bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 16
1 Samuel 16
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 17 →
1
და უთხრა უფალმა სამუელს: „როდემდის უნდა წუხდე საულზე? მე ხომ განვაყენე იგი ისრაელის მეფობისგან? აავსე რქა ზეთით და წადი; ბეთლემელ იესესთან გაგზავნი, რადგან მის ძეთა შორის დავიგულე ჩემთვის მეფე.“
2
და თქვა სამუელმა: „როგორ წავიდე? საულმა რომ გაიგოს, მომკლავს.“ და უთხრა უფალმა: „თან წაიყვანე ერთი დეკეული ნახირიდან და თქვი: უფლისთვის მსხვერპლის შესაწირად მოვედი-თქო.
3
მსხვერპლთან დაუძახე იესეს და მე გასწავლი, რაც უნდა გააკეთო, ზეთს სცხებ მას, ვისზეც გეტყვი.“
4
უფლის სიტყვისამებრ მოიქცა სამუელი და მივიდა ბეთლემს. ძრწოლით გამოეგებნენ ქალაქის უხუცესები და უთხრეს: „ხომ მშვიდობაა?“
5
და უპასუხა მან: „მშვიდობაა! მსხვერპლი მინდა შევწირო უფალს, ამიტომ მოვედი. განიწმიდენით და მსხვერპლთან წამომყევით.“ განწმიდა სამუელმა იესე და მისი ძენი და მსხვერპლთან მიიწვია.
6
და როცა მივიდნენ, შეხედა მან ელიაბს და გაიფიქრა: „აჰა, უფლის წინაშეა მისი ცხებული!“
7
და უთხრა უფალმა სამუელს: „ნუ უყურებ მის გარეგნობას, ნურც მის ახოვანებას, რადგან მე განვაყენე იგი, რადგან უფალი ადამიანი როდია, რომ თვალადობით განსჯიდეს, არამედ გულს უყურებს კაცისას.“
8
და მოუხმო იესემ აბინადაბს და სამუელის წინ გაატარა. და თქვა მან: „არც ეს აურჩევია უფალს.“
9
და ჩამოატარა იესემ შამა, და თქვა სამუელმა: „არც ეს არის უფლის რჩეული.“
10
ასე ჩამოატარა იესემ თავისი შვიდი ძე სამუელის წინაშე, მაგრამ უთხრა სამუელმა იესეს: „ამათგან არც ერთი არ აურჩევია უფალს.“
11
და ჰკითხა სამუელმა იესეს: „სულ ეს არიან შენი ყმაწვილები?“ და თქვა მან: „კიდევ დარჩა ამათ გარდა უმცროსი, მაგრამ ის ცხვარსა მწყემსავს.“ და უთხრა სამუელმა იესეს: „გააგზავნე და მოაყვანინე, რადგან მის მოსვლამდე ინახით ვერ დავსხდებით.“
12
გააგზავნა იესემ და მოაყვანინა ის. წითური იყო, ლამაზი თვალები ჰქონდა და სანდომიანი სახე. და უთხრა უფალმა სამუელს: „ადექი, სცხე მას, რადგან სწორედ ეს არის ის.“
13
და აიღო სამუელმა ზეთით სავსე რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. და დაივანა უფლის სულმა დავითზე იმ დღიდან მოყოლებული. ადგა სამუელი და წავიდა რამას.
14
და განეშორა საულს უფლის სული და აწვალებდა ბოროტი სული უფლისაგან.
15
და უთხრეს მისმა მსახურებმა საულს: „აჰა, ბოროტი სული გაშფოთებს შენ ღმერთისაგან.
16
უბრძანოს ჩვენმა ბატონმა შენს მსახურთ, მოძებნონ კაცი, ქნარზე დამკვრელი; და როცა შემოგაწვება ბოროტი სული ღმერთისაგან, ის დაუკრავს და შვება მოგეცემა.“
17
და უთხრა საულმა თავის მსახურთ: „მომიძებნეთ კაცი, კარგად რომ უკრავდეს ქნარზე, და მომიყვანეთ.“
18
და მიუგო ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: „აჰა, მინახავს ბეთლემელი იესეს ვაჟი, იცის ქნარზე დაკვრა, ქველი და მამაცი კაცია, სიტყვამჭევრი და ლამაზი, უფალია მასთან.“
19
და გაგზავნა საულმა მოციქულები იესესთან და დააბარა: გამომიგზავნე დავითი, შენი ვაჟი, ცხვარში რომ გყავსო.
20
და აჰკიდა იესემ სახედარს პური და ერთი ტიკი ღვინო, გამოიყვანა ერთი თიკანი და გაატანა დავითს, თავის ძეს, საულთან.
21
და მივიდა დავითი საულთან და დადგა მის წინაშე. და ძალზე შეიყვარა იგი საულმა და თავის საჭურველთმტვირთველად დანიშნა.
22
და გაუგზავნა საულმა იესეს კაცები, რომ ეთქვათ: „დარჩეს ჩემთან დავითი, რადგან მადლი ჰპოვა ჩემს თვალში.“
23
და როცა კი შემოაწვებოდა ბოროტი სული ღმერთისაგან საულს, აიღებდა დავითი ქნარს და უკრავდა, და შვებას გრძნობდა საული და უკეთ ხდებოდა, და შორდებოდა ბოროტი სული.
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31