bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 12
1 Samuel 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 13 →
1
უთხრა სამუელმა მთელს ისრაელს: „აჰა, შევისმინე თქვენი და როგორც მითხარით, დაგისვით მეფე.
2
ამიერიდან თქვენი მეფე წაგიძღვებათ წინ. მე დავბერდი და გავჭაღარავდი; ჩემი ძენი თქვენთან არიან. მე მიგიძღოდით წინ ჩემი სიყმაწვილიდან დღემდე.
3
აჰა, მე აქ ვარ, და მამხილეთ უფლისა და მისი ცხებულის წინაშე, თუ ვინმესთვის ხარი ან სახედარი წამირთმევია, თუ ვინმე შემივიწროებია, თუ ვინმე დამიჩაგრავს; თუ ვინმეს ხელიდან ქრთამი ამიღია, თვალი რომ დამეხუჭა მის საქმეზე, მსურს უკან დავუბრუნო.“
4
უთხრეს: „არც შეგივიწროებივართ და არც დაგიჩაგრივართ, არც ვინმეს ხელიდან აგიღია რაიმე.“
5
მან თქვა: „უფალი იყოს მოწმე თქვენს შორის, და მისი ცხებული იყოს მოწმე ამ დღეს, რომ ვერაფერი ჰპოვეთ ჩემს ხელში.“ და თქვა ხალხმა: „იყოს მოწმე!“
6
და მიუგო სამუელმა ხალხს: „სწორედ უფალი იყოს მოწმე, უფალი, რომელმაც მოსე და აარონი დაადგინა, და თქვენი მამები ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა.
7
აქეთ მოდექით, რომ თქვენთან ერთად განვსაჯო უფლის წინაშე ყველა მისი სიკეთე, რაც მან თქვენზე და თქვენს მამებზე მოიმოქმედა.
8
მას შემდეგ, რაც იაკობი მივიდა ეგვიპტეში და თქვენმა მამებმა შეჰღაღადეს უფალს, მოავლინა ღმერთმა მოსე და აარონი თქვენი მამების ეგვიპტიდან გამოსაყვანად და ამ ადგილას დასასახლებლად.
9
მაგრამ როცა დაივიწყეს მათ უფალი, თავიანთი ღმერთი, ხელში ჩაუგდო ისინი სისერას, ხაცორის მხედართმთავარს, და ჩაუგდო ხელში ფილისტიმელებს, და ჩაუგდო ხელში მოაბელთა მეფეს, რომელნიც ებრძოდნენ მათ.
10
მაგრამ როცა შეჰღაღადეს უფალს და თქვეს: ‘შევცოდეთ, რადგან განვუდექით უფალს და ვემსახურებოდით ბაყალებსა და ყაშთორეთებს; ახლა გვიხსენი მტრების ხელთაგან და გემსახურებით,’
11
მოავლინა უფალმა იერუბაყალი და ბარაკა, და იფთახი და სამუელი. ის გიფარავდათ გარეშემო მტრების ხელთაგან და უსაფრთხოდ ცხოვრობდით.
12
მაგრამ როცა დაინახეთ, რომ ყამონელთა მეფე, ნახაში მოდის თქვენს წინააღმდეგ, მითხარით: არა, მეფემ იმეფოსო ჩვენზე! მაშინ, როცა უფალი ღმერთი მეფობდა თქვენზე.
13
ახლა, აჰა, აქ არის თქვენი მეფე, რომელიც აირჩიეთ და მოითხოვდით; აჰა, მოგცათ უფალმა მეფე.
14
თუ გექნებათ უფლის შიში, თუ ემსახურებით მას, თუ შეისმენთ მის ხმას და წინ არ აღუდგებით მის ბრძანებებს, თუ თქვენცა და თქვენი მეფეც, თქვენზე რომ ხელმწიფებს, მიჰყვებით უფალს, თქვენს ღმერთს, უფლის ხელი აღარ აღიმართება თქვენს წინააღმდეგ.
15
თუ არ შეისმენთ უფლის ხმას და წინ აღუდგებით უფლის ბრძანებებს, უფლის ხელი იქნება თქვენი და თქვენი მამების წინააღმდეგ.
16
ახლა კი დადექით და შეხედეთ, რა დიდ საქმეს აღასრულებს უფალი თქვენს თვალწინ.
17
ალოობა ხომ არ არის ახლა? მაგრამ მე შევთხოვ უფალს და მოავლენს ჭექა-ქუხილსა და წვიმას, და გაიგებთ და ნახავთ, რა დიდი ბოროტება ჩაიდინეთ უფლის თვალში, როცა მეფე მოითხოვეთ.“
18
შესთხოვა სამუელმა უფალს და მოავლინა უფალმა ჭექა-ქუხილი და წვიმა იმ დღეს. ძლიერ შეეშინდა მთელ ხალხს უფლისა და სამუელის.
19
და უთხრა ხალხმა სამუელს: „შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, შენს მსახურთა გულისათვის, რომ არ გავწყდეთ, რადგან მთელს ჩვენს ცოდვებს ის ბოროტებაც დავუმატეთ, რომ მეფე მოვითხოვეთ.“
20
უთხრა სამუელმა ხალხს: „ნუ გეშინიათ, უკვე ჩადენილი გაქვთ მთელი ეს ბოროტება; ოღონდ ნუღარ განუდგებით უფალს და მთელი გულით ემსახურეთ მას.
21
ნუ მიიქცევით კერპებისაკენ, რადგან უსარგებლონი არიან ისინი; ვერ გიხსნიან, რადგან ფუჭნი არიან.
22
უფალი კი არ მიატოვებს თავის ერს თავისი დიდებული სახელის გამო, რადგან ინება უფალმა, რომ თავის ერად ამოერჩიეთ თქვენ.
23
მე კი, ნუმც შემეცოდოს უფლისათვის, ნუმც შემეწყვიტოს თქვენს გამო ვედრება მისთვის. მე დაგაყენებთ თქვენ სასიკეთო და სწორ გზაზე.
24
ოღონდ გეშინოდეთ უფლისა და ემსახურეთ ჭეშმარიტებით და მთელი გულით, რადგან ხედავთ, რა დიდი საქმე აქვს აღსრულებული თქვენთვის.
25
თუ მაინც არ აიღებთ ხელს ბოროტების კეთებაზე, თქვენც დაიღუპებით და თქვენი მეფეც.“
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31