bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 3
1 Samuel 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 4 →
1
ყრმა სამუელი უფალს ემსახურებოდა ყელის წინაშე. იმ დღეებში იშვიათობას წარმოადგენდა უფლის სიტყვა. ხილვები არ იყო ხშირი.
2
ერთხელ, როცა ყელი თავის ადგილზე იწვა – უკვე თვალები დასნეულებული ჰქონდა და ვეღარ ხედავდა.
3
ღვთის სანთელი ჯერ არ ჩამწვარიყო. და სამუელი იწვა საწმიდარში, უფლის კიდობნის ახლოს.
4
და დაუძახა უფალმა სამუელს. და გაეპასუხა ის: „აჰა, მე აქა ვარ!“
5
და მიირბინა ყელისთან და უთხრა: „აჰა, მოვედი, რომ დამიძახე.“ ხოლო მან უთხრა: „არ დამიძახიხარ, წადი და დაიძინე.“ ისიც წავიდა და დაწვა.
6
კვლავ მოუწოდა უფალმა: „სამუელ!“ ადგა სამუელი, მივიდა ყელისთან და უთხრა: „აჰა, მოვედი, რომ დამიძახე.“ ხოლო მან უთხრა: „არ დამიძახიხარ, შვილო, წადი და დაწექი.“
7
ჯერ არ იცნობდა სამუელი უფალს, რადგან ჯერ არ გამოსცხადებოდა მას უფლის სიტყვა.
8
მესამედ დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა ის, მივიდა ყელისთან და უთხრა: „აჰა, მოვედი, რომ დამიძახე.“ მიხვდა ყელი, რომ უფალი უხმობდა ყმაწვილს.
9
და უთხრა ყელიმ სამუელს: „წადი და დაწექი. და თუ ის დაგიძახებს, ასე უპასუხე: მიბრძანე, უფალო, რადგან გისმენს-თქო შენი მსახური.“ წავიდა სამუელი და დაწვა თავის ადგილას.
10
მოვიდა უფალი და დადგა, და კვლავ დაუძახა წეღანდელივით: „სამუელ, სამუელ!“ და უთხრა სამუელმა: „ბრძანე, რადგან გისმენს შენი მსახური!“
11
და უთხრა უფალმა სამუელს: „აჰა, ისეთ რამეს მოვახდენ ისრაელში, რომლის მსმენელსაც ყურები დაუყრუვდება.
12
იმ დღეს აღვასრულებ ყელიზე ყველაფერს, რაც მისი სახლის წინააღმდეგ ვთქვი თავიდან ბოლომდე.
13
ხომ გამოვუცხადე, რომ საუკუნოდ დავსჯიდი მის სახლს იმ უკეთურების გამო, რომლის შესახებაც მან იცოდა – უკეთურობდნენ მისი ძენი და მან არ ალაგმა ისინი.
14
ამიტომაც დავუფიცე ყელის სახლს, არც მსხვერპლით და არც პურეულის ძღვენით არ გამოისყიდება-მეთქი უკუნისამდე მისი სახლის უკეთურება.“
15
გათენებამდე იწვა სამუელი და მერე გააღო უფლის ტაძრის კარი. სამუელს ეშინოდა, რომ ყელისთვის გაემხილა ეს ხილვა.
16
და დაუძახა ყელიმ სამუელს და უთხრა: „სამუელ, შვილო!“ მან მიუგო: „აჰა, აქა ვარ.“
17
უთხრა ყელიმ: „მითხარ ის სიტყვა, რაც შენს მიმართ იყო წუხელ და ნურაფერს დამიმალავ, თორემ ღმერთი ამას და ამას გიზამს და უარესსაც, თუ დამიმალავ და არ მიამბობ ყველაფერს, რაც შენ გითხრეს.“
18
უამბო სამუელმა ყველაფერი და არაფერი დაუმალავს მისთვის. ხოლო ყელიმ თქვა: „უფალია ის, იყოს მისი ნებისამებრ.“
19
იზრდებოდა სამუელი და უფალი იყო მასთან. არ გაცუდებულა არც ერთი ის სიტყვა, რაც უფალმა უთხრა სამუელს.
20
შეიტყო მთელმა ისრაელმა, დანიდან ბეერ-შებაყამდე, რომ სამუელი უფლის წინასწარმეტყველი გახდა.
21
კვლავ გამოცხადდებოდა ხოლმე უფალი შილოში მას შემდეგ, რაც სამუელს მოევლინა უფლის სიტყვით.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31