bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 25
1 Samuel 25
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 26 →
1
მოკვდა სამუელი და შეიკრიბა მთელი ისრაელი. დაიტირეს და დამარხეს იგი თავის სამკვიდროში – რამაში. ადგა დავითი და ჩავიდა ფარანის უდაბნოში.
2
იყო კაცი ვინმე მაყონში და ფარები ქარმელში ედგა. ძალზე მდიდარი იყო ის კაცი: ჰყავდა 3 ათასი სული ცხვარი და ათასი თხა. ცხვრის პარსვისას ქარმელში იმყოფებოდა.
3
სახელად ამ კაცს ნაბალი ერქვა, მის ცოლს – აბიგაილი. კეთილგონიერი და ლამაზი შესახედავი იყო ის ქალი, ხოლო კაცი – უკმეხი და ავისმქნელი. ქალების გვარიდან იყო იგი.
4
და როცა შეიტყო დავითმა უდაბნოში, რომ ცხვრის პარსვა აქვსო ნაბალს,
5
გაგზავნა ათი ჭაბუკი და უთხრა მათ: „ადით ქარმელში, მიდით ნაბალთან და მოიკითხეთ ჩემი სახელით.
6
და უთხარით ასე: ‘იცოცხლე, მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს სახლს, მშვიდობა მთელს შენს სარჩო-საბადებელს;
7
გავიგე, რომ პარსვა გაქვს. შენი მწყემსები იყვნენ ახლახან ჩვენთან ერთად; არ დაგვიჩაგრავს ისინი, არაფერი დაჰკლებიათ იმ ხნის მანძილზე, ვიდრე ქარმელში იყვნენ.
8
ჰკითხე შენს მსახურებს და მოგახსენებენ. იქნება მადლი ჰპოვონ ჩემმა მსახურებმა შენს თვალში, რაკი სიხარულის დღეს მოვედით. მიეცი, რაც შეგიძლია შენს მსახურთ და შენს შვილს – დავითს.’“
9
და მივიდნენ დავითის კაცები და მიუტანეს ნაბალს ეს სიტყვები დავითის სახელით და დაელოდნენ.
10
მიუგო ნაბალმა დავითის მსახურთ და უთხრა: „ვინ არის დავითი? ვინ არის იესეს ძე? დღეს გამრავლდნენ მსახურნი, თავიანთ ბატონებს რომ გაურბიან.
11
ავიღო ჩემი პური, წყალი და ღვინო, მპარსველებისთვის გამზადებული საკლავი, და მივცე კაცებს, რომელთა ასავალ-დასავალიც არ ვიცი?“
12
უკან დაბრუნდნენ თავისი გზით დავითის მსახურნი, მივიდნენ დავითთან და მოახსენეს ყოველივე.
13
და უთხრა დავითმა თავის კაცებს: „ყველამ შეიბით მახვილი წელზე!“ და ყველამ შეიბა მახვილი. შეიბა დავითმაც თავისი მახვილი. და გაჰყვა დავითს ოთხასამდე კაცი, 200 კაცი აღალთან დარჩა.
14
და მიუტანა ამბავი აბიგაილს, ნაბალის ცოლს ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: „მოციქულები გაუგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენს ბატონს და მოიკითხა, მაგრამ მან აბუჩად აიგდო ისინი.
15
ძალიან კარგად გვეპყრობოდა ეს ხალხი, არ დავუჩაგრივართ, არაფერი დაგვკლებია ველზე მათთან ერთად ყოფნისას.
16
ზღუდედ გვედგნენ დღისით და ღამით, როცა მათ სიახლოვეს ვმწყემსავდით ფარებს.
17
და ახლა აწონ-დაწონე, როგორ უნდა მოიქცე, რადგან სასჯელი ელის ჩვენს ბატონსა და მთელს მის სახლს. თავად ხომ უგვანი კაცია, მასთან ლაპარაკი არ შეიძლება.“
18
და ისწრაფა აბიგაილმა: აიღო 200 პური, ორი ტიკი ღვინო, ხუთი შემწვარი ცხვარი, ხუთი საწყაო ქუმელი, 100 მტევანი ჩამიჩი, 200 აცმა ლეღვის ჩირი და აჰკიდა სახედრებს.
19
და უთხრა თავის მსახურებს: თქვენ წინ წადით, მეც ახლავე უკან გამოგყვებით. არაფერი უთქვამს ნაბალისთვის, თავისი ქმრისთვის.
20
და როცა ვირზე მჯდარი ეშვებოდა ხეობაში, აჰა, დავითი და მისი კაცებიც გამოჩნდნენ, და შეეგება მათ აბიგაილი.
21
და თქვა დავითმა: „ტყუილად ვიცავდი ამ კაცის სარჩო-საბადებელს უდაბნოში. არაფერი დაუკარგავს ქონებიდან, მაგრამ ეს სიკეთე ბოროტად გადამიხადა.
22
ასე და ასე უყოს ღმერთმა დავითის მტრებს და უარესიც, თუ ყოველივე იმისგან, რაც ნაბალს ეკუთვნის, თუნდაც ერთი კაცი დავტოვო ცოცხალი დილამდე.“
23
როგორც კი დაინახა აბიგაილმა დავითი, სასწრაფოდ ჩამოხდა ვირიდან და პირქვე დაემხო მის წინაშე და თაყვანი სცა მდაბლად.
24
ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: „ჩემზეა, ჩემო ბატონო, დანაშაული. ნება მიეცი შენს მხევალს, გითხრას სათქმელი, და ისმინე მისი სიტყვები.
25
ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უგვან კაცს, ნაბალს, რადგან როგორი სახელიცა აქვს, თავადაც ისეთია. ნაბალი ჰქვია მას და სიბილწით არის სავსე. მე, შენს მხევალს, არ მინახავს ჩემი ბატონის გამოგზავნილი კაცები.
26
ახლა, უფალსა და შენს თავს გაფიცებ, ჩემო ბატონო, უფალმა შეგაკავოს სისხლისღვრისა და შურისგებისაგან; ნაბალივით იქნენ ამიერიდან შენი მტრები და ავის განმზრახველნი ჩემი ბატონის წინააღმდეგ.
27
აჰა, ეს მოსაკითხი, რომელიც შენს მხევალს მოუძღვნია ჩემი ბატონისთვის, რათა მიეცეს ჩემი ბატონის მხლებლებს, მას რომ ემსახურებიან.
28
მიუტევე დანაშაული შენს მხევალს. ნამდვილად მტკიცე სახლს აუგებს უფალი ჩემს ბატონს, რადგან უფლის ომებს ეწევა ჩემი ბატონი, და ბოროტება არ იქნება შენში მთელი შენი სიცოცხლის მანძილზე.
29
და თუნდაც აღდგეს კაცი და გდევნოს და ეძიოს სული შენი, სიცოცხლის საკვრელით იქნება შეკრული უფალთან, შენს ღმერთთან, ჩემი ბატონის სული, ხოლო შენი მტრების სულს შურდულივით გასტყორცნის.
30
და როცა აღუსრულებს უფალი ჩემს ბატონს ყოველგვარ სიკეთეს, რასაც იგი დაგპირდა, და ისრაელის მთავრად და წინამძღვრად დაგადგენს,
31
აღარ შეაწუხებს გულის ქენჯნა ჩემს ბატონს, რომ არ დაღვარა სისხლი ამაოდ და შური რომ არ იძია. და სიკეთეს უყოფს უფალი ჩემს ბატონს, და მაშინ გამიხსენებ შენს მხევალს.“
32
და უთხრა დავითმა აბიგაილს: „კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ჩემს შესახვედრად გამოგაგზავნა დღეს;
33
და კურთხეულია შენი გონიერება და კურთხეული ხარ შენ, რომ არ მიმიშვი სისხლისღვრამდე და შურისგებამდე.
34
მაგრამ, გეფიცები უფალს, ისრაელის ღმერთს, რომელმაც ბოროტება არ გამაკეთებინა შენთვის, შენ რომ არ აჩქარებულიყავ და არ მოსულიყავ ჩემს შესახვედრად, ერთ კაცსაც არ დავუტოვებდი ცოცხლად დილამდე ნაბალს.“
35
და მიიღო დავითმა მისი ხელიდან ყველაფერი, რაც მოტანილი ჰქონდა მას და უთხრა: „მშვიდობით დაბრუნდი შინ. ხომ ხედავ, ვისმინე შენი ხმა და პატივი მივაგე შენს სახეს.“
36
და როცა მივიდა აბიგაილი ნაბალთან, აჰა, მას ლხინი ჰქონდა სახლში, სამეფო ლხინის მსგავსი, და ხარობდა ნაბალის გული და ძალიან ნასვამიც იყო. და არაფერი უთქვამს მისთვის დილამდე აბიგაილს, ხმა-კრინტი არ დაუძრავს.
37
მეორე დილით, როცა ღვინო გამოუნელდა ნაბალს, ყველაფერი უამბო ცოლმა. და გული ჩაუკვდა მკერდში ნაბალს და გაქვავდა კაცი.
38
ათიოდე დღის შემდეგ დაჰკრა უფალმა ნაბალს და მოკვდა იგი.
39
როცა გაიგო დავითმა, ნაბალი მოკვდაო, თქვა: „კურთხეულია უფალი, რომ მიუზღო ნაბალს ჩემი შეურაცხყოფისათვის, რომ აარიდა თავისი მსახური ბოროტის ქმნას! ნაბალს მისივე ბოროტება დაატეხა უფალმა თავს.“ მაშინ გააგზავნა დავითმა აბიგაილთან და დაავალა ეთქვათ, რომ ცოლად თხოულობდა მას.
40
და როცა მივიდნენ დავითის კაცები აბიგაილთან ქარმელში, დაელაპარაკნენ და გამოუცხადეს: „დავითმა გამოგვაგზავნა შენთან, რომ ცოლად წაგიყვანოს!“
41
ადგა აბიგაილი, მიწამდე თაყვანი სცა და თქვა: „აჰა, მოახლედ წამოვა შენი მხევალი, რომ ფეხები დაბანოს ჩემი ბატონის მსახურთ.“
42
და ისწრაფა აბიგაილმა: ადგა და შეჯდა სახედარზე, თან ხუთი მხევალი წაიყოლა, მიჰყვა დავითის მოციქულებს და გახდა მისი ცოლი.
43
და იზრეყელიდან ახინოყამი მოიყვანა დავითმა, და იყვნენ ეს ორნი მისი ცოლები.
44
ხოლო საულმა მიქალი, თავისი ასული, დავითის ცოლი, გალიმელ კაცს, ფალტი ლაიშის ძეს შერთო.
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 26 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31