bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 43
Isaiah 43
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 42
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 44 →
1
მაგრამ ახლა, ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: „ნუ გეშინიათ, რადგან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ.
2
როდესაც გაივლით წყლებში, მე თქვენთანა ვარ, და – მდინარეებში, არ წაგლეკავენ. როდესაც ცეცხლში გაივლით, არ დაიწვებით და ალი არ დაგწვავთ.
3
რადგან მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი, ისრაელის წმიდა, თქვენი მხსნელი; თქვენს გამოსასყიდად ეგვიპტე გავეცი, ქუში და შებაყი თქვენს სანაცვლოდ.
4
რადგანაც ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, ღირსეული იყავი და მე შეგიყვარე შენ. მე გავცემ სხვა ადამიანებს შენს სანაცვლოდ და სხვა ხალხებს – შენი სიცოცხლის სანაცვლოდ.
5
ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს თესლს და დასავლეთიდან შეგკრებ შენ.
6
ვეტყვი ჩრდილოეთს: ‘მიეცი!’ და სამხრეთს: ‘ნუ დააკავებ!’ მოიყვანე ჩემი ძენი შორიდან და ჩემი ასულნი – ქვეყნის კიდიდან,
7
ყოველი, ჩემი სახელით წოდებული, ვინც ჩემი დიდებისათვის გავაჩინე; ვინც გამოვსახე და შევქმენი!“
8
გამოიყვანე ხალხი ბრმა, თუმცა თვალები აქვთ, და ყრუ, თუმცა ყურები აქვთ.
9
ყველა ხალხები შეიკრიბოს ერთად და შეგროვდნენ ტომები; მათგან ვინ გამოაცხადა ეს, და პირვანდელნი ვინ მოგვასმენინა? წარმოადგინონ თავიანთი მოწმენი, რომ გამართლდნენ, ისმინონ და თქვან: „ჭეშმარიტია!“
10
„თქვენ ჩემი მოწმენი ხართ!“ – ამბობს უფალი, – „და ჩემი მორჩილი, რომელიც მე ამოვარჩიე, რათა იცოდეთ და მერწმუნოთ მე და გაიგოთ, რომ ეს მე ვარ: ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება.
11
მე ვარ უფალი და არ არის ჩემს გარდა მხსნელი.
12
მე გამოვაცხადე და ვიხსენი, და ვაუწყე, და არ არის თქვენში უცხო. თქვენა ხართ ჩემი მოწმენი,“ – სიტყვა უფლისა, – „და მე ვარ ღმერთი.“
13
„და პირველი დღიდან მე იგივე ვარ და არავინ არის ჩემი ხელიდან გადამრჩენელი; მე ვმოქმედებ და ვინ შეაბრუნებს ამას?“
14
ასე ამბობს უფალი, თქვენი გამომხსნელი, ისრაელის წმიდა: „თქვენი გულისათვის გავგზავნი მე ბაბილონში და დავამხობ ურდოებს ერთიანად, და ქალდეველებს თავიანთ გემებზე მოზეიმეთ.
15
მე, ვარ უფალი, თქვენი წმიდა, ისრაელის გამჩენი, თქვენი მეფე.“
16
ასე ამბობს უფალი, მომცემი ზღვაში გზისა და ძლიერ წყალში – ბილიკისა,
17
გამომყვანი ეტლისა და ცხენისა, ლაშქრისა და ძალისა; ერთად დაწვნენ ისინი, ვერ ადგნენ, დაიშრიტნენ, პატრუქივით ჩაქრნენ.
18
„ნუ გაიხსენებთ პირვანდელს და წარსულზე ნუ იფიქრებთ.
19
აჰა, მე შევქმნი ახალს, ახლა აღმოცენდება იგი, განა ვერ შეიტყობთ ამას? უდაბნოშიც გავიყვან გზას, ტრამალზე – მდინარეებს.
20
განმადიდებენ მე ველის ცხოველნი, ტურები და სირაქლემები, რადგან მივეცი უდაბნოში წყალი, ტრამალზე – მდინარეები, რათა წყალი ასვან ჩემს ერს, ჩემს რჩეულს.
21
ერი, რომელიც ჩემთვის გამოვსახე. გამოაცხადებს ჩემს დიდებას,
22
მაგრამ მე არ მოგიხმივარ, იაკობ, რადგან დაიქანცე ჩემით, ისრაელ!
23
არ მოგიყვანია ჩემთვის ბატკანი შენი სრულადდასაწველისა და შენი მსხვერპლთშეწირვით არ მომაგებდი მე პატივს. ძღვნით არ გამსახურებდი და არც გუნდრუკით გქანცავდი.
24
არ გიყიდია ჩემთვის სურნელოვანი ლერწამი ვერცხლით, და შენი მსხვერპლების ქონით არ მაძღობდი, მაგრამ მემსახურებოდი შენი ცოდვებით, მქანცავდი შენი ურჯულოებით.
25
მე ვარ, მე ვარ ის, რომელიც რეცხავს შენს დანაშაულებებს ჩემი გულისათვის, და შენს ცოდვებს არ გავიხსენებ.
26
გამახსენე, ერთად განვსაჯოთ; ილაპარაკე, რათა გამართლდე.
27
შენმა პირველმა მამამ შესცოდა და შენი დამცველები გადამიდგნენ.
28
მოვაშორებ სიწმიდეს მთავრებს და მივცემ იაკობს დასარისხებლად, და ისრაელს – საგინებლად.“
← Chapter 42
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 44 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66