bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 4
1 Samuel 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 5 →
1
მოედო სამუელის ამბავი მთელს ისრაელს. გავიდა ისრაელი ფილისტიმელებთან საომრად და დაიბანაკა ებენყეზერთან. ფილისტიმელები კი აფეკში დაბანაკდნენ.
2
გაეწყვნენ ფილისტიმელები ისრაელის პირისპირ. გაჩაღდა ბრძოლა და დამარცხდა ისრაელი ფილისტიმელებთან; 4 ათასამდე კაცი დაეცა ბრძოლის ველზე.
3
ბანაკში რომ მოვიდა ხალხი, ისრაელის უხუცესებმა თქვეს: „რისთვის დაგვამარცხა დღეს უფალმა ფილისტიმელებთან? წამოვიღოთ შილოდან უფლის აღთქმის კიდობანი, იაროს ჩვენს შორის და გვიხსნას მტრის ხელიდან.“
4
გაგზავნა ხალხმა შილოში და მოიტანეს იქიდან ქერუბიმებზე მჯდარი ცაბაოთ უფლის აღთქმის კიდობანი. ყელის ორი ვაჟი: ხოფნი და ფინეხასი ახლდა ღვთის აღთქმის კიდობანს.
5
როცა უფლის აღთქმის კიდობანი ბანაკში მოვიდა, მთელმა ისრაელმა ისე ხმამაღლა შესძახა, რომ მიწა შეიძრა.
6
და როცა მოესმათ ფილისტიმელებს ამ შეძახილის გუგუნი, თქვეს: „ეს რა გუგუნია ებრაელთა ბანაკში?“ და როცა შეიტყვეს, რომ უფლის კიდობანი მოვიდა ბანაკში,
7
შეეშინდათ ფილისტიმელებს, რადგან ისინი ამბობდნენ: ღმერთი მოვიდაო ბანაკში! და დასძენდნენ: „ვაი ჩვენ, რადგან ასეთი რამ უწინ არ მომხდარა.
8
ვაი ჩვენ! ვინ გვიხსნის ამ ძლიერი ღმერთების ხელიდან? ეს ის ღმერთები არიან, ეგვიპტელებს რომ მუსრი გაავლეს უდაბნოში ყოველგვარი სასჯელით.
9
გამაგრდით და ვაჟკაცურად იდექით, ფილისტიმელებო, რომ არ დაემონოთ ებრაელებს, როგორც თქვენ გემონებიან ისინი. ვაჟკაცურად დადექით და შეებრძოლეთ.“
10
და შეებრძოლნენ ფილისტიმელები, და დამარცხდა ისრაელი, და ყველა თავის კარავში გაიქცა. მეტისმეტად დიდი იყო მარცხი: 30 ათასი ქვეითი დაეცა ისრაელიანთაგან.
11
დაიხოცა ყელის ორივე ძე: ხოფნი და ფინეხასი; და წაიღეს ღვთის კიდობანი.
12
გამოიქცა ერთი ბენიამინელი კაცი ლაშქრიდან და იმავე დღეს მივიდა შილოში, სამოსელშემოგლეჯილი და თავზე მტვერდაყრილი.
13
როცა ის მოვიდა, ყელი საკარცხულზე იჯდა ქალაქის კარიბჭესთან, გულშეწუხებული ღვთის კიდობნის გამო და გზას აყურადებდა. მოვიდა კაცი ქალაქში და მოიტანა ამბავი, და ამოიგმინა მთელმა ქალაქმა.
14
ამ გოდების ხმის გაგონებაზე თქვა ყელიმ: „ეს რა ხმაურია?“ მალე მივიდა ის კაცი ყელისთან და ყველაფერი აუწყა.
15
98 წლისა იყო მაშინ ყელი, თვალისჩინი წართმეული ჰქონდა და ვეღარაფერს ხედავდა.
16
და უთხრა იმ კაცმა ყელის: „ისრაელიანთა ბანაკიდან მოვდივარ გამოქცეული.“ ყელიმ ჰკითხა: „რა მოხდა, შვილო?“
17
მიუგო მაცნემ და უთხრა: „ისრაელი გაექცა ფილისტიმელებს. სასტიკად განადგურდა ხალხი, შენი ორი ვაჟი: ხოფნი და ფინეხასი დაიხოცნენ და ღვთის კიდობანიც წაღებულია.“
18
როგორც კი ახსენა მან ღვთის კიდობანი, ყელი საკარცხულიდან ბჭისკენ გადავარდა ზურგით, ხერხემალში გადატყდა და მოკვდა, რადგან მოხუცებული იყო და მძიმე. ორმოც წელიწადს იყო ყელი ისრაელის მსაჯული.
19
მისი რძალი, ფინეხასის ცოლი, მოსალოგინებელი იყო, და როცა გაიგო ღვთის კიდობნის წაღების და თავისი მამამთილისა და ქმრის სიკვდილის ამბავი, მუხლებზე დავარდა და შვა, რადგან ის იყო უწია მშობიარობის ტკივილებმა.
20
როცა კვდებოდა, თავზე მდგომი ქალები ეუბნებოდნენ: „ნუ გეშინია, რადგან ვაჟი შეგეძინა.“ მაგრამ ის ვეღარ პასუხობდა მათ, რადგან გულთან ვეღარაფერი მიჰქონდა.
21
და უწოდა დედამ ვაჟს სახელად იქაბოდი, რაც ნიშნავს – განეშორაო დიდებულება ისრაელს! – ღვთის კიდობნის წაღებისა და მისი მამათილისა და ქმრის სიკვდილის გამო თქვა ეს.
22
და კვლავ თქვა: „განეშორა დიდებულება ისრაელს, რადგან წაღებულია ღვთის კიდობანი.“
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31