bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 19
1 Samuel 19
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 20 →
1
და ეუბნებოდა საული იონათანს, თავის ძეს, და ყველა თავის მსახურს, მოეკლათ დავითი, მაგრამ იონათანს, საულის ძეს, ძლიერ უყვარდა დავითი
2
და შეატყობინა იონათანმა დავითს და უთხრა: „შენი მოკვლა უნდა მამაჩემს. ფრთხილად იყავი ხვალ დილით, სადმე დაიმალე.
3
მე კი გამოვალ და მამაჩემის გვერდით დავდგები მინდორში, სადაც შენ იქნები; შენზე ჩამოვუგდებ სიტყვას მამაჩემს; გავიგებ, რა უდევს გულში და შეგატყობინებ.“
4
გამოესარჩლა იონათანი დავითს საულთან, თავის მამასთან, და უთხრა: „ნუ დაიდებს მეფე თავისი მსახურის, დავითის ცოდვას, რადგან არაფერი დაუშავებია მას შენს წინაშე. სიკეთის მეტი არა უქნია რა შენთვის.
5
თავი სასიკვდილო საფრთხეში ჩაიგდო და ფილისტიმელი მოკლა, და კიდეც დიდი ხსნა მოუტანა უფალმა ისრაელს. და ხედავდი და ხარობდი. რისთვის უნდა შესცოდო უდანაშაულო სისხლის დაღვრით და უმიზეზოდ რატომ უნდა მოკლა დავითი?“
6
და გაუგონა საულმა იონათანის ხმას და დაიფიცა: ცოცხალი უფალია მოწმე, არ მოკვდებაო დავითი!
7
და მოიხმო იონათანმა დავითი და შეატყობინა ყველაფერი. და მიუყვანა იონათანმა დავითი საულს, და ძველებურად იყო ის მის წინაშე.
8
კვლავ დაიწყო ომი, გამოვიდა დავითი, შეებრძოლა ფილისტიმელებს და სასტიკად დაამარცხა ისინი, და გაურბოდნენ მას ფილისტიმელნი.
9
და იყო ბოროტი სული უფლისაგან საულზე, და ის შინ იჯდა შუბით ხელში, დავითი კი იქვე სიმებზე უკრავდა ხელით.
10
და უნდოდა საულს კედელზე მიეგმირა შუბით, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელს შეერჭო შუბი. დავითი კი გაიქცა და გადაურჩა სიკვდილს იმ ღამით.
11
და მიუჩინა საულმა დავითის სახლს გზირები, რათა დადარაჯებოდნენ მას და მოეკლათ დილით. და შეატყობინა ეს ამბავი დავითს მიქალმა, მისმა ცოლმა, და უთხრა: თუ ამაღამ არ იხსნი თავს, ხვალ უეჭველად მოგკლავენო.
12
და სარკმლიდან ჩაუშვა მიქალმა დავითი. და წავიდა იგი, გაიქცა და გადარჩა.
13
აიღო მიქალმა თერაფიმი და საწოლზე დადო, სასთუმლად თხისური დაუგო და სამოსლით დაბურა.
14
და გაგზავნა საულმა გზირები დავითის შესაპყრობად. მიქალმა კი თქვა: ავად არისო.
15
და გაგზავნა საულმა გზირები დავითის სანახავად და თქვა: „თავის საწოლიანად წამოიყვანეთ, რათა მოვკლათ.“
16
და მივიდნენ გზირები და აჰა, თერაფიმია საწოლზე და თხისური უგია სასთუმლად.
17
მაშინ უთხრა საულმა მიქალს: „ასე რატომ მომატყუე და რატომ გაუშვი ჩემი მტერი, რომ გადარჩენილიყო?“ და უთხრა მიქალმა საულს: „მითხრა: გამიშვი, თორემ მოგკლავო!“
18
გაიქცა დავითი და გადაირჩინა თავი. და მივიდა სამუელთან რამაში და ყველაფერი უამბო, რაც საულმა გაუკეთა. მაშინ წავიდნენ ის და სამუელი და ნაიოთში დადგნენ.
19
და შეატყობინეს საულს და უთხრეს: აჰა, ნაიოთში არისო დავითი, რამაში.
20
და გაგზავნა საულმა გზირები დავითის შესაპყრობად. როცა იხილეს მათ გაქადაგებული წინასწარმეტყველთა გუნდი და სამუელი, მათი ზედამდგომელი, ღვთის სულით აღივსნენ საულის გზირებიც და გაწინასწარმეტყველდნენ.
21
როცა ეს შეატყობინეს საულს, მან სხვა გზირები გაგზავნა, მაგრამ ისინიც გაწინასწარმეტყველდნენ; მესამედ გაგზავნა საულმა გზირები და ისინიც გაწინასწარმეტყველდნენ.
22
საული თავად გაემართა რამას და, ერთ დიდ ჭასთან რომ მივიდა, სექუში, იკითხა: „სად არიან სამუელი და დავითი?“ მიუგეს: „ნაიოთში არიან, რამაში.“
23
და გაემართა ის ნაიოთისკენ, რამას; და მასზედაც გადმოვიდა ღვთის სული და ისიც გაწინასწარმეტყველდა გზაში, ვიდრე მივიდოდა ნაიოთში, რამას.
24
მანაც შემოიძარცვა სამოსელი და ქადაგებდა სამუელის წინაშე. შიშველი ეგდო მიწაზე მთელი ის დღე და მთელი ის ღამე, ამიტომაც ამბობენ მას შემდეგ: მაშ, საულიც გაწინასწარმეტყველდაო?
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31