bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 9
1 Samuel 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 10 →
1
იყო ერთი კაცი ბენიამინის ტომიდან, სახელად კიში, ძე აბიელისა, ძისა ცერორისა, ძისა ბექორათისა, ძისა აფიახისა, ძისა ვინმე ბენიამინელისა – ძლიერი ვაჟკაცი.
2
მას ჰყავდა მშვენიერი ვაჟი, სახელად საული. ისრაელიანთა შორის მასზე უკეთესი არავინ იყო. ერთი თავით მაღალი ჩანდა ხალხში.
3
და დაეკარგა ჭაკი ვირები კიშის, საულის მამას, და უთხრა კიშიმ საულს, თავის ვაჟს: „წაიყვანე რომელიმე მსახური ბიჭი, წადი და მოძებნე ვირები.“
4
და გადაიარა მან ეფრემის მთა, მოიარა შალიშას მხარე, მაგრამ ვირები ვერ იპოვეს; მოიარეს შაყალიმის მხარე და არც იქ იყვნენ; მოიარა ბენიამინის მხარე და ვერ იპოვეს.
5
როცა ისინი ცუფის მხარეში მივიდნენ, საულმა უთხრა მსახურ ბიჭს, თან რომ ახლდა: „მოდი, გავბრუნდეთ უკან. დაავიწყდებოდა მამაჩემს ვირები და ჩვენი დარდი ექნება.“
6
ხოლო მან მიუგო: „აჰა, ღვთისკაცია ამ ქალაქში, პატივცემული კაცია; რასაც იტყვის, ყველაფერი მართლდება. წავიდეთ ახლა იქით, ეგებ გვასწავლოს, რა ვიღონოთ.“
7
საულმა უთხრა მსახურს: „რომ წავიდეთ, რა მივუტანოთ იმ კაცს? გუდაში პური აღარ დაგვრჩა, არც საჩუქარი გვაქვს რამე, ღვთისკაცს რომ მივუტანოთ. რა გაგვაჩნია?“
8
კვლავ მიუგო მსახურმა საულს: „აჰა, მეოთხედი შეკელი ვერცხლი მაქვს, მივცეთ ღვთისკაცს და გვასწავლის გზას.“
9
(უწინ ისრაელში ასე ამბობდა კაცი, ღმერთთან საკითხავად რომ მიდიოდა: მოდი, წავიდეთ მისანთანო, რადგან ახლა რომ წინასწარმეტყველს ეძახიან, უწინ მისანს უხმობდნენ.)
10
და უთხრა საულმა თავის მსახურს: „კარგი აზრია, წამოდი, წავიდეთ.“ და წავიდნენ ქალაქში, სადაც ღვთისკაცი იყო.
11
როდესაც ქალაქის აღმართი აიარეს, წყლის ამოსახაპად მომავალი ქალწულები შემოხვდნენ. ჰკითხეს: მისანი თუ არისო აქ სადმე?
12
მიუგეს მათ: „აქვეა, ახლოში, ოღონდ იჩქარეთ, ახლახან ამოვიდა ქალაქში, რადგან დღეს მსხვერპლშეწირვა აქვს ხალხს გორაკზე.
13
როგორც კი ქალაქში შეხვალთ, მაშინვე მოძებნეთ იგი, ვიდრე გორაკზე არ ასულა საჭმელად, რადგან ხალხი არაფერს შეჭამს მის მისვლამდე. მან უნდა აკურთხოს სამსხვერპლო, და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ ჭამას მოწვეულები. ახლა წადით, რადგან სწორედ მოასწრებთ მის ნახვას.“
14
და როცა ავიდნენ ქალაქში, შიგ შესვლისას, აჰა, გორაკისაკენ მიმავალი სამუელი წამოვიდა მათ შესაგებებლად.
15
საულის მოსვლამდე ერთი დღით ადრე გამოეცხადებინა უფალს სამუელისთვის:
16
„ხვალ ამ დროს კაცს გამოგიგზავნი ბენიამინის მხრიდან და სცხებ მას ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლად. იგი იხსნის ჩემს ერს ფილისტიმელთა ხელიდან, რადგან მოვხედე ჩემს ერს, როცა მისმა ღაღადისმა ჩემამდე მოაღწია.“
17
როცა დაინახა სამუელმა საული, უთხრა უფალმა: „აჰა, ის კაცი, რომელზეც გელაპარაკე; ის უწინამძღვრებს ჩემ ერს.“
18
შეხვდა ჭიშკართან საული სამუელს და უთხრა: „მითხარი, სად არის აქ მისნის სახლი?“
19
მიუგო სამუელმა საულს და უთხრა: „მე ვარ მისანი. წამიძეხი გორაკისაკენ, რადგან დღეს ჩემთან ერთად უნდა ჭამო პური; დილით კი გაგიშვებ, ყველაფერს გეტყვი, რაც გულში გაქვს.
20
ნუ გადარდებს ვირები, სამი დღის წინ რომ დაკარგე, რადგან ნაპოვნია ისინი. ვის ეკუთვნის ისრაელის მთელი საუნჯე, თუ არა შენ და მამაშენის მთელ სახლს?“
21
მიუგო საულმა და უთხრა: „განა მე ბენიამინელი არა ვარ, ისრაელის უმცირესი ტომიდან და განა ჩემი საგვარეულო ერთი უმცირესთაგანი არაა ბენიამინის ტომის ყველა საგვარეულოს შორის? რისთვის მეუბნები ამას?“
22
და წაიყვანა სამუელმა საული და მისი მსახური და შეიყვანა დარბაზში და 30 წვეული კაცის თავში დასხა.
23
უთხრა სამუელმა მზარეულს: „გამოიტანე ის ნაჭერი, რომელიც მოგეცი და რომელზეც გითხარი, შენთვის გადაიდე-მეთქი.“
24
აიღო მზარეულმა მთელი ბეჭი, გამოიტანა და წინ დაუდო საულს. უთხრა სამუელმა: „ეს არის, რაც დარჩა; წინ დაიდე და ჭამე, რადგან სწორედ იმ დროს გადავინახე შენთვის, როცა ვთქვი, ხალხი უნდა მოვიწვიო-მეთქი.“ და პურობდა საული იმ დღეს სამუელთან ერთად.
25
და ჩამოვიდნენ ისინი გორაკიდან ქალაქში და ერდოზე ელაპარაკა საულს.
26
ადგნენ დილაადრიანად. და როცა ირიჟრაჟა, დაუძახა სამუელმა საულს ერდოზე და უთხრა: „ადექი, უნდა გაგისტუმრო.“ და ადგა საული და გარეთ გავიდნენ ორივენი – ის და სამუელი.
27
როცა ქალაქის ბოლოზე ჩადიოდნენ, სამუელმა უთხრა საულს: „უბრძანე, დაწინაურდეს მსახური, შენ კი მცირეხანს შეჩერდი, რომ გაუწყო, რაც ღმერთმა თქვა.“ და მსახურიც წავიდა წინ.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31