bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 5
1 Samuel 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 6 →
1
წაიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და ებენყეზერიდან აშდოდში მიიტანეს.
2
აიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და შეიტანეს დაგონის ტაძარში, და გვერდით დაუდგეს დაგონს.
3
და როცა მეორე დღეს დილაადრიანად ადგნენ აშდოდელები, ნახეს, რომ უფლის კიდობნის წინ პირქვე გდია დაგონი. ააყენეს დაგონი და კვლავ თავის ადგილას დადგეს.
4
და როცა ადგნენ შემდეგ დღეს დილაადრიანად, ნახეს, რომ პირქვე გდია დაგონი უფლის კიდობნის წინ. დაგონის მოგლეჯილი თავი და ხელ-ფეხი ყრია ზღურბლთან, მარტო ტანიღა შერჩენია.
5
ამიტომაც ერიდებიან აშდოდში დაგონის ქურუმები და დაგონის ტაძარში შემსვლელნი დაგონის ზღურბლზე დაბიჯებას დღემდე.
6
დამძიმდა უფლის ხელი აშდოდელებზე – ანადგურებდა და გვემდა მათ ბუგრებით მთელს აშდოდსა და მის შემოგარენში.
7
როცა ხედავდნენ აშდოდის მკვიდრნი, რაც ხდებოდა, ამბობდნენ: „არ უნდა დარჩეს ჩვენთან ისრაელის ღვთის კიდობანი, რადგან მძიმეა მისი ხელი ჩვენზე და დაგონზე, ჩვენს ღმერთზე.“
8
მათ გაგზავნეს და შეკრიბეს თავისთან ყველა ფილისტიმელი მთავარი და იკითხეს: „რა ვუყოთ ისრაელის ღვთის კიდობანს?“ მათ თქვეს: „გათში წაიღეთ ისრაელის ღვთის კიდობანი.“ და გადაიტანეს ისრაელის ღვთის კიდობანი გათში.
9
მას შემდეგ, რაც მიიტანეს იგი, უფლის ხელი იყო ქალაქზე, ატყდა დიდი ჩოჩქოლი; გვემა უფალმა ქალაქის მკვიდრნი დიდიან-პატარიანად, და ბუგრები გამოაჩნდა ხალხს.
10
და გაგზავნეს ღვთის კიდობანი ყეკრონს. როცა მივიდა ყეკრონში ღვთის კიდობანი, აყვირდნენ ყეკრონელები და ამბობდნენ: „მოგვიტანეს ისრაელის ღვთის კიდობანი, რომ ამოგვხოცონ ჩვენცა და ჩვენი ხალხიც!“
11
შეუთვალეს და შეკრიბეს ფილისტიმელთა ყველა მთავარი და თქვეს: „დააბრუნეთ ისრაელის ღვთის კიდობანი თავის ადგილას, რომ არ ამოგვხოცოს ჩვენცა და ჩვენი ხალხიც!“ რადგან მომაკვდინებელი შიშის ზარი იყო მთელს ქალაქში, მეტისმეტად დამძიმდა მათზე უფლის ხელი.
12
და ის, ვინც სიკვდილს გადაურჩა, ბუგრით იგვემებოდა, და ცას სწვდებოდა ქალაქის ღაღადისი.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31