bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 1
1 Samuel 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 2 →
1
იყო ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან, ეფრემის მთებიდან, რომელსაც ერქვა ელკანა, ძე იეროხამისა, ძისა ელიჰუსი, ძისა თოხუსი, ძისა ცუფისა ეფრათელისა.
2
და ორი ცოლი ჰყავდა მას. ერთს ერქვა ხანა, მეორეს – ფენინა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო.
3
ყოველწლიურად ადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან ცაბაოთ უფლისათვის თაყვანის საცემად და მსხვერპლის შესაწირად შილოში, სადაც ყელის ორი ვაჟი: ხოფნი და ფინეხასი, უფლის მღვდლები იყვნენ.
4
იმ დღეს, როცა ელკანას უწევდა მსხვერპლის შეწირვა, იგი წილს აძლევდა ხოლმე ფენინას, თავის ცოლს, და მის ვაჟებსა და ასულებს.
5
ხანას კი განსაკუთრებულ ნაჭერს უძღვნიდა, რადგან უყვარდა ხანა, თუმცა კი საშო დაეხშო მისთვის უფალს.
6
და ამის გამო ხანას მისი მოზიარე ფენინა თავს აბეზრებდა და აღიზიანებდა.
7
ასე ხდებოდა ყოველწლიურად, როცა კი ხანა უფლის სახლში ადიოდა. ფენინა ამწარებდა მას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა.
8
და უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: „ხანა, რატომ ტირი და რატომ არაფერს ჭამ? რასა დარდობს შენი გული? ათ შვილს გერჩივნოს ჩემი თავი!“
9
შილოში პურობის შემდეგ ადგა ხანა სუფრიდან და უფლის წინაშე წარსდგა. ყელი მღვდელი უფლის ტაძრის ზღურბლთან საკარცხულზე იჯდა.
10
სულგამწარებული შეევედრა იგი უფალს და ცხარედ ატირდა.
11
აღთქმა დაუდო და უთხრა: „ცაბაოთ უფალო, თუ მოხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს და ძეს უწყალობებ, უფალს მივუძღვნი მას მსახურად. ვიდრე ცოცხალი იქნება, სამართებელი არ შეეხება მის თავს.“
12
და აკვირდებოდა ყელი მღვდელი უფლის წინაშე დიდხანს მლოცველი ქალის ბაგეებს.
13
რაკი ხანა გულში ლაპარაკობდა, მხოლოდ ბაგეებს ამოძრავებდა და ხმა კი არ ისმოდა, მთვრალიაო, იფიქრა ყელიმ.
14
უთხრა მას: „სანამ უნდა იყო მთვრალი? გამოიფხიზლე ღვინისგან!“
15
ხოლო ხანამ მიუგო: „არა, ჩემო ბატონო; მე ერთი სულგამწარებული ქალი ვარ. ღვინო და თაფლუჭი არ მისვამს, უფლის წინაშე განვჰფენ ჩემს სულს;
16
უღირსი დედაკაცი არ გეგონოს შენი მხევალი. მხოლოდ დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენ ხანს.“
17
მიუგო ყელიმ და უთხრა: „მშვიდობით გევლოს, დაე, ისრაელის ღმერთმა ისმინოს შენი ვედრება და აგისრულოს სათხოვარი.“
18
უთხრა ქალმა: „მადლი უპოვია შენს მხევალს შენს თვალში.“ და წავიდა ქალი თავისი გზით. საჭმელი ჭამა და აღარ ჰქონია სახე უწინდებურად დამწუხრებული.
19
მეორე დღეს დილაადრიანად ადგნენ ისინი, თაყვანი სცეს უფალს, დაბრუნდნენ რამაში, მივიდნენ შინ და შეიცნო ელკანამ ხანა, თავისი ცოლი, და მოხედა უფალმა ხანას.
20
დაორსულდა ხანა, შვა ვაჟი და სახელად სამუელი უწოდა, რადგან ამბობდა ის: უფალს გამოვთხოვეო იგი.
21
წავიდა მისი ქმარი ელკანა მთელი თავისი სახლეულითურთ უფლისადმი ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირად და თავისი აღთქმის აღსასრულებლად.
22
მაგრამ ხანა არ წასულა, რადგან უთხრა თავის ქმარს: „როცა ბავშვს ძუძუს მოვწყვეტ, მაშინ წავიყვან, და წარსდგება ის უფლის წინაშე და სამუდამოდ იქ დარჩება.“
23
მიუგო ელკანამ, მისმა ქმარმა, და უთხრა: „ისე გააკეთე, როგორც გენებოს. დარჩი, ვიდრე ძუძუს მოსწყვეტდე, რადგან აგისრულა უფალმა თავისი სიტყვა.“ დარჩა ცოლი და ძუძუს აწოვებდა ბავშვს, სანამ არ მოსწყვიტა.
24
როცა ძუძუს მოსწყვიტა, წაიყვანა იგი უფლის სახლში, შილოში. თან ერთი სამწლიანი ზვარაკი, ერთი ეფა ფქვილი და ერთი ტიკი ღვინო წაიტანა; და მივიდა უფლის სახლში – შილოში; ჯერ ჩვილი იყო ყმაწვილი.
25
დაკლეს ზვარაკი და მიუყვანეს ყელის ყმაწვილი.
26
მიესალმა ქალი ყელი მღვდელს: „იცოცხლე, ჩემო ბატონო! მე ის ქალი ვარ, აქ რომ ვიდექი შენს ახლოს და უფალს ვევედრებოდი.
27
ამ ყმაწვილის გამო ვევედრებოდი და აჰა, ამისრულა უფალმა, რასაც ვთხოვდი.
28
ამიტომაც უფალს ვაძლევ მას, რათა მას ემსახუროს მთელი მისი სიცოცხლე.“ და თაყვანი სცა იქ უფალს.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31