bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 11
1 Samuel 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 12 →
1
გამოვიდა ნახაშ ყამონელი და შემოადგა იაბეშ-გალაადს. და უთხრეს იაბეშელმა კაცებმა ნახაშს: „შეკარი კავშირი ჩვენთან და დაგემორჩილებით.“
2
უთხრა მათ ნახაშ ყამონელმა: „ჯერ ყველას მარჯვენა თვალებს დაგთხრით, რომ სირცხვილი ვაჭამო მთელს ისრაელს, და მერე შევკრავ თქვენთან კავშირს.“
3
უთხრეს იაბეშის უხუცესებმა: „შვიდი დღის ვადა მოგვეცი, რომ მოციქულები დავგზავნოთ მთელს ისრაელის მხარეში, და თუ არავინ იქნა ჩვენი მშველელი, გამოვალთ თქვენს წინააღმდეგ.“
4
მივიდნენ მოციქულები საულის გიბეყაში და თქვეს ყოველივე ხალხის გასაგონად. ხმა აღიმაღლა მთელმა ხალხმა და იწყო ტირილი.
5
აჰა, საულიც მოდის, ხარებს მოერეკება მინდვრიდან. „რა მოუვიდა ხალხს, რა ატირებთ?“ – იკითხა საულმა. და მიუგეს იაბეშელთა ნათქვამი.
6
ამ სიტყვების გაგონებაზე ღვთის სული გადმოვიდა საულზე და ძლიერ განრისხდა იგი.
7
ადგა და აკუწა უღელი ხარი და მოციქულების ხელით დაგზავნა მთელს ისრაელში, და უბრძანა ეთქვათ: „ვინც საულსა და სამუელს არ გაჰყვება, ასე მოუვათ მის ხარებს.“ უფლის შიში დაეცა ხალხს და გამოვიდა, როგორც ერთი.
8
საულმა აღრიცხა ისინი ბეზეკში: ისრაელიანები 300 ათასი მამაკაცი იყო, იუდას კაცები – 70 ათასი.
9
უთხრეს მოსულ მოციქულებს: „ასე უთხარით იაბეშ-გალაადის კაცებს: ხვალ, მზე რომ დააცხუნებს, თქვენი ხსნა იქნება-თქო.“ როდესაც მოვიდნენ მოციქულები და შეატყობინეს იაბეშელთ, გაიხარეს მათ.
10
და თქვეს იაბეშელებმა: „ხვალ გამოვალთ თქვენს წინააღმდეგ და, რაც გენებოთ, ის გვიყავით.“
11
მეორე დღეს სამ რაზმად დაჰყო საულმა ხალხი და დილის სახმილავზე შევიდნენ შუაგულ ბანაკში და შუადღის პაპანაქებამდე გაწყვიტეს ყამონელები. გადარჩენილნი კი ისე დაიფანტნენ, რომ ორს ერთად ვერ ნახავდა კაცი.
12
უთხრა ხალხმა სამუელს: „ვინ ამბობდა: ‘ნუთუ საულმა უნდა იმეფოსო ჩვენზე?’ მოგვეცი ის კაცები, რომ დავხოცოთ.“
13
საულმა კი თქვა: „ერთი კაციც არ მოკვდება დღეს, რადგან ხსნა მოუვლინა უფალმა დღეს ისრაელს.“
14
უთხრა სამუელმა ხალხს: „წამოდით, წავიდეთ გილგალში და განვაახლოთ იქ მეფობა.“
15
წავიდა მთელი ხალხი გილგალში, და იქ უფლის წინაშე გაამეფეს საული, და შესწირეს სამშვიდობო მსხვერპლი უფლის წინაშე. და ძლიერ გაიხარეს იქ საულმა და ყოველმა ისრაელიანმა.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31