და ჩემი ხელის ჩრდილში შეგიფარე შენ, რომ მომეწყო ზეცა და დამეფუძნებინა დედამიწა და მეთქვა სიონისათვის: ‘ჩემი ერი ხარ!’“
17
გამოიღვიძე, გამოიღვიძე, აღდექ, იერუსალიმო, შენ, რომელმაც შესვი უფლის ხელიდან მისი რისხვის თასი! საწამლავგარეული ფიალა ბოლომდე შესვი.
18
არა ჰყავს მას გამძღოლი არა ჰყავს ხელის დამჭერი ძეთა შორის, რომლებიც გაზარდა მან.
19
ორი ეს უბედურება გეწია – ვინ გააქნევს თავს შენზე? ძარცვა და ნგრევა, შიმშილი და მახვილი – ჩემს მეტი ვინ განუგეშებს?
20
შენი ძენი დაუძლურდნენ, წვანან ყოველი ქუჩის თავში, როგორც გარეთხა ასმანაკში, სავსენი უფლის რისხვით, შენი ღმერთის მუქარით.
21
ამიტომ ისმინე ეს, წამებულო და მთვრალო, მაგრამ არა ღვინით!
22
ასე ამბობს შენი მეუფე, უფალი და შენი ღმერთი, მოსარჩლე თავისი ერისა: „აჰა, ავიღე საწამლავგარეული თასი შენი ხელიდან, ნალექი ჩემი რისხვის თასისა – მეტად აღარ შესვამ მას.
23
და მივცემ მას შენს მტანჯველთ ხელში, რომლებიც ეუბნებოდნენ შენს სულს: ‘დაემხე და ჩვენ გადავივლით შენზე!’ და შენ დაგიდევს შენი ზურგი მიწასავით, ქუჩასავით გამვლელთათვის.“
← Chapter 50
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 52 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66
Recommended Reading
Commentary
Isaiah Commentaries
→
Devotional
Isaiah Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→