bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 14
1 Samuel 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 15 →
1
გამოხდა ხანი და ერთ დღეს უთხრა იონათანმა, საულის ძემ, მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: „წამოდი, გავიდეთ ფილისტიმელთა მეციხოვნე ბანაკთან, გაღმა რომ არის.“ მამისთვის კი არაფერი უთქვამს.
2
საული გიბეყას ბოლოში იმყოფებოდა, ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში რომ დგას. თან ახლდა ხალხი – ექვსასამდე კაცი,
3
და ახია, ძე ახიტუბისა, ძისა იქაბოდისა, ძისა ფინეხასისა, ძისა ყელისა – უფლის მღვდელი რომ იყო შილოში და ეფოდს რომ ატარებდა. არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი.
4
და იმ ვიწროებს, საიდანაც იონათანს სურდა ფილისტიმელთა მეციხოვნეებთან გასვლა, აქეთ-იქიდან ორი ფრიალო კლდე ეკრა, ერთს ერქვა ბოცეცი, მეორეს – სენე.
5
ერთი კლდე ჩრდილოეთის მხრიდან იყო აღმართული, მიქმაშიდან, მეორე – სამხრეთის, გებაყიდან.
6
და უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: „წამოდი, გავიდეთ მაგ წინადაუცვეთელთა მეციხოვნეებთან, იქნებ უფალმა მოიმოქმედოს ეს ჩვენთვის და გაგვამარჯვებინოს, რადგან უფლისათვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს ხსნა, ბევრი ხალხით მოხდება ეს თუ მცირეთი.“
7
და უთხრა მას მისმა საჭურველთმტვირთველმა: „გააკეთე, რასაც გული გკარნახობს, წადი, აჰა, მეც შენთანა ვარ, როგორც შენი გული.“
8
და თქვა იონათანმა: „აჰა, ჩვენ გავალთ მაგ ხალხთან და დავენახვებით მათ.
9
თუ ასე გვეტყვიან: შეიცადეთ, ვიდრე ჩვენ თქვენთან მოვალთო, ადგილზე გავჩერდეთ და ნუ ავალთ მათთან.
10
და თუ ასე გვეტყვიან: ჩვენთან ამოდითო, ავიდეთ, რადგან ჩვენს ხელთ ჩაუგდია ისინი უფალს. ეს იქნება ჩვენთვის ნიშანი.“
11
და როცა დაენახვნენ ორივენი ფილისტიმელთა მეციხოვნეებს, თქვეს ფილისტიმელებმა: „აჰა, ებრაელები გამოდიან ხვრელებიდან, სადაც იმალებოდნენ.“
12
და გაეხმაურნენ მეციხოვნენი იონათანს და მის საჭურველთმტვირთველს და უთხრეს: „ამოდით ჩვენთან, რაღაცას გეტყვით!“ და უთხრა იონათანმა საჭურველთმტვირთველს: „მომყევი, რადგან ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელს.“
13
და ცოცვით ავიდა ზევით იონათანი, უკან მისი საჭურველთმტვირთველი მიჰყვა. და ეცემოდნენ ფილისტიმელები იონათანის წინაშე. მისი საჭურველთმტვირთველი კი მის უკან ხოცავდა მათ.
14
ეს პირველი შეტაკება იყო, რომლის დროსაც ოცამდე კაცს გაავლეს მუსრი იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ნახევარ ქცევა მიწაზე.
15
და შიშმა მოიცვა ბანაკი, ველი და მთელი ხალხი; თვით მარბიელნიც კი შეძრწუნდნენ, და შეიძრა მიწა და უფლის შიშმა დაისადგურა.
16
და საულის გუშაგებმა ბენიამინის გიბეყადან შეამჩნიეს ჩოჩქოლი ფილისტიმელთა ბანაკში.
17
და უთხრა საულმა თავისთან მყოფ ხალხს: „მოძებნეთ და ნახეთ, ვინ არის წასული ჩვენგან!“ და როცა მოძებნეს, აჰა, არც იონათანი ჩანს და არც მისი საჭურველთმტვირთველი.
18
და უთხრა საულმა ახიას: „ღვთის კიდობანი!“ რადგან ისრაელიანთა შორის იყო იმ დროს ღვთის კიდობანი.
19
და ვიდრე საული მღვდელს ელაპარაკებოდა, კიდევ უფრო იმატა აურზაურმა ფილისტიმელთა ბანაკში. უთხრა საულმა მღვდელს: „დაუშვი ხელი!“
20
და ყიჟინა დასცეს საულმა და მასთან მყოფმა მთელმა ხალხმა, და როცა ისინი ბრძოლის ველზე გავიდნენ, აჰა, ყოველი მახვილი აღმართულა თანამოძმის თავზე; დიდი არეულობაა.
21
მაშინ ის ებრაელები, უწინ რომ ფილისტიმელებთან იყვნენ და ყველგან თან დაჰყვებოდნენ მათ ბანაკს, ახლა ისრაელიანთ შეუერთდნენ, რომელნიც საულსა და იონათანს ახლდნენ.
22
ეფრემის მთებში მიმალულმა ისრაელიანებმა რომ გაიგეს ფილისტიმელების უკუქცევა, ისინიც თავისიანებს შემოუერთდნენ ბრძოლაში.
23
იხსნა იმ დღეს უფალმა ისრაელი; და ბეთ-ავენამდე მიაღწია ბრძოლამ.
24
გაიტანჯნენ იმ დღეს ისრაელიანები, რადგან დაარისხა საულმა ხალხი და თქვა: „წყეულიმც იყოს, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, ვიდრე შურს არ ვიძიებ მტრებზე.“ და მთელ ხალხს ლუკმა არ შეუჭამია.
25
და მთელი ხალხი ტყისკენ წავიდა, და აჰა, გოლეულია ველზე.
26
და როცა ხალხი გოლეულს გაუსწორდა, აჰა, თაფლი მოდის ღვარად, მაგრამ თითი არავის გაულოკავს დარისხების შიშით.
27
იონათანს არ იცოდა, რომ მამამისმა ხალხი დაარისხა, გაიწოდა ჰოროლი, ხელთ რომ ეკავა, ბუნით ჩააწო გოლეულში და პირთან მიიტანა ხელი; და გამოიხედა თვალში.
28
და მიუგო ერთმა კაცმა და უთხრა: „ფიცით დაარისხა მამაშენმა ხალხი: წყეულიმც იყოს, ვინც რაიმე შეჭამოსო დღეს! და დაიქანცა ხალხი.“
29
და თქვა იონათანმა: „გააწამა მამაჩემმა ქვეყანა! ხომ ხედავთ, თვალში გამოვიხედე, როგორც კი ეს ცოტა თაფლი გავსინჯე.
30
რა იქნებოდა, დღეს რამე ეჭამა ხალხს იმ ნადავლიდან, მტერს რომ დააყრევინა?! უფრო დიდი არ იქნებოდა მაშინ ფილისტიმელთა მუსვრა?!“
31
და მუსრეს იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან აიალონამდე, და დაიქანცა ხალხი.
32
და დაეცა ხალხი ნადავლს, გამოირეკა ცხვარ-ძროხა, ხბორები, იქვე კლავდნენ და სისხლიანად ჭამდნენ ხორცს.
33
და შეატყობინეს საულს და უთხრეს: „აჰა, სცოდავს ხალხი უფალს, სისხლიანად ჭამს ხორცს.“ მან თქვა: „ცოდვა გაქვთ ჩადენილი; ახლა მოაგორეთ ჩემსკენ დიდი ლოდი.“
34
და კვლავ თქვა საულმა: „გადით ხალხში და უთხარით, რომ მომიყვანოს ყოველმა მათგანმა თავისი ხარი და თავისი ცხვარი, აქ დაკლან და ჭამონ, ასე აღარ შესცოდავთ უფალს სისხლიანად ჭამით.“ და მოჰყავდა მთელ ხალხს, ყოველ მათგანს, ღამით, რაც ხელთ ჰყავდა და იქ კლავდა.
35
და აუგო საულმა სამსხვერპლო უფალს. ეს იყო პირველი სამსხვერპლო, რომელიც მან უფალს აუგო.
36
და თქვა საულმა: „დავესხათ ფილისტიმელებს ამ ღამით და გათენებამდე ვარბიოთ, რომ ერთი მათგანიც არ გადარჩეს.“ და უთხრეს: „როგორც გენებოს, ისე მოიქეცი.“ ხოლო მღვდელმა თქვა: „ჯერ ღმერთს დავეკითხოთ.“
37
და დაეკითხა საული ღმერთს: „დავესხა ფილისტიმელებს? თუ ჩაყრი მათ ისრაელიანთა ხელში?“ მაგრამ იმ დღეს მან პასუხი ვერ მიიღო.
38
და თქვა საულმა: „აქ შეიკრიბეთ, ხალხის მთავრებო, და გაარკვიეთ, ვის კისერზეა დღევანდელი ცოდვა;
39
რადგან, ვფიცავ უფალს, ისრაელის მხსნელს, რომ თუ ჩემს ძეს, იონათანს აწევს ეს ცოდვა, იგი უნდა მოიკლას!“ მაგრამ არავის გაუცია მისთვის პასუხი.
40
და უთხრა საულმა მთელს ისრაელიანთ: „თქვენ ერთ მხარეს დადექით, ხოლო მე და ჩემი ძე იონათანი მეორე მხარეს ვიქნებით.“ და მიუგო ხალხმა: „როგორც გენებოს, ისე მოიქეცი.“
41
და მიმართა საულმა უფალს: „უფალო, ღმერთო ისრაელისა, პასუხს რატომ არ აძლევ დღეს შენს მსახურს? მე მაწევს ცოდვა, თუ ჩემს ძეს, იონათანს, უფალო ღმერთო ისრაელისა, მოგვეცი ნიშნად ურიმი; ხოლო თუ ის შენს ხალხს, ისრაელიანთ აწევს, მოგვეცი ნიშნად თუმიმი.“ და წილი იონათანს და საულს ხვდა, ხალხი კი გაუშვეს.
42
და თქვა საულმა: „წილი გვიყარეთ მე და ჩემს ძეს, იონათანს.“ და წილი იონათანს ხვდა.
43
და უთხრა საულმა იონათანს: „გამომიტყდი, რა ჩაიდინე?“ და გამოუტყდა იონათანი და უთხრა: „ხელთ რომ ჰოროლი მეკავა, იმისი ბუნით ცოტაოდენი თაფლი გავსინჯე. და აჰა, მე მზადა ვარ სასიკვდილოდ.“
44
და თქვა საულმა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა, დღესვე თუ არ მოკვდე, იონათან!“
45
მაგრამ უთხრა ხალხმა საულს: „ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი გმირობა ჩაიდინა ისრაელში? ეს არ მოხდება! უფალს ვფიცავთ, თმის ერთი ღერიც არ ჩამოვარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღვთით მოქმედებდა ის დღეს.“ ასე იხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი.
46
და შეწყვიტა საულმა ფილისტიმელთა დევნა; და დაბრუნდნენ ფილისტიმელები თავიანთ ქვეყანაში.
47
და როცა განამტკიცა საულმა თავისი მეფობა ისრაელზე, ბრძოლა დაუწყო ირგვლივ ყველა თავის მტერს: მოაბს, ყამონელთ, ედომს, ცობას მეფეებსა და ფილისტიმელებს; და საითკენაც გაიწევდა, ყველგან იმარჯვებდა.
48
და მოიკრიბა დიდი ძალი და დაამარცხა ყამალეკი, და იხსნა ისრაელი მძარცველთა ხელიდან.
49
საულის ძენი იყვნენ: იონათანი, იშვი და მალქი-შუაყი. მის ორ ასულს ერქვა: პირმშოს – მერაბი, უმცროსს – მიქალი.
50
საულის ცოლი იყო ახინოყამი, ახიმაყაცის ასული. მისი მხედართმთავარი – აბნერი, ძე ნერისა, მისი ბიძისა.
51
კიში – საულის მამა და ნერი – აბნერის მამა, აბიელის შვილები იყვნენ.
52
სასტიკი ბრძოლები იყო ფილისტიმელებთან საულის დროს. და სადაც დაინახავდა საული მაგარსა და გულად ვაჟკაცს, თავისთან მიჰყავდა.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31