bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 26
1 Samuel 26
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 27 →
1
მივიდნენ ზიფელები საულთან გიბეყაში სათქმელად: „ნუთუ არ იცი, რომ დავითი ხაქილას ბორცვზე იმალება, იეშიმონის პირისპირ რომ არის?“
2
ადგა საული და დაეშვა ზიფის უდაბნისკენ 3 ათასი რჩეული ისრაელი ვაჟკაცითურთ, რათა მოეძებნა დავითი ზიფის უდაბნოში.
3
და დაბანაკდა საული ხაქილას ბორცვზე იეშიმონის წინ, გზის პირას. ხოლო დავითი უდაბნოში იყო და ხედავდა, რომ მოდიოდა მის კვალზე საული უდაბნოში.
4
და გაგზავნა დავითმა მზვერავები და შეიტყო, რომ ნამდვილად მოსულა საული.
5
ადგა დავითი და მივიდა იმ ადგილას, სადაც საული იყო დაბანაკებული. და დაინახა დავითმა ის ადგილი, სადაც ეძინათ საულსა და აბნერს, ნერის ძეს, მის მხედართმთავარს. საული კარავში იწვა, ხოლო ხალხი მის ირგვლივ იყო განლაგებული.
6
ჰკითხა დავითმა ახიმელექ ხეთელს, და აბიშაის, ცერუიას ძეს, იოაბის ძმას: „ვინ ჩამყვება საულთან მის ბანაკში?“ უთხრა აბიშაიმ: „მე ჩაგყვები.“
7
და მივიდნენ ღამით დავითი და აბიშაი ხალხთან; და აჰა, ხედავენ, წევს და სძინავს საულს კარავში, და მისი შუბი სასთუმალთან არის ჩარჭობილი მიწაში, აბნერი და ხალხი მის ირგვლივ წვანან.
8
და უთხრა აბიშაიმ დავითს: „ღმერთმა ჩაგიგდო ხელში შენი მტერი; ნება მომეცი, ახლა თავისივე შუბით ერთი დაკვრით დავაკლა მიწას, მეორე აღარ დამჭირდება.“
9
და უთხრა დავითმა აბიშაის: „ნუ დაღუპავ მას, რადგან ვინც უფლის ცხებულზე ხელს აღმართავს, დაუსჯელი არ დარჩება.“
10
და თქვა დავითმა: „უფალს ვფიცავ, თავად უფალი დაღუპავს მას: ან მისი დღე მოაწევს და მოკვდება, ან ბრძოლაში წავა და იქ დაიღუპება.
11
უფალმა მაშოროს, რომ უფლის ცხებულზე ხელი ავღმართო. ახლა აიღე ეგ შუბი და მათარა, თავთით რომ უწყვია, და წავიდეთ.“
12
და აიღო დავითმა შუბი და მათარა, თავთით რომ ეწყო საულს და წავიდნენ. არავის დაუნახავს, არავის გაუგია, არც არავის გაღვიძებია; ყველას ეძინა, რადგან უფლმა ძილქუში დასცა მათ.
13
და როცა გადავიდა დავითი გაღმა, გორაზე დადგა შორს, ისე, რომ დიდი მანძილი იყო მათ შორის.
14
და გასძახა დავითმა საულის ხალხსა და აბნერ ნერის ძეს: „ხმა გამეცი, აბნერ!“ გამოეპასუხა აბნერი და უთხრა: „ვინა ხარ, რომ ასე დაჰყვირი მეფეს?“
15
უთხრა დავითმა აბნერს: „კაცი ხომ ხარ შენ? ვინ არის ისრაელში შენი ტოლი? მაშ, რატომ არ დაიფარავ შენს მეფე-ბატონს? ვიღაც მოსულა შენი მეფე-ბატონის მოსაკლავად.
16
ვერ აკეთებ კარგ საქმეს, უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსნი ხართ, რომ არ იფარავთ თქვენს მეფე-ბატონს, უფლის ცხებულს. ახლა, აბა მოათვალიერეთ, რა იქნა მეფის შუბი და მათარა, თავთით რომ ეწყო მას?“
17
და იცნო საულმა დავითის ხმა და თქვა: „ეს შენი ხმა არის, დავით, შვილო?“ და უთხრა დავითმა: „ჩემი ხმაა, მეფე-ბატონო!“
18
და კვლავ თქვა: „რისთვის დევნის ჩემი ბატონი თავის მსახურს? რა გავაკეთე ისეთი? რა ბოროტება უქნია ჩემს ხელს?
19
ახლა ისმინოს მეფე-ბატონმა მისი მსახურის სიტყვები: თუ უფალმა წაგაქეზა ჩემს წინააღმდეგ, კეთილსურნელოვანი იყოს ეს მსხვერპლი, ხოლო თუ ადამიანებმა – წყეულიმც იყვნენ ისინი უფლის წინაშე, რადგან მათ განმდევნეს მე დღეს, რომ წილი არ მქონოდა უფლის სამკვიდროში, და მითხრეს: წადი, უცხო ღმერთებს ემსახურეო.
20
ნუ დაიღვრება ჩემი სისხლი მიწაზე უფლის წინაშე, რადგან ერთი ბეწო რწყილის საძებრად არის გამოსული ისრაელის მეფე, როგორც გნოლებზე ნადირობენ მთებში.“
21
და თქვა საულმა: „შევცოდე, დაბრუნდი, შვილო დავით, მეტს აღარ გიბოროტებ, რადგან არ გასწირე დღეს ჩემი სიცოცხლე. მე კი უგუნურად ვიქცეოდი და დიდად ვცოდავდი.“
22
და მიუგო დავითმა და უთხრა: „აჰა, მეფის შუბი. გადმოვიდეს ვინმე მსახურთაგანი და წაიღოს.
23
უფალი მიუზღავს ყველას მისი სიმართლისა და ჭეშმარიტების სანაცვლოდ. დღეს მომცა შენი თავი ხელში უფალმა, მაგრამ არ ვინდომე, უფლის ცხებულზე აღმემართა ხელი.
24
აჰა, როგორც დღეს არ გავიმეტე შენი სიცოცხლე, ასევე არ გაიმეტოს უფალმა ჩემი სიცოცხლე, და მიხსნას ყოველგვარი გასაჭირიდან.“
25
და უთხრა საულმა დავითს: „კურთხეული იყავი, შვილო დავით! კიდევაც აღასრულებ აღსასრულებელს, კიდევაც შეძლებ შესაძლებელს.“ და წავიდა დავითი თავის გზაზე და საულიც გაბრუნდა თავის ალაგას.
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 27 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31