bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 21
1 Samuel 21
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 22 →
1
და მივიდა დავითი ნობში ახიმელექ მღვდელთან. შეშინებული გამოეგება ახიმელექი დავითს და უთხრა: „მარტო რატომ ხარ? რატომ არავინ გახლავს?“
2
და მიუგო დავითმა ახიმელექ მღვდელს: „საქმე დამავალა მეფემ და მითხრა: არავინ იცოდეს, რა საქმეა, რაზედაც გაგზავნი და რასაც გავალებო. ამიტომაც ამა და ამ ადგილას დავიბარე ხალხი.
3
და ახლა, რაც ხელთ გაქვს, მომეცი: ხუთიოდე პური, და თუ სხვაც რაიმე მოგეძიება.“
4
და მიუგო აბიმელექმა დავითს და უთხრა: „ჩვეულებრივი პური არა მაქვს ახლა ხელთ, მხოლოდ წმიდა პური მაქვს. ოღონდ თუ ქალებს არ გაჰკარებიან ეს ჭაბუკები.“
5
მიუგო დავითმა მღვდელს და უთხრა: „ქალები აკრძალული გვქონდა მას შემდეგ, რაც გზას ვადგავარ, და ჩემი მსახურების ჭურჭლებიც წმიდაა; ეგ პურიც სადაგად ჩაითვლება, რადგან დღეს ხომ ახალი უნდა იკურთხოს ჭურჭელში.“
6
და მისცა მას მღვდელმა წმიდა პური, რადგან არ იყო იქ სხვა პური, გარდა საწინაშეო პურებისა, რომლებიც აელაგებინათ უფლის სახის წინაშე, რათა მათ ნაცვლად ახალი პურები დაეწყოთ.
7
და იყო იქ იმ დღეს უფლის წინაშე საულის ერთი მსახურთაგანი, კაცი, სახელად დოეგი, ედომელი, საულის მწყემსების სარქალი.
8
და უთხრა დავითმა ახიმელექს: „ხომ არ გაქვს აქ ხელთ შუბი ან მახვილი? რადგან არც მახვილი წამომიღია და არც სხვა რამ საჭურველი, ისე სასწრაფო იყო მეფის დავალება.“
9
და უთხრა მღვდელმა: „იმ ფილისტიმელი გოლიათის მახვილია აქ, მუხის ველზე რომ დაამარცხე. აგერ დევს, ეფოდის უკან, მოსასხამში გახვეული. თუ წაღება გინდა, წაიღე, რადგან მის გარდა სხვა არაფერი გვაქვს.“ და თქვა დავითმა: „იმას არაფერი შეედრება, მომეცი.“
10
და ადგა დავითი და გაიქცა იმ დღეს საულისგან, და მივიდა გათის მეფე აქიშთან.
11
უთხრეს აქიშის მსახურებმა მას: „ეს დავითი არ არის იმ ქვეყნის მეფე? ეს ის არ არის, რომელსაც როკვით უმღეროდნენ: საულმა სძლია ათასებს, დავითმა – 10 ათასებსო?“
12
და გულში ჩაიდო დავითმა ეს სიტყვები და ძლიერ ეშინოდა აქიშისა, გათის მეფისა.
13
სახე შეიშალა დავითმა მათ წინაშე, თავი მოიგიჟიანა: ალაყაფის კარებსა კაწრავდა და წვერებზე დუჟი ჩამოსდიოდა.
14
და უთხრა აქიშმა თავის მსახურთ: „ხომ ხედავთ, რომ შეშლილია ეს კაცი, რისთვის მოიყვანეთ ჩემთან?
15
შეშლილებიღა მაკლდნენ, რომ მოგეყვანათ და ეგიჟათ ჩემს წინაშე? ეს უნდა შემოსულიყო ჩემს სახლში?“
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31