bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 27
1 Samuel 27
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 28 →
1
და თქვა დავითმა გულში: „ერთ დღეს მაინც ჩამიგდებს საული ხელთ; თუკი სიკეთე არ მიწერია აქ, მაშინ სიცოცხლის დასახსნელად აჯობებს, ფილისტიმელთა ქვეყანას შევაფარო თავი, და საულიც აღარ დამიწყებს ძებნას, და მეც გადავურჩები მას.“
2
და ადგა დავითი და 600 კაცითურთ გადავიდა აქიშთან, მაყოქის ძესთან, გათის მეფესთან.
3
და დარჩა დავითი აქიშთან გათში თავისი კაცებითურთ: ისინი თავ-თავისი ოჯახებით, დავითი – მისი ორი ცოლით – იზრეყელელი ახინოყამით და ქარმელელი აბიგაილით, ნაბალის ქვრივით.
4
და როცა შეატყობინეს საულს, გათში გაიქცაო დავითი, მეტად აღარ უძებნია იგი.
5
და უთხრა დავითმა აქიშს: „თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მომცენ ადგილი ქვეყნის რომელიმე ქალაქში, რომ ვიცხოვრო იქ. რატომ უნდა ცხოვრობდეს შენი მსახური შენს გვერდით, სამეფო ქალაქში?“
6
და მისცა მაშინ აქიშმა ციკლაგი. ამიტომაც ეკუთვნის ციკლაგი დღემდე იუდას მეფეებს.
7
ერთი წელი და ოთხი თვე დაჰყო დავითმა ფილისტიმელთა მხარეში.
8
ამხედრდებოდნენ დავითი და მისი კაცები და არბევდნენ გეშურელებს, გირზელებს და ყამალეკელთ, რადგან ესენი სახლობდნენ ძველთაგანვე იმ ქვეყანაში, შურამდე და ეგვიპტემდეც კი.
9
და აოხრებდა დავითი მთელს იმ ქვეყანას, ცოცხალს არ ტოვებდა არც კაცს და არც ქალს; მოერეკებოდა ცხვარსა და ძროხას, ჯორ-აქლემებს, მოჰქონდა სამოსელი; და ბრუნდებოდა აქიშთან.
10
და ეტყოდა აქიში: „სად არბევდით დღეს?“ მიუგებდა დავითი: იუდას სამხრეთითო, – ან: იერახმეელელთა სამხრეთითო, – ან: კენიელთა სამხრეთითო.
11
არც კაცს და არც ქალს ცოცხალს არ ტოვებდა დავითი და გათში არ მოჰყავდა, რადგან ფიქრობდა: „არ ილაპარაკონ ჩვენზე: ასე იქცეოდა დავითი და ეს ჰქონდა წესად, როცა ფილისტიმელთა მხარეში ცხოვრობდაო.“
12
მიენდო აქიში დავითს და ფიქრობდა: თავი შეაძულა თავის ერს, ისრაელს, და სამუდამო მსახურად გამიხდებაო.
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 28 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31