bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 8
1 Samuel 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 9 →
1
როცა მოხუცდა სამუელი, მსაჯულებად თავისი შვილები დაადგინა ისრაელზე.
2
სახელი მისი პირმშოსი იყო იოელი, ხოლო მეორეს აბია ერქვა; ბეერ-შებაყში იყვნენ ისინი მსაჯულებად.
3
მაგრამ არ გაჰყვნენ შვილები მამის გზას: ანგარებას მისდევდნენ, ქრთამებს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ.
4
შეიკრიბა ისრაელის ყველა უხუცესი და მიადგა სამუელს რამაში,
5
და უთხრეს: „აჰა, შენ მოხუცდი და შენი შვილები არ მიჰყვებიან შენს გზებს; დაგვისვი ახლა მეფე, რომ განგვსჯიდეს, როგორც სხვა ხალხებშია წესად.“
6
არ მოეწონა ეს სიტყვა სამუელს, რაკი მათ თქვეს, მეფე მოგვეცი, რომელიც ჩვენ გაგვსჯისო. მაშინ ილოცა სამუელმა უფლის მიმართ.
7
უთხრა უფალმა სამუელს: „გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეტყვიან, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს, რათა არ ვიმეფო მათზე.
8
როგორც იქცეოდნენ იმ დღიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე, როცა დამივიწყეს და უცხო ღმერთებს დაემონენ, ასევე გექცევიან შენც.
9
ახლა გაუგონე მათ ხმას; ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა, რომელიც მათზე იბატონებს.“
10
გადასცა სამუელმა უფლის ყველა სიტყვა ხალხს, მეფეს რომ მოითხოვდნენ.
11
და უთხრა: „აი, რა უფლებები ექნება მეფეს, რომელიც თქვენზე იბატონებს: წაიყვანს თქვენს შვილებს და თავის საომარ ეტლებთან დაიყენებს და თავის მხედრებად იყოლიებს, და ირბენენ მისი ეტლის წინ;
12
და დააყენებს მათ ათასისთავებად და ერგასისთავებად; თავისი მინდვრების მხვნელებად და მომკელებად; თავისი საბრძოლო საჭურვლისა და ეტლების მკეთებლებად.
13
წაიყვანს თქვენს ასულებს მენელსაცხებლეებად, მზარეულებად და ხაბაზებად.
14
წაგართმევთ საუკეთესო მინდვრებს, ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებს და თავის კარისკაცებს გადასცემს.
15
მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან, და თავის საჭურისებს და მსახურებს დაურიგებს.
16
წაგართმევთ საუკეთესო ყმებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებს და თავის საქმეზე მოიმსახურებს.
17
წაასხამს მეათედს თქვენი ფარებიდან და თქვენც მისი მონები გახდებით.
18
და როცა გმინვა აღმოგხდებათ თქვენი არჩეული მეფის გამო, აღარ გიპასუხებთ უფალი.“
19
მაგრამ არ დაუჯერა ხალხმა სამუელს და თქვა: „არა და არა, მეფე უნდა გვყავდეს,
20
ჩვენც სხვა ხალხების მსგავსად ვიქნებით: ჩვენი მეფე განგვსჯის, ის გვიწინამძღვრებს და ჩვენთან ერთად იბრძოლებს!“
21
მოისმინა სამუელმა ხალხის ყოველი სიტყვა და აუწყა უფალს.
22
მაგრამ უფალმა უთხრა სამუელს: „ყურად იღე მათი სიტყვა და დაუდგინე მეფე!“ და უთხრა სამუელმა ისრაელის კაცებს: წადითო, თქვენ-თქვენს ქალაქებში!
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31