bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 22
1 Samuel 22
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 23 →
1
და წავიდა იქიდან დავითი და ყადულამის მღვიმეს შეაფარა თავი. და გაიგეს ეს ამბავი მისმა ძმებმა და მამამისის მთელმა სახლმა და ჩავიდნენ მასთან.
2
და იკრიბებოდა მასთან ყოველი შეჭირვებული, ყოველი დავალიანებული, ყოველი სულგამწარებული, და უფროსად გაუხდა იგი მათ. ასე შეიკრიბა მასთან 400 კაცი.
3
და წავიდა იქიდან დავითი მიცფეში, მოაბელთა ქვეყანაში. და უთხრა მოაბელთა მეფეს: „შეიფარეთ მამაჩემი და დედაჩემი, ვიდრე გავიგებ, რას მიპირებს ღმერთი.“
4
და მიიყვანა ისინი მოაბელთა მეფის წინაშე. და დარჩნენ ისინი მასთან, ვიდრე დავითი იმ თავშესაფარში იმყოფებოდა.
5
უთხრა წინასწარმეტყველმა გადმა დავითს: „ნუ დარჩები ამ კლდეებში, ადექი და იუდას ქვეყანაში წადი.“ და წავიდა დავითი და მივიდა ხერეთის ტყეში.
6
და შეიტყო საულმა, რომ გამოჩნდა დავითი თავისი ხალხითურთ. საული მაშინ გიბეყაში იჯდა, მთაზე, იალღუნის ქვეშ, ხელში შუბი ეჭირა და თავს მსახურები ადგნენ.
7
უთხრა საულმა მასთან მყოფ მსახურთ: „ისმინეთ, ბენიამინელნო, ნუთუ ყველას ჩამოგირიგებთ იესეს ძე ყანებსა და ვენახებს, ყველას დაგნიშნავთ ათასისთავებად და ასისთავებად,
8
ჩემს წინააღმდეგ რომ შეითქვით ყველანი და არ გამიმხილეთ, კავშირი თუ ჰქონდა შეკრული ჩემს შვილს იესეს ძესთან? რომ არავინ შემიცოდეთ და არ გამიმხილეთ, ჩემი შვილი თუ მიმხედრებდა ჩემს მსახურს, როგორც დღეს გაცხადდა?“
9
და მიუგო დოეგ ედომელმა, საულის მსახურებთან ერთად რომ იდგა, და უთხრა: „მე ვნახე იესეს ძე, როცა ნობში მოვიდა ახიმელექთან, ახიტუბის ძესთან,
10
რომელიც უფალს შეეკითხა მის გამო, და საზრდოც მისცა და ფილისტიმელი გოლიათის მახვილიც.“
11
და გააგზავნა მეფემ და დაიბარა ახიმელექ მღვდელი, ძე ახიტუბისა, და მამამისის მთელი სახლი და ნობში მყოფი მღვდლები. და მოვიდნენ მეფესთან ყველანი.
12
და უთხრა საულმა: „ყური მიგდე, ახიტუბის ძევ!“ და მიუგო: „გისმენ, ჩემო ბატონო.“
13
და უთხრა საულმა: „რად შეჰკარით კავშირი ჩემს წინააღმდეგ შენ და იესეს ძემ, პური და მახვილი რომ მიეცი მას და ღმერთს რომ შეეკითხე მის გამო და რომ ის აღდგა ჩემს წინააღმდეგ და მეურჩება, როგორც დღეს გაცხადდა?“
14
და მიუგო ახიმელექმა მეფეს: „ვინ არის დავითივით ერთგული შენს მსახურთა შორის? მეფის სიძე, შენი მსახური და შენს სახლში პატივდებული?
15
განა დავიწყებდი მისთვის მკითხაობას ღმერთთან? შორს ჩემგან! ნურაფერში დაადანაშაულებს მეფე თავის მსახურს და მამაჩემის მთელს სახლს, რადგან ამ საქმისა არაფერი არ იცის შენმა მსახურმა, არც მცირე, არც დიდი.“
16
და თქვა მეფემ: „ახიმელექ, სიკვდილით უნდა მოკვდე შენ, შენ და მამაშენის მთელი სახლი!“
17
და უთხრა მეფემ მცველებს, მის წინაშე რომ იდგნენ: „წადით და დახოცეთ უფლის მღვდლები, რადგან დავითის მხარეს არიან, იცოდნენ, რომ გარბოდა და არ შემატყობინეს.“ მაგრამ არ უნდოდათ მეფის მსახურთ ხელი აღემართათ უფლის მღვდლების დასახოცად.
18
და უთხრა მეფემ დოეგს: „შენ წადი და დახოცე მღვდლები.“ და წავიდა დოეგ ედომელი და დაესხა მღვდლებს და მოკლა იმ დღეს სელის ეფოდით შემოსილი 85 კაცი.
19
და მახვილის პირით მოსრა ნობი, მღვდელთა ქალაქი; კაცი და ქალი, ყმაწვილები და ძუძუთა ბავშვები, აგრეთვე ხარი, სახედარი და ცხვარი გაჟლიტა მახვილის პირით.
20
და გადარჩა მხოლოდ ახიმელექის, ახიტუბის ძის, ერთი ძე, სახელად აბიათარი, და გაიქცა იგი დავითთან.
21
და აუწყა აბიათარმა დავითს, რომ დახოცა საულმა უფლის მღვდლები.
22
და უთხრა დავითმა აბიათარს: „მივხვდი იმ დღეს, როცა დოეგ ედომელი იქ იყო, რომ უეჭველად ამბავს მიუტანდა საულს, ჩემზეა მამაშენის სახლის მთელი სისხლი.
23
ჩემთან დარჩი, ნუ გეშინია, ვინც ჩემს სიცოცხლეს ეძებს, ის შენს სიცოცხლესაც ეძებს. ჩემთან არაფერი გაგიჭირდება.“
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31