bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 7
1 Samuel 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 8 →
1
მოვიდნენ კირიათ-იეყარიმელნი, წაიღეს უფლის კიდობანი და მიიტანეს აბინადაბის სახლში, ბორცვზე რომ დგას, და განაწესეს მისი ძე – ელეაზარი, უფლის კიდობნის დასაცავად.
2
გავიდა ხანი, ოცმა წელმა განვლო კირიათ-იეყარიმში კიდობნის დასვენებიდან, და მოენატრა უფალი მთელს ისრაელის სახლს.
3
და ელაპარაკა სამუელი მთელს ისრაელის სახლს და უთხრა: „თუ მთელი გულით გსურთ მოიქცეთ უფლისაკენ, მოიშორეთ უცხო ღმერთები და ყაშთორეთები; გულები მიმართეთ უფლისაკენ და მხოლოდ მას ემსახურეთ და მაშინ გიხსნით იგი ფილისტიმელთა ხელიდან.“
4
მოიშორეს ისრაელიანთ ბაყალები და ყაშთორეთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ.
5
და თქვა სამუელმა: „შეკრიბეთ მთელი ისრაელი მიცფაში და თქვენთვის შევევედრები უფალს.“
6
შეიკრიბნენ მიცფაში, და ხაპავდნენ წყალს და ღვრიდნენ უფლის წინაშე, და მარხულობდნენ იმ დღეს და ამბობდნენ: „შევცოდეთ უფალს.“ და განსჯიდა სამუელი ისრაელიანთ მიცფაში.
7
როცა შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელიანები მიცფაში იყვნენ შეკრებილი, დაიძრნენ მათი მთავრები ისრაელიანთა წინააღმდეგ. ეს რომ გაიგეს ისრაელიანთ, შეუშინდნენ ფილისტიმელებს.
8
უთხრეს ისრაელიანებმა სამუელს: „ნუ დადუმდები და ნუ შეგვიწყვეტ უფლისადმი, ჩვენი ღვთისადმი ვედრებას, იქნებ გვიხსნას ფილისტიმელთა ხელიდან.“
9
აიყვანა სამუელმა ძუძუთა კრავი და მთლიანად შესწირა სრულადდასაწველად უფალს, და შეჰღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისთვის და უსმინა მას უფალმა.
10
როდესაც სამუელი უფალს სწირავდა სრულადდასაწველს, ფილისტიმელები მოდგნენ ისრაელთან საომრად; და იგრგვინა ძლიერი ხმით იმ დღეს უფალმა ფილისტიმელებზე და შეაძრწუნა ისინი ისე, რომ იძლივნენ ისრაელიანთა წინაშე.
11
გამოვიდნენ ისრაელის კაცები მიცფადან და დაედევნენ ფილისტიმელებს, და მუსრი გაავლეს მათ – ვიდრე ბეთ-ქარის ბოლომდე.
12
და აიღო სამუელმა ერთი ლოდი და დადო იგი მიცფასა და შენს შორის, და უწოდა იმ ადგილს სახელად ებენყეზერი, და თქვა: აქამდე შეგვეწიაო უფალი.
13
დაცხრნენ ფილისტიმელები და აღარ შედიოდნენ ისრაელის საზღვრებში. და უფლის ხელი იყო ფილისტიმელთა წინააღმდეგ სამუელის სიცოცხლეში.
14
დაუბრუნდა ისრაელს ის ქალაქები, რომლებიც ფილისტიმელებმა წაართვეს მათ, ყეკრონიდან გათამდე, და გამოგლიჯა ისრაელმა თავისი საზღვრები ფილისტიმელებს. და იყო მშვიდობა ისრაელსა და ამორეველთა შორის.
15
და განსჯიდა ისრაელს სამუელი მთელი სიცოცხლის მანძილზე.
16
და დადიოდა იგი წლიდან წლამდე, მიმოივლიდა ბეთელს, გილგალსა და მიცფას, და განსჯიდა ისრაელს ყველა იმ ადგილას.
17
ბრუნდებოდა რამათს, რადგან იქ იყო მისი სახლი, და იქაც განსჯიდა ისრაელიანთ. და იქაც აუგო მან სამსხვერპლო უფალს.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31