bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 24
1 Samuel 24
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 25 →
1
და აიყარა დავითი იქიდან და ყენ-გედის მიუვალ ადგილებში ჩაჯდა.
2
როგორც კი დაბრუნდა საული ფილისტიმელთაგან, შეატყობინეს, ყენ-გედის უდაბნოშიაო დავითი.
3
და აიყვანა საულმა ისრაელიანთაგან 3 ათასი რჩეული ვაჟკაცი და წავიდა დავითისა და მისი კაცების საძებრად სანიამორეს კლდეებში.
4
და მივიდა ცხვრის ფარეხებთან, გზისპირას, სადაც მღვიმე იყო, და შევიდა შიგ საული მოსასაქმებლად, დავითი და მისი კაცები კი იქვე ისხდნენ მღვიმის სიღრმეში.
5
და უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: „აჰა, ის დღეც, რომელზეც გითხრა უფალმა: აჰა, ხელთ მოგცემ შენს მტერს, რომ შენი ნებისამებრ მოექცეო.“ და წამოდგა დავითი და ფარულად მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს.
6
მერე კი გული ეტკინა დავითს, რომ მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს.
7
და უთხრა თავის ხალხს: „უფალმა მაშოროს, რომ ასეთი რამ გავაკეთო და ხელი აღვმართო ჩემს ბატონზე, უფლის ცხებულზე, რადგან უფლის ცხებულია იგი.“
8
და ამ სიტყვებით შეაკავა თავისი კაცები დავითმა და ნება არ მისცა, თავს დასხმოდნენ საულს. ადგა და გამოვიდა საული მღვიმიდან და წავიდა თავისი გზით.
9
და ადგა ამის შემდეგ დავითიც და გამოვიდა მღვიმიდან, და დაუძახა საულს და უთხრა: „მეფე-ბატონო!“ უკან მოიხედა საულმა. მიწად დაიხარა დავითი და თაყვანი სცა.
10
და უთხრა დავითმა საულს: „რატომ უგდებ ყურს ხალხის სიტყვებს, რომლებიც გეუბნებიან: აჰა, ბოროტს გიმზადებსო დავითი?
11
ახლა ხომ შენი თვალით ხედავ, რომ დღეს შენი თავი მომცა უფალმა მღვიმეში, და კიდეც მეუბნებოდნენ, რომ მომეკალი, მაგრამ შეგიბრალე და ვთქვი: ხელს არ აღვმართავ ჩემს ბატონზე, რადგან უფლის ცხებულია-მეთქი იგი.
12
აჰა, შეხედე ახლა, მამაჩემო, და ნახე შენი მოსასხამის კიდე, ხელში რომ მიჭირავს, შენი მოსასხამის კალთას რომ მოვაჭერი, შენ კი არ მოგკალი, ამით მიხვდი, რომ არ არის ჩემში ბოროტება და ვერაგობა. არც შემიცოდავს შენს წინაშე, შენ კი ჩემს სულს დაეძებ დასაღუპად.
13
უფალი იყოს მსაჯული შენსა და ჩემს შორის. მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.
14
როგორც ძველი იგავი ამბობს: ‘ბოროტისგან ბოროტება გამოდის.’ მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.
15
ვის წინააღმდეგ გამოვიდა ისრაელის მეფე? ვის სდევნის? მხოლოდ ერთ მკვდარ ძაღლს, რაღაც რწყილს!
16
უფალი იყოს მსაჯული და მან განგვსაჯოს მე და შენ. ის დაინახავს და განიკითხავს ჩემს სამართალს და მიხსნის შენი ხელიდან.“
17
და როცა დაასრულა დავითმა ამ სიტყვების ლაპარაკი საულთან, თქვა საულმა: „ეს შენი ხმაა, დავით, ჩემო შვილო?“ – ხმა აღიმაღლა საულმა და ატირდა.
18
და უთხრა დავითს: „მართალი ხარ ჩემთან, რადგან შენ სიკეთით მიხდიდი, მე კი ბოროტებით მოგაგებდი.
19
და დღესაც გამოაჩინე, რომ კეთილად მექცევი, რადგან, როცა უფალმა ჩამაგდო შენს ხელში, არ მომკალი.
20
კაცი რომ თავის მტერს შეხვდება, განა მშვიდობის გზაზე გაუშვებს? უფალმა გადაგიხადოს სიკეთით იმის საზღაურად, რაც დღეს მიყავი.
21
ახლა კი მჯერა, რომ მეფობით იმეფებ, და განმტკიცდება შენს ხელში ისრაელის სამეფო.
22
ახლა კი უფლის სახელით შემომფიცე, რომ ჩემს შემდეგ არ ამოძირკვავ ჩემს შთამომავლობას და არ გააქრობ ჩემს სახელს მამაჩემის სახლში.“
23
და შეჰფიცა დავითმა საულს. და წავიდა საული თავის სახლში. ხოლო დავითი და მისი კაცები მტკიცე კლდეებს შეეფარნენ.
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 25 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31