bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Isaiah 66
Isaiah 66
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 65
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
1
ასე ამბობს უფალი: „ცა ჩემი ტახტია, დედამიწა კი ჩემი კვარცხლბეკი. და სად არის ის სახლი, რომელიც თქვენ უნდა ამიშენოთ? და სად არის ჩემი დასავანებელი ადგილი?
2
ყოველივე ეს ჩემმა ხელმა შექმნა და გაჩნდა ყოველივე ეს!“ – სიტყვა უფლისა. – „და ამას მოვხედავ – დამორჩილებულს და სულით დაცემულს, აკანკალებულს ჩემს სიტყვაზე.
3
(ურჯულო) ხარს რომ მიკლავს, თუნდაც კაცი დაეკლას, კრავს რომ მწირავს, თუნდაც ძაღლი შემოეწიროს, ძღვენს რომ აღმივლენს, თუნდაც ღორის სისხლი შემოეწიროს, გუნდრუკს რომ მიკმევს, თუნდაც კერპი ეკურთხებინოს. როგორც მათ თავად აირჩიეს თავიანთი გზები და სისაძაგლენი სურდა მათ სულს,
4
ისე მეც ამოვირჩევ მათ აბუჩად აგდებას და იმას, რისაც ეშინიათ, მოვაწევ მათზე იმის გამო, რომ ვუხმობდი და არ იყო პასუხის გამცემი, ვლაპარაკობდი და არ ისმინეს, ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში და, რაც მე არ მსურდა, ამოირჩიეს!“
5
ისმინეთ სიტყვა უფლისა და აკანკალდით მის სიტყვაზე: „თქვეს თქვენმა ძმებმა, მოძულეებმა, თქვენმა უარმყოფელებმა ჩემი სახელის გულისათვის: ‘ადიდოს უფალმა თავისი თავი და ჩვენ ვნახავთ თქვენს მხიარულებას!’ მაგრამ ისინი შერცხვებიან.
6
ხმაურის ხმაა ქალაქიდან, ხმაა ტაძრიდან, ხმაა უფლისა, თავისი მტრებისათვის შურისმგებლისა.
7
ჯერ არ უწვალია და უკვე შვა, ჯერ არ მოსვლია ტკივილები და უკვე დაბადა ვაჟი.
8
ვის მოუსმენია ასეთი რამ? ვის უნახავს ამის მსგავსი? შეუძლია დედამიწას მშობიარობით წვალება და შობა ერთ დღეს? შობილა კი ერი ერთბაშად? რადგან იწვალა და შვა კიდეც სიონმა თავისი ძენი.
9
მივაღწევინებ მშობიარობამდე და არ ვამშობიარებ?“ – ამბობს უფალი. – „მე შემიძლია გამოვიწვიო და შევწყვიტო შობა!“ – ამბობს შენი ღმერთი. –
10
გაიხარეთ იერუსალიმთან ერთად გაიხარეთ მასთან სიხარულით ყველამ, ვინც მასზე მგლოვიარენი ხართ!
11
რათა მოწოვოთ და გაძღეთ მისი ნუგეშისმცემელი ძუძუთი, რათა წოვოთ და დაამდეთ მისი დიდების დვრილისაგან.
12
რადგან ასე თქვა უფალმა: და მოვარდნილ ღელესავით ხალხთა დიდებას; და გამოიკვებებით, ჩვილებივით იქნებით ტარებულნი და მუხლებზე ნალოლიავებნი.
13
როგორც დედა სცემს ნუგეშს თავის შვილს, ისე მე გცემთ თქვენ ნუგეშს და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი.
14
და დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული, თქვენი ძვლები ბალახივით აბიბინდება და გამოეცხადება უფლის ხელი მის მსახურთ, და თავის მტრებს განურისხდება.
15
რადგან უფალი ცეცხლში მოვა და გრიგალივითაა მისი ეტლები, რათა მიაქციოს მძვინვარებაში თავისი რისხვა და თავისი წყრომა ცეცხლის ალებში.
16
რადგან უფალი განსჯის ცეცხლით და თავისი მახვილით და ბევრნი იქნებიან უფლის დახოცილნი.
17
ისინი, ვინც წმიდავდებიან და სუფთავდებიან ჭალებში წასასვლელად, ვინც მის შუაგულში ჭამენ ღორის ხორცს, სისაძაგლეს და თაგვებს, ერთიანად მოისპობიან!“ – სიტყვა უფლისა. –
18
„მე ვიცი მათი საქმენი და ფიქრები. მოდის დრო ყველა ხალხისა და ყველა ენის შეკრებისა, და მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას.
19
და მე მივცემ მათ ნიშანს და გავგზავნი მათგან გადარჩენილებს ხალხებთან თარშიშში, ფულში და ლუდში, მშვილდის დამჭიმველთ – თუბალში და იაბანში, შორეულ ნაპირებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი და არ უნახავთ ჩემი დიდება. და აუწყებენ ჩემს დიდებას ხალხებში.
20
ისინი მოიყვანენ თქვენს ყველა ძმას ყოველი ხალხიდან ძღვნად უფლისადმი, ცხენებით და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებითა და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში!“ – ამბობს უფალი. – „როგორც ისრაელიანებს მოაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლით უფლის სახლში.
21
და მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად!“ – ამბობს უფალი. –
22
„რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე,“ – სიტყვა უფლისა, – „ასევე დადგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი.
23
და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემლად ჩემს წინაშე!“ – ამბობს უფალი. –
24
„და გავლენ და დაინახავენ ჩემგან განდგომილ ადამიანთა გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და იქნებიან ისინი სისაძაგლედ ყოველი ხორციელისათვის!“
← Chapter 65
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66
Recommended Reading
Commentary
Isaiah Commentaries
→
Devotional
Isaiah Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→