bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 10
1 Samuel 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 11 →
1
აიღო სამუელმა ზეთის ჭურჭელი, თავზე დაასხა საულს, ეამბორა და უთხრა: „აჰა, გცხო უფალმა თავისი სამკვიდროს მთავრად.
2
ახლა, როცა ჩემგან წახვალ, ორ კაცს შეხვდები რახელის საფლავთან, ბენიამინის საზღვრებში რომ არის, ცელცახში, რომლებიც გეტყვიან: ‘იპოვნეს ვირები, რომლების საძებრადაც შენ წახვედი. აჰა, დაავიწყდა მამაშენს ვირები და შენზე დარდობს: რა ვუყო ჩემ შვილსო?’
3
და როცა გასცდები ამ ადგილს და თაბორის მუხასთან მიხვალ, იქ შემოგხვდება ბეთელისკენ ღმერთთან მიმავალი სამი კაცი. ერთს სამი თიკანი მიჰყავს, მეორეს სამი პური მიაქვს, მესამეს – ტიკით ღვინო.
4
მშვიდობით მოგიკითხავენ და ორ პურს შემოგთავაზებენ, რომლებიც უნდა მიიღო მათი ხელიდან.
5
ამის შემდეგ გიბეყათ-ელოჰიმზე ახვალ, სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია. ქალაქში შესვლისას გორაკიდან ჩამომავალი წინასწარმეტყველთა გუნდი შემოგხვდება, რომელთაც წინ მოუძღვებიან ქნარის, დაფდაფის, სტვირისა და ებნის დაკვრით, თავად კი ქადაგებენ.
6
უფლის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად გაქადაგდები, სხვა კაცად გადაიქცევი.
7
როცა ყველა ეს ნიშნები აგიცხადდება, ისე მოიქეცი, როგორც მოახერხებ, რადგან ღმერთია შენთან.
8
ჩემზე წინ უნდა ჩახვიდე გილგალში და მეც მალე ჩამოვალ შენთან, რათა შევწირო სრულადდასაწველი მსხვერპლი და სამშვიდობო მსხვერპლი. შვიდ დღეს მელოდე, ვიდრე არ მოვალ შენთან და არ გაუწყებ, რაც უნდა გააკეთო.“
9
როგორც კი გატრიალდა საული სამუელისაგან წასასვლელად, სხვა გული ჩაუდო მას ღმერთმა და ყველა ნიშანი აუცხადდა იმავე დღეს.
10
ბორცვზე ასვლისას გამოემართა მისკენ წინასწარმეტყველთა გუნდი. გადმოვიდა მასზე ღვთის სული და ისიც მათთან ერთად აქადაგდა.
11
ყველა, ვინც მანამდე იცნობდა მას და ხედავდა ქადაგად დაცემულს, ამბობდა: „რა დაემართა კიშის ძეს? ნუთუ საულიც გაქადაგდა?“
12
თქვა პასუხად ერთმა იქაურმა კაცმა: „ვინ არის მათი მამა?“ ასე გაჩნდა გამოთქმა: „ნუთუ საულიც გაქადაგდა?“
13
როცა გაასრულა ქადაგება, გორაკზე ავიდა.
14
ჰკითხა საულის ბიძამ მას და მის მსახურს: „სად იარეთ?“ მათ მიუგს: „ვირების საძებნელად; და როცა იმედი გადავიწყვიტეთ, რომ ვერ ვიპოვნიდით, სამუელთან წავედით.“
15
და თქვა საულის ბიძამ: „მომიყევი, რა გითხრათ სამუელმა.“
16
უთხრა საულმა თავის ბიძას: „გამოგვიცხადა, იპოვნესო ვირები.“ ხოლო მეფობის ამბავი, სამუელმა რომ უთხრა, არ გაუმხელია მისთვის.
17
მოუხმო სამუელმა ხალხს უფალთან მიცფაში
18
და უთხრა ისრაელიანთ: „ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: ‘მე გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან, მე გიხსენით ეგვიპტელთა ხელიდან და ყველა სამეფოს ხელიდან, რომელიც კი გჩაგრავდათ;’
19
თქვენ კი დღეს უარყოფთ თქვენს ღმერთს, რომელმაც გიხსნათ ყველა უბედურებისა და გასაჭირისგან, რადგან ეუბნებით: მეფე დაგვისვიო! აბა, დადექით უფლის წინაშე თქვენ-თქვენი ტომებისა და საგვარეულოების მიხედვით.“
20
როცა სამუელმა უბრძანა ისრაელის ყველა ტომს სათითაოდ მოახლოება, ბენიამინის ტომს ხვდა წილი მისასვლელად.
21
და როცა ბენიამინის ტომს უბრძანა მისვლა საგვარეულოების მიხედვით, მატრის საგვარეულოს ხვდა წილი; და როცა მატრის საგვარეულოს უბრძანა მიახლოება კაცით-კაცამდე, საულს, კიშის ძეს ხვდა წილი. დაუწყეს ძებნა და ვერ იპოვეს.
22
კვლავ შეეკითხნენ უფალს: „კიდევ დარჩა კაცი მოსასვლელი?“ თქვა უფალმა: „აჰა, აღალს ეფარება.“
23
გაიქცნენ და გამოიყვანეს იქიდან. და როცა ის ხალხში ჩადგა, ერთი თავით მაღალი იყო სხვებზე.
24
და უთხრა სამუელმა მთელ ხალხს: „ხომ ხედავთ, ვინ აირჩია უფალმა? რადგან მთელს ხალხში არავინაა მისი მსგავსი.“ და შესძახა ხალხმა: „დღეგრძელი იყოს მეფე!“
25
გამოუცხადა სამუელმა ხალხს მეფის უფლებები და ჩაწერა წიგნში და უფლის წინაშე დადო. მერე დაითხოვა სამუელმა ხალხი, ყოველი მათგანი თავ-თავის სახლში.
26
საულიც წავიდა თავისი სახლისაკენ, გიბეყაში. მას თან გაჰყვა მამაცი ხალხი, რომელთა გულებსაც ღმერთი შეეხო.
27
ხოლო უმაქნისი ხალხი კი ამბობდა: ეგ ჩვენ როგორ გვიხსნისო? და შეიძულეს იგი და ძღვენი არ მიართვეს. საული კი თითქოს ვერაფერს ამჩნევდა.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31