bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 17
1 Samuel 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 18 →
1
და შეჰყარეს ფილისტიმელებმა საომრად ლაშქარი, და შეიკრიბნენ იუდას სოქოში და დაიბანაკეს სოქოსა და ყაზეკას შორის, ეფეს-დამიმში.
2
ასევე საული და ისრაელიანებიც შეიყარნენ და დაბანაკდნენ მუხის ველზე, და დაეწყვნენ ფილისტიმელებთან საომრად.
3
ფილისტიმელები ერთი მთის კალთაზე იდგნენ, ისრაელიანები – მეორე მთისა, მათ შუა კი ღელე იყო.
4
და გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, გათელი. სიმაღლე ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი ჰქონდა,
5
თავზე ბრინჯაოს მუზარადი ეხურა და ჯაჭვის ჯავშანი ეცვა. ჯავშნის წონა 5 ათასი შეკელი იყო.
6
ფეხებზე ბრინჯაოს საბარკულები ეკეთა და მხარზე ბრინჯაოს ჰოროლი გაედო.
7
და მისი შუბის ბუნი საქსელე ლილვის სიმსხო იყო, ხოლო შუბის პირი ექვსას რკინის შეკელს იწონიდა. მას წინ ფარისმტვირთველი მოუძღოდა.
8
და მოდგა იგი და უკიოდა ისრაელიანთა რაზმებს: „რატომ გამოხვედით საომრად? მე ფილისტიმელთათვის ვიბრძვი, თქვენ კი საულის მონები ხართ? გამოარჩიეთ თქვენში კაცი, ჩამოვიდეს ჩემთან;
9
თუ ის გაიმარჯვებს ჩემთან ბრძოლაში და დამამარცხებს, ჩვენ თქვენი მსახურნი გავხდებით. თუ მე გავიმარჯვებ მასთან ბრძოლაში და დავამარცხებ, თქვენ გაგვიხდებით მონებად და მსახურებად.“
10
და კვლავ დასძინა ფილისტიმელმა: „სირცხვილს ვაჭმევ დღეს ისრაელის რაზმებს! გამომიყვანეთ კაცი ვინმე და გვაბრძოლეთ ერთმანეთთან.“
11
როცა გაიგონეს საულმა და მთელმა ისრაელიანებმა ფილისტიმელის ეს მუქარა, დაფრთხნენ და მეტისმეტად შეშინდნენ.
12
დავითი იყო ძე იმ იუდას ბეთლემელი ეფრათელისა, რომელსაც სახელად იესე ერქვა და რომელიც რვა ვაჟის მამა იყო. ყველაზე ხნიერი მოხუცი იყო ის კაცი საულის დღეებში.
13
და წაჰყვა საულს ბრძოლაში იესეს სამი უფროსი ძე. ომში წასული მისი ვაჟების სახელები იყო: პირმშოსი – ელიაბი, მომდევნოსი – აბინადაბი, მესამესი – შამა.
14
დავითი კი ნაბოლარა იყო; სამი უფროსი ძმა რომ საულს წაჰყვა,
15
დავითი საულისგან ბეთლემში დაბრუნდა, რათა მამამისის ცხვარი ემწყემსა.
16
40 დღის განმავლობაში გამოდიოდა დილა-საღამოს ის ფილისტიმელი.
17
და უთხრა იესემ დავითს, თავის ძეს: „აიღე ეს ერთი ეფა ქუმელი, ეს ათი პური, და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში.
18
ხოლო ეს ათი თავი ყველი ათასისთავს წაუღე. და ნახე, მშვიდობით თუ არიან და მოიტანე მათი ამბავი.“
19
საული და ისინი, და ისრაელის ყველა მამაკაცი მუხის ველზე იყვნენ და ემზადებოდნენ ფილისტიმელებთან საომრად.
20
დილაადრიანად ადგა დავითი, ფარა ყარაულს ჩააბარა, ტვირთი აიღო და წავიდა, როგორც იესემ უბრძანა, და მიადგა ბანაკს. ჯარი ირაზმებოდა და საბრძოლო ყიჟინას იწყებდა.
21
და დაეწყვნენ ისრაელიანები და ფილისტიმელები, რაზმი რაზმის პირისპირ.
22
და ჩააბარა დავითმა თავისი ტვირთი აღალის გუშაგს და მიაშურა რაზმს. მივიდა და მშვიდობით მოიკითხა თავისი ძმები.
23
ის მათთან ლაპარაკში იყო, რომ, აჰა, გამოვიდა ფილისტიმელთა რაზმიდან მორკინალი, სახელად გოლიათი, გათელი ფილისტიმელი. ფილისტიმელთა ლაშქრის წინ დაიწყო სიარული და წინანდებურად ალაპარაკდა. დავითმა ყველაფერი გაიგონა.
24
და როგორც კი დაინახეს ეს კაცი, დაფრთხნენ ისრაელიანები, რადგან მეტისმეტად შეშინდნენ.
25
და ამბობდა ერთი ისრაელიანი: „ხედავთ იმ კაცს, რომ გამოვიდა? ისრაელის ლაშქრის შესარცხვენად არის გამოსული. ვინც მას სძლევს, დოვლათით აავსებს მეფე, თავის ასულს მიათხოვებს ცოლად და მამამისის სახლს გაააზატებს ისრაელში.“
26
და ჰკითხა დავითმა მის ახლოს მდგარ კაცებს: „რა ბედი ეწევა კაცს, ვინც ამ ფილისტიმელს დაამარცხებს და სირცხვილს ააცილებს ისრაელიანთ? რადგან ვინ არის ეგ წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, ასეთ სირცხვილში რომ აგდებს დღეს ცოცხალი ღვთის რაზმებს?“
27
უთხრა მას ხალხმა იგივე სიტყვები: „ასეთი და ასეთი ბედი ეწევა კაცს, ვინც მას დაამარცხებს.“
28
და გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, ხალხს რომ ელაპარაკებოდა დავითი, და განურისხდა მას და უთხრა: „რისთვის ჩამოხვედი აქ? ვის დაუტოვე ის უბადრუკი ფარა უდაბნოში? კარგად ვიცი შენი ამპარტავნებისა და ავგულობის ამბავი, რადგან შენი თავნებობით ხარ ბრძოლის საყურებლად წამოსული!“
29
და უპასუხა დავითმა: „ისეთი რა გავაკეთე ახლა? მხოლოდ ერთი სიტყვა არა ვთქვი?“
30
და სხვა მხარეს გატრიალდა მისგან და იგივე იკითხა. იგივე უპასუხა ხალხმა, რაც სხვებმა უთხრეს.
31
და გაიგონეს დავითის ნათქვამი სიტყვები და მიუტანეს საულს; და მოაყვანინა იგი საულმა.
32
და უთხრა დავითმა საულს: „გული ნურავის შეუდრკება მის წინაშე. წავა შენი მსახური და შეებრძოლება ამ ფილისტიმელს.“
33
და უთხრა საულმა დავითს: „ვერ გახვალ საომრად მაგ ფილისტიმელთან, რადგან შენ ყმაწვილი ხარ, ის კი მებრძოლია სიყრმიდანვე.“
34
და უთხრა დავითმა საულს: „შენი მსახური თავისი მამის ფარას მწყემსავდა; და როცა დამეცემოდა ლომი ან დათვი და ფარიდან ცხვარს მომტაცებდა,
35
გავეკიდებოდი, დავეცემოდი და ნადავლს პირიდან ვგლეჯდი. ხოლო თუ შემომიტევდა, ყბებში ჩავავლებდი ხელს და ვკლავდი.
36
ლომსაც და დათვსაც ამარცხებდა შენი მსახური. ამ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივე დაემართება, რადგან სირცხვილში აგდებს იგი ცოცხალი ღვთის რაზმებს.“
37
და თქვა დავითმა: „უფალი, რომელსაც დავუხსნივარ ლომისა და დათვისაგან, ახლაც დამიხსნის ამ ფილისტიმელისაგან.“ და უთხრა საულმა დავითს: „მიდი, უფალი იყოს შენთან!“
38
და შემოსა საულმა დავითს თავისი საკუთარი აბჯარი და დაადგა თავზე მუზარადი ბრინჯაოსი, და ჯავშანი ჩააცვა.
39
და შემოირტყა დავითმა საულის მახვილი აბჯარს ზემოდან და სიარული ვეღარ შეძლო, რადგან მიჩვეული არ იყო ამგვარ აღჭურვილობას. და უთხრა დავითმა საულს: „არ შემიძლია ამით სიარული, რადგან არა ვარ ნაჩვევი.“ და ჩამოიხსნა ისინი დავითმა.
40
და აიღო ხელში თავისი კომბალი, გამოარჩია ხუთი რიყის ქვა და ჩაიყარა მწყემსის გუდაში, რომელიც თანა ჰქონდა. და შურდულით ხელში გავიდა ფილისტიმელთან.
41
და გამოვიდა ფილისტიმელიც, წამოვიდა დავითისაკენ და უახლოვდებოდა; წინ ფარისმტვირთველი მოუძღოდა მას.
42
და დაინახა ფილისტიმელმა დავითი და სასაცილოდ აიგდო, რადგან ყმაწვილი იყო იგი, წითური და თვალად ლამაზი შესახედავი.
43
და უთხრა ფილისტიმელმა დავითს: „ძაღლი ხომ არა ვარ, კეტით რომ გამოდიხარ ჩემთან.“ და დაწყევლა ფილისტიმელმა დავითი თავისი ღმერთის სახელით.
44
და უთხრა ფილისტიმელმა დავითს: „ახლოს მოდექი, რომ ცის ფრინველსა და ველის ნადირს მივცე შენი ხორცი საჯიჯგნად.“
45
და უთხრა დავითმა ფილისტიმელს: „შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით, რომელიც შენ შეურაცხევ.
46
დღეს ჩაგაგდებს უფალი ჩემს ხელში, და დაგამარცხებ; თავს მოგაცლი, და შენს მძორს და ფილისტიმელთა მხედრობის მძორებს ცის ფრინველთ და მიწის მხეცებს მივცემ საჯიჯგნად, და შეიტყობს მთელი ქვეყანა, რომ ისრაელს ჰყავს ღმერთი;
47
და შეიტყობს მთელი ეს კრებული, რომ უფალი არა მახვილითა და შუბით იხსნის, და, რომ უფლისა არის ეს ბრძოლა, და ის ჩაგვიგდებს ხელში თქვენს თავს.“
48
როცა აღიმართა ფილისტიმელი და წამოვიდა და უახლოვდებოდა დავითს, ისწრაფა დავითმა და გაიქცა მწყობრისკენ ფილისტიმელთან შესახვედრად.
49
ჩაყო ხელი დავითმა გუდაში, ამოიღო იქიდან ქვა, სტყორცნა შურდული და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს. შუბლში ჩაეჭედა ქვა და პირქვე დაემხო ფილისტიმელი.
50
და სძლია დავითმა ფილისტიმელს შურდულითა და ქვით. დაამარცხა და მოკლა იგი. და მახვილი არ სჭერია დავითს ხელში.
51
მიირბინა დავითმა და თავზე დაადგა ფილისტიმელს, აიღო მისი მახვილი, ქარქაშიდან ამოაძრო და მოკლა იგი და მოსჭრა თავი. და როცა დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მკვდარი იყო მათი გმირი, გაიქცნენ.
52
მაშინ წამოიშალნენ ისრაელისა და იუდას კაცები, საბრძოლო ყიჟინა ატეხეს და სდიეს ფილისტიმელებს ხეობამდე და ყეკრონის კარიბჭეებამდე. და გზაზე ეცემოდნენ განგმირული ფილისტიმელები შაყარაიმიდან გათამდე, და ყეკრონამდე.
53
და მობრუნდნენ უკან ისრაელიანები ფილისტიმელთა დევნიდან და გაძარცვეს მათი ბანაკი.
54
და აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი და წაიღო იერუსალიმში, მისი საჭურველი კი თავის კარავში დააწყო.
55
როცა დაინახა საულმა ფილისტიმელის წინააღმდეგ მიმავალი დავითი, უთხრა აბნერს, თავის მხედართმთავარს: „ვისი შვილია ეს ყმაწვილი, აბნერ?“ და უთხრა აბნერმა: „შენს სიცოცხლეს ვფიცავ, არ ვიცი, მეფეო.“
56
თქვა მეფემ: „იკითხე, ვისი ძეა ეს ჭაბუკი.“
57
და როცა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ უკან ბრუნდებოდა, ხელი მოჰკიდა მას აბნერმა და წარუდგინა საულს. და ხელში ფილისტიმელის თავი ეჭირა.
58
უთხრა საულმა: „ვისი ძე ხარ, ყმაწვილო?“ უთხრა დავითმა: „შენი მსახურის, იესეს ძე ვარ, ბეთლემელის.“
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31