bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 15
1 Samuel 15
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 16 →
1
და უთხრა სამუელმა საულს: „უფალმა გამომაგზავნა, რომ მისი ერის, ისრაელის მეფედ მეცხე. ახლა ისმინე უფლის სიტყვები.
2
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘გავიხსენე, რაც ყამალეკმა გაუკეთა ეგვიპტიდან გზადმომავალ ისრაელიანთ.
3
ახლა წადი და დაეცი ყამალეკს და გაუნადგურე მთელი სარჩო-საბადებელი. ნუ დაინდობ, გაწყვიტე კაცი და ქალი, ყრმა და ძუძუთა ბავშვი, ხარი და ცხვარი, აქლემი და სახედარი.’“
4
და შეჰყარა საულმა ხალხი, და აღრიცხა ტელაიმში – 200 ათასი ქვეითი და 10 ათასი იუდას ტომისა.
5
მიადგა საული ყამალეკის ქალაქს და ხევში ჩასაფრდა.
6
და უთხრა საულმა კენელებს: „ადექით და განუდექით, გამოეყავით ყამალეკელებს, რომ მათთან ერთად თქვენც არ გაგანადგუროთ, რადგან სწყალობდით ეგვიპტიდან გამომავალ მთელს ისრაელს.“ და განუდგნენ კენიელები ყამალეკს.
7
და დაეცა საული ყამალეკს და სდია ხავილადან შურამდე, ეგვიპტის აღმოსავლეთით რომ არის.
8
და ცოცხლად შეიპყრო აგაგი, ყამალეკის მეფე, მთელი ხალხი კი მახვილის პირით მოსპო.
9
დაინდეს საულმა და მისმა ხალხმა აგაგი, რჩეული ცხვარ-ძროხა, ბაღ-ვენახები, და ყველაფერი, რაც საუკეთესო იყო, და რისი განადგურებაც არ მოინდომეს. ყველაფერი უვარგისი და ცუდი კი გაანადგურეს.
10
და იყო უფლის სიტყვა სამუელის მიმართ ნათქვამი:
11
„ვნანობ, რომ გავამეფე საული, რადგან განმიდგა და აღარ ასრულებს ჩემს სიტყვებს.“ და დამწუხრდა სამუელი და მთელი ღამე შეჰღაღადებდა უფალს.
12
და ადგა დილაადრიანად სამუელი საულთან შესახვედრად. და ეუწყა სამუელს, რომ საული ქარმელში ყოფილა, იქ სვეტი აღუმართავს თავისთვის, და იქიდან გამობრუნებული გილგალში ჩასულა.
13
მივიდა სამუელი საულთან და უთხრა მას საულმა: „კურთხეული ხარ უფლისაგან! მე აღვასრულე უფლის სიტყვა.“
14
და თქვა სამუელმა: „რა არის? ცხვრის ბღავილი და ძროხის ზმუილი ყურში რომ ჩამესმის?“
15
და მიუგო საულმა: „ყამალეკისგან წამოასხეს, რადგან დაინდო ხალხმა რჩეული ცხვარი და ძროხა, რომ უფლის, შენი ღმერთისთვის შეეწირათ. დანარჩენი გავანადგურეთ.“
16
და უთხრა სამუელმა საულს: „მათქმევინე, რაც უფალმა მითხრა წუხელ.“ და უთხრა საულმა მას: ილაპარაკეო.
17
და თქვა სამუელმა: „მაშინაც ხომ უღირსად მიგაჩნდა თავი, როცა ისრაელის ტომთა მეთაური გახდი და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა?
18
დაგაყენა გზაზე უფალმა და გითხრა: ‘წადი და დაარისხე შემცოდე ყამალეკი. ებრძოლე მას, ვიდრე ბოლოს არ მოუღებ!’
19
რად არ შეისმინე უფლის ხმა, რატომ დაიტაცეთ ნადავლი და ჩაიდინე ბოროტება უფლის თვალში?“
20
და უთხრა საულმა სამუელს: „მე დავმორჩილდი უფლის ხმას და წავედი იმ გზით, რომელზეც დამაყენა უფალმა. მოვიყვანე აგაგი, ყამალეკის მეფე, ხოლო ყამალეკი გავანადგურე.
21
ხალხმა წამოასხა ნადავლიდან ცხვარი და ძროხა, დარისხებულის საუკეთესო ნაწილი, რომ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის შეეწირა მსხვერპლად გილგალში“
22
და თქვა სამუელმა: „ნუთუ სრულადდასაწველნი და მსხვერპლები ისევე ეამება უფალს, როგორც მოსმენა მისი სიტყვისა? მოსმენა მსხვერპლებზე უკეთესია და მორჩილება – ვერძის ლურთებზე.
23
რადგან ერთი ცოდვაა მისნობა და ურჩობა; ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე. რაკიღა მოიძულე უფლის სიტყვა, ისიც მოიძულებს შენს მეფობას.“
24
უთხრა საულმა სამუელს: „შევცოდე, რომ განვერიდე უფლის სახეს და გადავუხვიე შენს სიტყვას, რადგან ხალხის შემეშინდა და მის ხმას გავუგონე.
25
ახლა შემინდე ჩემი ცოდვა და დაბრუნდი ჩემთან ერთად, რომ თაყვანი ვცე უფალს.“
26
და უთხრა სამუელმა საულს: „არ დავბრუნდები შენთან ერთად, რადგან შეიძულე უფლის სიტყვა და უფალმაც მოგიძულა ისრაელის მეფედ.“
27
შებრუნდა სამუელი წასასვლელად და მოეჭიდა საული მისი მოსასხამის კალთას და გაიგლიჯა ის.
28
და უთხრა მას სამუელმა: „გამოგგლიჯა დღეს უფალმა ისრაელის მეფობა და მისცა იგი შენს თვისტომს, შენზე უკეთესს.
29
და არ იცრუებს ისრაელის დიდება და არ გადაიფიქრებს, რადგან ადამიანი არ არის ის, რომ გადაიფიქროს.“
30
და თქვა საულმა: „შევცოდე. ახლა ჩემი ერის უხუცესთა და ისრაელის წინაშე მაინც დამდე პატივი და დაბრუნდი ჩემთან ერთად, რომ თაყვანი ვცე უფალს, შენს ღმერთს.“
31
და გაჰყვა სამუელი საულს და თაყვანი სცა საულმა უფალს.
32
და თქვა სამუელმა: „მომიყვანეთ აგაგი, ყამალეკის მეფე.“ მოვიდა მასთან შებორკილი აგაგი. და იფიქრა აგაგმა: ნამდვილად ამცდა მწარე სიკვდილიო.
33
მაგრამ სამუელმა უთხრა: „როგორც უშვილოდ დატოვა შენმა მახვილმა ქალები, ასევე უშვილო დარჩება დედაშენი ქალთა შორის!“ და აჩეხა აგაგი სამუელმა გილგალში უფლის წინაშე.
34
და წავიდა სამუელი რამას, საული კი თავის სახლში დაბრუნდა, საულის გიბეყაში.
35
და აღარ უნახავს სამუელს საული თავისი დარჩენილი სიცოცხლის დღეებში, მაგრამ წუხდა კი მასზე. უფალიც ნანობდა, საული რომ გაამეფა ისრაელზე.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31